• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Saturday, June 7, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ამის გამო საუკეთესო დაქალმა წამომაძახა, თავი დიდი ვინმე რომ გგონია, სინამდვილეში, აყვანილი ხარ, შე საწყალო, ისიც კი არ იცი, დედაშენი ვინააო…”

by inew
7 December 2022
in საზოგადოება, ურთიერთობები
0
„ამის გამო საუკეთესო დაქალმა წამომაძახა, თავი დიდი ვინმე რომ გგონია, სინამდვილეში, აყვანილი ხარ, შე საწყალო, ისიც კი არ იცი, დედაშენი ვინააო…”
0
SHARES
850
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

ბევრმა მკითხველმა მომწერა შემზარავი ამბავი, რომლის მთავარი გმირები საკუთარ მშობლებს სასიკვდილოდაც კი წირავდნენ იმ დანაშაულის გამო, რომელიც წლების წინ ჩაიდინეს და რომელიც მათი შვილებისთვის სავალალო შედეგის მომტანი აღმოჩნდა… თუმცა, ცხადია, მხოლოდ ცუდი მაგალითებით არ შემოვიფარგლებით და იმ მკითხველების ამბებსაც მოგიყვებით, რომლებიც დედმამიშვილის პოვნამ გააბედნიერა…

ანანო, 17 წლის: – რამდენიმე თვის წინ მეც ვიპოვე დედმამიშვილები. თურმე დედაჩემს ჩემ გარდა კიდევ 5 შვილი ჰყავდა და ჩემი გაჩენა არ უნდოდა, მაგრამ ვინაიდან ამ ქვეყანას მაინც მოვევლინე, ჩემს მოკვლას ამჯობინა, გავეშვილებინე და ამის სანაცვლოდ, ხელიც მოეთბო. ჩემი გამზრდელი დედ-მამა არაჩვეულებრივი ადამიანები არიან.

ისინი არც სითბოს მაკლებენ და არც – ყურადღებას, მაგრამ როცა გავიგე, რომ ჩემი ბიოლოგიური მშობლები არ იყვნენ, უმადურობა გამოვიჩინე და ჯერ ორივე გამოვლანძღე, შემდეგ კი ნამდვილი დედ-მამის ძებნა დავიწყე.

– ვინ გითხრა, რომ ნაშვილები იყავი? – დაქალმა, რომელსაც დად მივიჩნევდი. ერთხელ, მე და მას ჩხუბი მოგვივიდა და სწორედ ამ დროს წამომაძახა: თავი დიდი ვინმე რომ გგონია, სინამდვილეში, აყვანილი ხარ; შე საწყალო, ისიც კი არ იცი, დედაშენი ვინააო. მისმა სიტყვებმა გული მატკინა და სასწრაფოდ შინისკენ გავიქეცი.

დიდხანს ვფიქრობდი, ეს ყველაფერი უნდა დამეჯერებინა თუ არა, მაგრამ მერე, როცა ეჭვებმა შემაწუხა, მშობლებს ვუთხარი: გთხოვთ, სიმართლე არ დამიმალოთ; მე მაქვს უფლება, ვიცოდე, ვინ არიან ჩემი ბიოლოგიური მშობლები-მეთქი. სიმართლის გაგება მტკივნეული აღმოჩნდა. გადავწყვიტე, ჩემი ნამდვილი ოჯახი გამეცნო და გამზრდელებს მოვთხოვე, ბიოლოგიურ დედ-მამასთან მივეყვანე.

– ადვილად დაგთანხმდნენ? – მათთვის ჩემი სიტყვა ყოველთვის კანონი იყო და არც ამჯერად გამაწბილეს. გამზრდელებმა მეზობელ რაიონში, ორსართულიან სახლში მიმიყვანეს, სადაც უცნობი ადამიანების თვალები გაკვირვებით მომაშტერდნენ, რადგანაც მათი ოჯახის დიასახლისს ანუ ჩემს ბიოლოგიურ დედას გაჭრილი ვაშლივით ვგავდი. როდესაც ჩემმა და-ძმებმა სიმართლე შეიტყვეს, დედას მოსთხოვეს აეხსნა, რატომ გამიმეტა გასაშვილებლად;

გიორგიმ, ჩემმა უფროსმა ძმამ მას უსაყვედურა კიდეც: სადაც ჩვენ გაგვზარდეთ, იქ ამ ერთი გოგოს გაზრდა რა ისეთი ტვირთი იქნებოდა, რომ ვერ გეზიდათო? ბიოლოგიური მამა – გივი შინ არ იყო და სწორედ იმ დროს შემოგვისწრო, როცა მისი მეუღლე აღსარებას გვაბარებდა: გივის არ უნდოდა, შვილი კიდევ გვყოლოდა, მაგრამ როცა მუცელი გამეზარდა და მივხვდი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, ნაყოფის მოშორებაც ვერ შევძელი, რადგან უკვე 6 თვის ფეხმძიმე გახლდით.

