• მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
INew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ექიმმა აღიარა, რომ თურმე ჩემს შვილს ნარკოტიკს უკეთებდა და…” – 20 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა

by inew
7 July 2022
in საზოგადოება
0
„ექიმმა აღიარა, რომ თურმე ჩემს შვილს ნარკოტიკს უკეთებდა და…” – 20 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა
0
SHARES
1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი ფეხბურთელის, 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის მამის განცხადებით, მისი შვილის სამედიცინო ისტორია გაყალბებულია. ამის შესახებ ჩარკვიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლე განმარტავს, რეგულირების სააგენტომ რესპუბლიკური საავადმყოფოს 7 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა.

ჩარკვიანის თქმითვე, მას აღნიშნულის დამადასტურებელი არაერთი დოკუმენტაცია და ექსპერტიზის დასკვნა აქვს.

„რეგულირების სააგენტოს მივმართეთ ლიცენზიების საკითხთან დაკავშირებით, აგრეთვე, მივმართეთ, ვახტანგ ჩარკვიანის სამედიცინო ისტორიასთან და იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის დარღვევებს ჰქონდა ადგილი. ამ ეტაპზე რეგულირების სააგენტოდან შუალედური დასკვნა მოვიდა, სადაც რესპუბლიკურ საავადმყოფოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით 11 პუნქტში ედება ბრალი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება.

არაერთი საკითხია დასადგენი, კიდევ ბევრი დოკუმენტაცია და დასკვნა მოვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას სჩადიოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაცია და მედპერსონალი. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რომ სამედიცინო ისტორია გაყალბებული და გადაწერილი იყო. ერთ-ერთ სერიოზულ ინსტიტუტში გრაფიკულ-კალიგრაფიული დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩავატარეთ.

გვარებით და სახელებით არის გადმოცემული, თუ ვინ, რა დანაშაული ჩაიდინა, უბრალოდ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ვინაობას მოგვიანებით გავასაჯაროებ. სამედიცინო ისტორიის სავარაუდო გაყალბებასთან და ისტორიის გადაწერასთან გვაქვს საქმე, თუ რისთვის დასჭირდათ ეს, ამას გამოძიება დაადგენს. ეს ყველაფერი, რაც ისტორიაშია, გადაწერილია და ხელმოწერებიც გაყალბებულია, თითქოს, ესა თუ ის დანიშნულება ეძლეოდა ჩემ შვილს.

გაყალბებული ისტორიიდანაც გვაქვს რეგულირების სააგენტოს დასკვნა, სადაც 7 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხია დამდგარი. რეგულირების სააგენტომ დაადგინა ექიმების მხრიდან გადაცდომის, შეცდომის, დაუდევრობის, გულგრილობის თუ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები, სადაც თეთრზე შავად არის დაწერილი, რომ 7 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხია დამდგარი.

ჯანდაცვის სამინისტრო დაადგენს მათი პასუხისმგებლობის საკითხს, რაც ლიცენზიის ჩამორთმევას, ექიმობის შეწყვეტას და ა.შ. გულისხმობს. ამ ექიმების მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლითაც უნდა მოხდეს ბრალის წარდგენა“, – აცხადებს ჩარკვიანი.

ის ექიმებს არასაჭირო და პნევმონიის დროს აკრძალული მედიკამენტების გამოყენებაში ადანაშაულებს.

„10 თვეა, რაც ჩემი შვილი გარდაიცვალა. ერთ-ერთმა კეთილსინდისიერმა ექიმმა ჩვენება მისცა, ის სხვადასხვა კლინიკაში მუშაობდა, მან ძალიან ბევრი შემაშფოთებელი ფაქტი დაადგინა. მათ შორის, ჩემ შვილს არასწორად უკეთებდნენ აკრძალულ პრეპარატს, ის მედიკამენტი, რომელიც ვახტანგ ჩარკვიანს კლინიკაში უკეთდებოდა, პნევმონიის დროს აკრძალულია, ეს გახლავთ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 10-ჯერ აღემატება ჰეროინების ჯგუფს, ამას დამატებული მორფინი და კიდევ სხვა მედიკამენტები, რომელიც სასუნთქ ორგანოებს თრგუნავს და შესაძლოა, პაციენტის კომაში ჩავარდნა გამოიწვიოს, ამისთვის ნარკოლოგის კონსულტაცია იყო საჭირო.

გადასხმები ინფუზიის წესით არასათანადოდ გააკეთეს, როგორ გაუძლო ამ ადამიანმა ამ ყველაფერს 19 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, არ ვიცი. გარდა ამისა, ჩვენც არაფერს გვეკითხებოდნენ, არსებობს მედიკამენტების ჯგუფი, რომელიც ოჯახის წევრებთან შეთანხმების გარეშე არ უნდა გამოიყენონ.

