• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Tuesday, May 13, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ეს არის სხვისი ხელით ნარის გლეჯა და წარმოადგენს დღევანდელი შემზარავი რეალობის ერთ-ერთ ზუსტ აღწერას, ამისთვის დამღუპველად დავისჯებით” -რა მიმართვას ავრცელებს ეკატერინე ტოგონიძე

by inew
14 March 2022
in საზოგადოება
0
„ეს არის სხვისი ხელით ნარის გლეჯა და წარმოადგენს დღევანდელი შემზარავი რეალობის ერთ-ერთ ზუსტ აღწერას, ამისთვის დამღუპველად დავისჯებით” -რა მიმართვას ავრცელებს  ეკატერინე ტოგონიძე
0
SHARES
207
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

მწერალი და ტელეჟურნალისტი ეკატერინე ტოგონიძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს:

„სხვისი ხელით ნარის გლეჯა! – ეს დღევანდელი შემზარავი რეალობის ერთ-ერთი ზუსტი აღწერაა. ეს არის ის, რაც უკრაინაში ბავშვების, მოხუცების სიცოცხლის ფასად და გმირი მეომრების შეუპოვრობის ხარჯზე ხდება. კაცობრიობის მთავარ მტერთან ფიზიკური ჭიდილი და ხელჩართული ბრძოლა დღეს მათი ხვედრი აღმოჩნდა. მტრის მხილებაც კი უკიდურესად ძვირი დაჯდა, ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევას და მსოფლიოს შეღვიძებას მასშტაბური მსხვერპლი დასჭირდა.

ეს ხომ ყველას ვალი იყო (და არის), ვინც შოვინიზმით, ნაციონალიზმით, იმპერიალიზმით ნაკვებ აგრესიას ემიჯნება, ვინც ირჩევს სიცოცხლეს და თავისუფლებას, იქნება ის რუსეთის მოქალაქე თუ განვითარებული სამყაროს წარმომადგენელი. სხვისი ხელით ნარის გლეჯაა დღეს უკრაინაში დამპყრობლის შესაჩერებლად ტანკებში შევარდნილი თუ ხიდზე თავაფეთქებული ადამიანები, საკუთარი სისხლით და ხორცით რომ ეღობებიან იმ ბოროტებას, რომელიც მხოლოდ მათ კი არა, მთელ პლანეტას ემუქრება.

იმის გამო, ჩვენ რომ ამ უბედურებას მოვესწარით და მისი თანამედროვენი აღმოვჩნდით, ავტომატურად ვიქეცით პროცესის არა შემსწრეებად, არამედ მონაწილეებად. იმთავითვე ჩამოგვერთვა დუმილის, ყოყმანის, ზანტი გამოფხიზლების, მორალურ ღირებულებებში გამორკვევის დრო – ეს დრო ჩვენ უკვე გვქონდა! ეს დრო გვქონდა დაბადებიდან აფხაზეთის, აგვისტოს, უკრაინის ომამდე ან იქნებ ეს დრო გვქონდა დაბადებამდეც კი, როცა ჩვენი წინაპრები თუნდაც გასაბჭოებას, რეპრესიებს, მეორე მსოფლიო ომს ეწირებოდნენ.

მერე კაცობრიობა ხომ ხელახლა შეთანხმდა ფუნდამენტურ ღირებულებებზე, მათ დასაცავად შექმნა ქარტიები, უსაფრთხოების კავშირები და გაერთინებები; დადო პირობები; ადამიანის სიცოცხლეზე, თავისუფლებაზე, ღირსებასა და თანასწორობაზე დააფუძნა დედამიწაზე თანაცხოვრების წესები და დაისწავლა, რომ ომი გამანადგურებელია, აგრესია დამღუპველია, სახელმწიფოს სუვერენიტეტი უზენაესია, უსაფრთხოება სადარაჯოა. რომ ყველა ერთად და შეთანხმებულად უნდა ვზრუნავდეთ პლანეტის გადარჩენაზე.

მაგრამ ჩვენ, ამ ეპოქაში დაბადებულებს, ეს დრო აღარ გვაქვს, ჩვენ სინათლესა და სიბნელეს შორის არჩევანის გაკეთება მყისიერად გვიწევს, ჩვენ აღარ გვაქვს არც ალტერნატივა, არც რაიმე შუალედი. ისიც ვიცით, რომ სხვადასხვა დოზით დავისჯებით სიმართლისთვის, მაგრამ გაცილებით მწარედ და დამღუპველად დავისჯებით ბოროტების მხარეს დგომით, დავისჯებით დუმილის, შიშის, კონფორმიზმის და ღალატის გამო.

ამ გაუსაძლის დროში დაბადებულებს, ახლა გვიწევს ხელახლა დაბადება, რადგან „გაუსაძლისის გაძლებიდან იბადება ადამიანი, მეორედ და ნამდვილად”. შეხედეთ უკრაინის გადაბუგულ ქალაქებს, დაღუპულ ბავშვებს, ჩვენს გაწირულ დებსა და ძმებს, პოლიგონად ქცეულ ქვეყანას, საფრთხეში მყოფ ატომურ სადგურებს, მსოფლიოს სინდისზე ჩამოკიდებულ ჯერ კიდევ ცოცხალ ადამიანებს, შეუდრეკელ მებრძოლ გმირებს, არც ჩვენი მცოცავი ოკუპაცია დაგავიწყდეთ, გატაცებული, მოკლული, გაძარცვული ადამიანები და მიხვდებით, რომ დრო აღარაა.

ეს „დაბადება“ ყველა ჩვენგანის ვალი, ჩვენი საზოგადოების და უკვე მთლიანად კაცობრიობის გამოსავალია. ჩვენ ხომ, გვინდა თუ არა, ერთმანეთზე ვართ დამოკიდებულები. ჩვენი ძალა ხომ მართლა ერთობაშია.

არა ჩვენს საერთო მტერს – პუტინის რუსეთს და იმპერიალიზმს!

დიდება უკრაინას და უკრაინელ გმირებს! – მათი ხელით და სისხლით იგლიჯება შხამიანი „ნარი“, რომელიც რადიაციასავით ყველას გვწვდება!

გამარჯვება უკრაინას! – ეს გამარჯვება ხომ სიმართლის გამარჯვებაა!

გამარჯვება თითოეულ ჩვენგანს საკუთარ სიმხდალესა და ჩვენში მეტასტაზირებულ „ნარზე“ – ეს ხომ საერთო გამარჯვების ერთადერთი პირობაა!

დაე, ამ უმძიმეს დროში დაბადებულები დავიბადოთ მეორედ და ნამდვილად. სხვაგვარად გადარჩენა შეუძლებელია. სხვა გზა ჩვენ არ გაგვაჩნია.“

ჩვენი ავტორი, ეკატერინე ტოგონიძე რუსული აგრესიის შესახებ.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ეს უკრაინელი მამაკაცი მთელი წლის განმვალობაში ელოდა ხოლმე ამ დღეს – უცნაური ისტორია სოციალური ქსელიდან

Next Post

„სერგი თეთრაძის ღირსებობას როგორ შეეხო, საუბედუროდ ის არაკაცი რუსი არ ყოფილა“ – ნინო ახობაძის მიმართვა

Next Post
„სერგი თეთრაძის ღირსებობას როგორ შეეხო, საუბედუროდ ის არაკაცი რუსი არ ყოფილა“ – ნინო ახობაძის მიმართვა

„სერგი თეთრაძის ღირსებობას როგორ შეეხო, საუბედუროდ ის არაკაცი რუსი არ ყოფილა“ - ნინო ახობაძის მიმართვა

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In