ჰოდა, ქმრისგან მთელი ცხოვრების განმავლობაში საყვედური რომ არ მომესმინა, გადავწყვიტე, ადრე თუ გვიან, ეს ბავშვი თავიდან მაინც მომეცილებინა. მოკლედ, გივიმ არც იცის, გოგონა რომ გავაშვილე.

მას დღემდე ჰგონია, რომ ჩვილი დაბადებისთანავე გარდაიცვალა და სიმართლე ახლა რომ გაიგოს, შეიძლება, მომკლას კიდეცო. სწორედ ამ დროს კარი გაიღო, ოთახში ჭარხალივით გაწითლებული კაცი შემოვარდა და ცოლს კისერში ეცა, მისი დახრჩობა უნდოდა.

ძლივს გააშველეს. როცა გონს მოვიდა, კაცმა შემომხედა, ჩემს ფეხებთან დაიჩოქა და აზლუქუნდა, პატიებას მთხოვდა. ამ ყველაფრის მოსმენისა და ნახვის შემდეგ, იმ ოჯახიდან გაქცევა მომინდა, სადაც წესით, უნდა გავზრდილიყავი. ჰოდა, გამზრდელებს ჩავჭიდე ხელი და ავყვირდი: აქედან წამიყვანეთ, თქვენ გარდა მშობლები არ მყავს-მეთქი…

რამდენიმე დღე დამჭირდა გონს მოსასვლელად და ყველაფრის გასაანალიზებლად. მთელი ამ დროის მანძილზე გამზრდელი დედ-მამა გვერდით მედგა, მამხნევებდა და როგორც უნდა გაგიკვირდეთ, ცდილობდნენ, ჩემი ბიოლოგიური მშობლების საქციელისთვის ახსნა მოეძებნათ…

ერთი კვირის თავზე და-ძმებმა მომაკითხეს და მითხრეს: გასაგებია, რომ მშობლებს ვერ აპატიებ, მაგრამ ჩვენ ხომ შენთვის არაფერი დაგვიშავებია? გთხოვთ, ჩვენ მაინც ნუ გვკრავ ხელს, შენ გვერდით გვიგულეო. ვიდრე რაიმეს ვიტყოდი, მათ მამაჩემმა უთხრა:

ანანოს ახლა გონს მოსვლა სჭირდება და დარწმუნებული ვარ, რაღაც პერიოდის შემდეგ აუცილებლად დაგიკავშირდებათ. ვინაიდან ის ჩვენი ერთადერთი შვილი ანუ დედმამიშვილებს დანატრებულია, მჯერა, თქვენ ხელს ვერ გკრავთ. ჰოდა, იცოდეთ, ჩვენც მშობლებად გვიგულეთ და როცა გენებოთ, გვესტუმრეთო.

ამ სიტყვების გამო მისი უზომოდ მადლიერი ვარ; მამას მათთვის ეს რომ არ ეთქვა, მე ვერასდროს გავბედავდი, იმ ბავშვებისთვის და-ძმები მეწოდებინა… ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მყავს საყვარელი დედა, მამა და ნანატრი და-ძმები. რაც შეეხება ბიოლოგიურ მშობლებს, მათი სახელის გაგონებაც კი არ მსურს…

– დარწმუნებული ხარ, რომ მათ შეცდომას ვერასდროს აპატიებ? – შეიძლება, ოდესმე ბიოლოგიურ მამას ვაპატიო ის, რომ ჩემი ჩასახვის სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ დედას, რომელმაც გამაშვილა მხოლოდ იმიტომ, რომ ქმარს მისთვის საყვედური არ ეთქვა, რომელმაც დასაკლავი ხარივით გამყიდა, ამ საქციელს ვერასდროს ვაპატიებ.

ის კი არა, და-ძმებიც ძლივს დავითანხმე, მშობელი დედა რომ არ მიეტოვებინათ. ბოლოს და ბოლოს, იმ ქალს მათთვის ხომ არაფერი დაუშავებია?!.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…

ყურადღება: ფოტო პირობითია

ლიკა ქაჯაია ჟურნალი “გზა”

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„ერთ დღესაც გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, ცხოვრებამ ამის გამოსწორების შანსი მომცა, მაგრამ…”

Next Post

სამგორში სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს 15 წლის ბიჭი დაჭრეს – მის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ

Next Post
სამგორში სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს 15 წლის ბიჭი დაჭრეს – მის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ

სამგორში სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს 15 წლის ბიჭი დაჭრეს - მის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
TOP.GE
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In