ადვოკატებმა გამომძიებელს მივმართეთ, რომელიც ამ საქმეს გულისხმიერად მოეკიდა, ისინი ექსპერტიზას დანიშნავენ, ექსპერტებთან არაერთი კითხვა დაისმება, მათ შორის, ერთ-ერთი იქნება ესეც – შეეძლო თუ არა, გადამეტებული დოზით გაკეთებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ის შედეგი გამოეწვია, რაც ჩემი შვილის მიმართ დადგა“, – აცხადებს ჩარკვიანი.

გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა ამბობს, რომ ექიმები სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ.

„საზოგადოებამ მინდა გაიგოს, რომ ახალგაზრდა ბიჭი ტყუილად არ გარდაცვლილა, ჯალათი ექიმების მიერ იქნა ჩემი შვილი მოკლული, ყველა ექიმი კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს, ამით ჩემი შვილი ვერ დამიბრუნდება, მაგრამ მისი სული მოისვენებს, ამასთან, საზოგადოებისთვის ნათელი იქნება, იმ ექიმთა ვინაობა, რომელთაც ამ ყველაფერში წვლილი მიუძღვით.

გარდაცვალებამდე სახეზე, მხარზე, მუხლზე ნაიარევი, ასევე ჰემატომები ჰქონდა. ჩემი მეუღლე რეანიმაციაში შევიდა, შვილისთვის სურათების გადაღება მოვახერხეთ. მანამდე ვიდეოთვალით ვესაუბრებოდით მას და ეს დაზიანებები არ ჰქონია, როცა აპარატზე შეაერთეს, დაზიანებები გაუჩნდა. არ ვიცი, ალბათ, ვიღაცამ ჩემი შვილი ფიზიკურად შეურაცხჰყო.

ერთ-ერთ მოწმეს ჩვენება აქვს მიცემული, რომლის მიხედვითაც, როცა ჩემი შვილის გაპატიოსნება ხდებოდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მისმა მეგობრებმა იკითხეს, თუ რა დაზიანებები ჰქონდა ვახტანგ ჩარკვიანს. კლინიკაში მათ უთხრეს, რომ ეს „ნაწოლი“ იყო, ყველას მოგვეხსენება, რომ ერთი თვის დაწოლილ პაციენტს, რომელსაც სხვადასხვა მხარეს აწვენდნენ, „ნაწოლი“ არ უჩნდება, ეს სრული აბსურდია“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, რომლის დასკვნაც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ჯერ არ მიუღია.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ.

ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კლინიკაში შეყვანისას კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა, მისი ოჯახის განცხადებით, გარდაცვალებამდე ჩარკვიანს კოვიდი დამარცხებული ჰქონდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

Previous Post

„ნანამ რო იცოდეს რა უბედური და დაღუპული იყო მისი ჩამოსვლით ოჯახი, ალბათ ინატრებდა ჰაერშივე აფეთქებულიყო ის თვითმფრინავი” – ემიგრანტის ისტორია

Next Post

„გთხოვთ მიშველეთ რამე, დედამთილის სეიფიდან დროებით ჩუმად ავიღე 47 000$ და 20 000$ შევიტანე თესლა მედიაზე…” – რას წერს სოციალურ ქსელის ერთ-ერთო მომხმარებელი

inew

Related Posts

2 კაცი მიყვარს ერთდროულად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ვარ… მირჩიეთ როგორ მოვიქცე..
საზოგადოება

21 March 2023
გულის ცემა ამიჩქარდა, მაგრად მოვეხვიე წელზე და მივიხუტე.. სავარაუდოდ ჩემი უფროსის ცოლი შვილს ჩემგან ელოდება და წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვიქცე“ – ახალგაზრდა მამაკაცის გულახდილი წერილი

აბსოლუტურად ყველა ის ღამე მეზიზღება, როცა ჩემი ქმარი მთვრალი მოდის სახლში და ამის გაკეთებას მაიძულებდა..

