ბანანიანი ჩაის რეცეპტი უძილო ღამეებისათვის: უფრო ეფექტური, ვიდრე აბები

გემრიელი და ჯანსაღი!

ყველას აქვს გამოვლილი უძილო ღამეები. რაც უფრო ვცდილობთ ღრმად დაძინებას, მით უფრო მეტს ფიქრობს გონება და საერთოდ ვეღარ ვიძინებთ.

ბევრი უძილო ღამე მქონია, მაგრამ შემდეგ გავიგე ამ ჩაის რეცეპტი და შედეგმა ნამდვილად გამაოცა!

ძილის ნაკლებობამ ან უძილობამ შესაძლოა გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები, მათ შორის შფოთვა, სტრესი და დეპრესია. როდესაც დასაძინებლად ვემზადებით, როგორც წესი ვიწყებთ ფიქრს ჩვენს ცხოვრებისეულ პრობლემებზე, სამუშაოზე ან უბრალოდ იმაზე, თუ რა გვინდა გაკეთდეს მეორე დღეს. როდესაც გონება აქტიურია, ძილიანობის ალბათობა მცირდება.

უძილობა შესაძლოა გამოწვეული იყოს გარკვეული მედიკამენტების მიღების გამო, მაგალითად; არტერიული წნევისა და გულის სამკურნალო საშუალებებით, ასევე ტკივილგამაყუჩებლებით. მეორე მხრივ, ხელის შემშლელია ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებაც.

ბანანიანი ჩაი

ამ ჩაის დამზადება ძალიან მარტივია. თქვენ მხოლოდ რამოდენიმე ინგრედიენტი დაგჭირდებათ, რომლებიც ალბათ უკვე გაქვთ სამზარეულოში. ამ შესანიშნავ რეცეპტს აქვს შესანიშნავი სუნი და გემო.

დარწმუნდით, რომ ამ რეცეპტისთვის ორგანულ ბანანს იყენებთ, რადგან არაორგანული სავსეა პესტიციდებით. რეცეპტში ასევე უნდა გამოიყენოთ ბანანის ქერქები.

ჩაის მომზადებას 10 წუთზე მეტი არ დასჭირდება.

შემადგენლობა:

ორგანული ბანანი – 1 ცალი;

წყალი – პატარა ქვაბში;

დარიჩინი – სურვილისამებრ

პირველ რიგში, ბანანს მოაჭერით ორივე ბოლო და ქერქიანად მოათავსეთ მდუღარე წყალში. გააჩერეთ დაახლოებით 10 წუთი. შემდეგ გაწურეთ და დაასხით ჭიქაში. სურვილისამებრ დაამატეთ დარიჩინი. ძალი მიიღეთ ძილამდე 1 საათით ადრე.

გაითვალისწინეთ, რომ საძილე აბების უმეტესობა არის მედაკემენტების ტიპი, რომელიც იწვევს და შემდეგ ინარჩუნებს ძილს. ეს ტაბლეტები ცნობილია, როგორც დამამშვიდებელი საძილე საშუალებები. მასში შემავალი ბენზონდიაზეპინი იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დასუსტებას.

ზოგადად ყველა პრეპარტს აქვს თავისი გარკვეული გვერდითი ჩვენებები, მაგ;

თავბრუსხვევა;

მუცლის ტკივილი;

კონცენტრირების დაკარგვა

საძილე აბებმა შეიძლება შეამციროს თქვენი სუნთქვის სიხშირე. ეს განსაკუთრებით საშიშია ასთმიანი ადამიანებისათვის.  საკმარისად დაძინება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუ დაძინება გიჭირთ, ეს ჩაი აუცილებლად დაგეხმარებათ, სცადეთ1

You may also like...

Leave a Reply

Your email address will not be published.