„ჩემმა ქმარმა ჩემს უფროსთან კაბინეტში შემომისწრო.. ერთ-ერთ დიდ კომპანიაში ვმუშაობ და სულ ვგრძნობდი, რომ ჩემზე საკმაოდ ასაკოვან უფროსს ძალიან მოვწონდი ..“ – 30 წლის ქართველი გოგონას ისტორია

22 March 2023
„სამი თვის პატარძალი ვიყავი, როდესაც ჩემმა მამამთილმა სახლში თავისი ძმაკაცები მოიყვანა.. ქეიფი ახალი დაწყებული იყო, როდესაც მამამთილმა დამიძახა და მეგობრებს უთხრა: ახლა ჩემი რძლის მკერდის სადღეგრძელო უნდა დავლიოო… არვიცი რა ვქნა“

ქმარს ეროტიკული ფოტოსესია შევთავაზე და გადაირია.. სახლში ყველაფერი დალეწა. ვცდილობდი ამეხსნა, ეს მხოლოდ ხელოვნება იყო.. ახლა  ამის გამო დედობის უფლებასაც მართმევს… წარმოდგენა არ მაქვს რა გავაკეთო..
საზოგადოება

ქმარს ეროტიკული ფოტოსესია შევთავაზე და გადაირია.. სახლში ყველაფერი დალეწა. ვცდილობდი ამეხსნა, ეს მხოლოდ ხელოვნება იყო.. ახლა ამის გამო დედობის უფლებასაც მართმევს… წარმოდგენა არ მაქვს რა გავაკეთო..

21 March 2023
Next Post
„გთხოვთ მიშველეთ რამე, დედამთილის სეიფიდან დროებით ჩუმად ავიღე 47 000$ და 20 000$ შევიტანე თესლა მედიაზე…” – რას წერს სოციალურ ქსელის ერთ-ერთო მომხმარებელი

„გთხოვთ მიშველეთ რამე, დედამთილის სეიფიდან დროებით ჩუმად ავიღე 47 000$ და 20 000$ შევიტანე თესლა მედიაზე…” – რას წერს სოციალურ ქსელის ერთ-ერთო მომხმარებელი

Stay Connected test

  • 121 Followers
  • 67.7k Followers
  • 190k Subscribers
  • 23.8k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

16 March 2023
„შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

28 February 2023
ეს კაცი ყოველ დილით ცარიელ კუჭზე ნიორს ჭამდა და აი რითი დამთავრდა მისი უცნაური ექსპერიმენტი…

5 უძლიერესი ორ სიტყვიანი ლოცვა, რომელიც ძილის წინ აუცილებლად უნდა თქვათ

27 October 2022
ნუ გაუწყრებით შვილებს, ნაცვლად ამისა დალოცეთ ისინი, ისე როგორც ილია გვმოძღვრავს: ”მშობლებსა და შვილებს შორის სიმშვიდე არ არის…”

149
პროდუქტები, რომლებიც წონის დაკლებაში მაქსიმალურად დაგეხმარებათ

23
საკვები, რომელიც დიაბეტის დროს ქვენს ორგანიზმს ძალიან დაეხმარება

20
ალუბლის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები, რომლებიც შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ

1
2 კაცი მიყვარს ერთდროულად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ვარ… მირჩიეთ როგორ მოვიქცე..

2 კაცი მიყვარს ერთდროულად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ვარ… მირჩიეთ როგორ მოვიქცე..

21 March 2023
გულის ცემა ამიჩქარდა, მაგრად მოვეხვიე წელზე და მივიხუტე.. სავარაუდოდ ჩემი უფროსის ცოლი შვილს ჩემგან ელოდება და წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვიქცე“ – ახალგაზრდა მამაკაცის გულახდილი წერილი

გულის ცემა ამიჩქარდა, მაგრად მოვეხვიე წელზე და მივიხუტე.. სავარაუდოდ ჩემი უფროსის ცოლი შვილს ჩემგან ელოდება და წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვიქცე“ – ახალგაზრდა მამაკაცის გულახდილი წერილი

21 March 2023
აბსოლუტურად ყველა ის ღამე მეზიზღება, როცა ჩემი ქმარი მთვრალი მოდის სახლში და ამის გაკეთებას მაიძულებდა..

აბსოლუტურად ყველა ის ღამე მეზიზღება, როცა ჩემი ქმარი მთვრალი მოდის სახლში და ამის გაკეთებას მაიძულებდა..

21 March 2023
„ჩემმა ქმარმა ჩემს უფროსთან კაბინეტში შემომისწრო.. ერთ-ერთ დიდ კომპანიაში ვმუშაობ და სულ ვგრძნობდი, რომ ჩემზე საკმაოდ ასაკოვან უფროსს ძალიან მოვწონდი ..“ – 30 წლის ქართველი გოგონას ისტორია

„ჩემმა ქმარმა ჩემს უფროსთან კაბინეტში შემომისწრო.. ერთ-ერთ დიდ კომპანიაში ვმუშაობ და სულ ვგრძნობდი, რომ ჩემზე საკმაოდ ასაკოვან უფროსს ძალიან მოვწონდი ..“ – 30 წლის ქართველი გოგონას ისტორია

22 March 2023

Recent News

ADVERTISEMENT

Browse by Category

  • Uncategorised
  • კულინარია
  • მთავარი
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ურთიერთობები
  • ჯანმრთელობა

© 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Don`t copy text!