• მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
INew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვინ იყო ქალი, რომლის საფვლავზეც ქვა კანონიერმა ქურდებმა დადგეს

by inew
3 January 2022
in საზოგადოება
0
ვინ იყო ქალი, რომლის საფვლავზეც ქვა კანონიერმა ქურდებმა დადგეს
0
SHARES
3.7k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ქურდული სამყარო თავისი კანონებით ცხოვრობს. მიიჩნევენ, რომ ტიტული – „კანონიერი ქურდი“ უნდა დაიმსახურო. საამისოდ კი უნდა ჰქონდეს ავტორიტეტი, მოხდილი რამდენიმე პატიმრობა და რაღა თქმა უნდა, აუცილებელი პირობაა, იყოს მამაკაცი.

მათი წესების მიხედვით, ქალი ვერასოდეს გახდება „კანონიერი ქურდი“, როგორი კრიმინალური ბიოგრაფიაც უნდა ჰქონდეს მას.

უღიარებელი „კანონიერი ქურდი“ ან როგორც მას კრიმინალურ სამყაროში ეძახდნენ – „ქურდების დედა“, კალინა ნიკიფოროვა გახლდათ. კრიმინალურ სამყაროში მისი მეტსახელი გახლდათ ნინა.

  • ქურდული გზის დასაწყისი

კალინა 1945 წლის 15 ივლისს, ბაქოში დაიბადა. ეროვნებით ებრაელი გახლდათ. ღარიბი ოჯახის შვილი პატარაობიდანვე მიხვდა, რომ სიღატაკესთან მიღებული თუ მიუღებელი მეთოდებით უნდა ებრძოლა.

ის პატარა ასაკში გაჰყვა ცოლად კაცს, რომელიც მამად კი არა, ბაბუად უფრო შეეფერებოდა. სამაგიეროდ, მისი რჩეული ოქრომჭედელი გახლდათ და ცოლი ჭკუის დაკარგვამდე უყვარდა.

„კანონიერი ქურდის“ პირველი ქორწინება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. ქმარი მალე გარდაიცვალა და მთელი თავისი ქონება კალინას დაუტოვა.

ასეთი მდიდარი მემკვიდრეობით, ქალს შეეძლო, სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველად ეცხოვრა, მაგრამ მან სხვა გზა აირჩია.

ქმრის სიკვდილის შემდეგ, მალევე მუშაობა დაიწყო იმ დროს ცნობილ მაღაზიაში „ბერიოზკა“ და უცებ აუღო ალღო იმას, რომ ჩეკებით, რომლითაც მაღაზიაში ანგარიშსწორება ხდებოდა, გამდიდრება შეეძლო. იმისათვის, რომ გზა ხსნილი ჰქონოდა, საქმეში მაღაზიის დირექტორიც ჩართო და მოგებას უნაწილებდა.

სიფრთხილის მიუხედავად, გამყიდველისა და დირექტორის მაქინაციების შესახებ მილიციამ შეიტყო და კალინა პირველად უკანასკნელად აღმოჩნდა გისოსებს მიღმა.

1966 წლის ზაფხულში, მოსკოვში, 88-ე – „უკანონო სავალუტო ოპერაციების ჩატარების“ მუხლით გაასამართლეს და მოჟაისკის ქალთა კოლონიაში გაამწესეს. აღნიშნული დანაშაული საკმაოდ მძიმე სასჯელს ითვალისწინებდა – სიკვდილით დასჯასაც კი, მაგრამ დამნაშავემ ითანამშრომლა სამართალდამცავებთან და მიაწოდა ინფორმაცია ქურდებისა და თაღლითების შესახებ, რითაც სასჯელის შემსუბუქებას მიაღწია.

გათავისუფლების შემდეგ მან ასევე მიიღო საბუთი – ე.წ „ჩვენიანი“, რაც მილიციის სისტემაში ჩანერგილ ადამიანებს ეძლეოდათ, საჭირო დროს, საჭირო ადგილზე წარსადგენად.

ამასთან, ნიკიფოროვას კრიმინალური სამყაროც პატივს სცემდა, რადგან ის მილიციას მხოლოდ წვრილმან ქურდბაცაცებსა და თაღლითებზე აწვდიდა ინფორმაციას და არაფერს ამბობდა მსხვილ მოთამაშეებზე.

  • კრიმინალური და სასიყვარულო ურთიერთობა ცნობილ იაპონჩიკთან

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ნინამ ლუდხანაში დაიწყო მუშაობა და ლუდის თაღლითურად, მაქინაციებით გაყიდვით იმ დროისთვის საკმაოდ დიდ თანხას გამოიმუშავებდა. თუმცა, ეს მაინც ეცოტავებოდა და გადაწყვიტა, დაკავშირებოდა ვასილევსკის დაჯგუფებას, რომლის წევრებიც მასთან ლუდის დასალევად ხშირად დადიოდნენ.

ერთ დღეს ბანდიტებს შესთავაზა, მოსკოვში რამდენიმე ე.წ. კატრანის, იგივე იატაკქვეშა კაზინოს გახსნა. კატრანის კლიენტებს შორის ქურდული სამყაროს ავტორიტეტებიც ბლომად იყვნენ. კალინამ სწორედ იქ გაიცნო მომავალი ქმარი (ისინი ოფიციალურ ქორწინებაში არ იყვნენ) და მისი შვილის მამა, ვიაჩესლავ ივანკოვი, მეტსახელად იაპონჩიკი.

ამ პერიოდიდან ისინი ყველა დანაშაულს ერთად სჩადიოდნენ – გამოძალვა, სპეკულაცია, ძარცვა მათი ყოველდღიური საქმიანობა იყო. საქმეში, რომელიც სამართალდამცავებმა ნიკიფოროვას წინააღმდეგ აღძრეს, ნათქვამია: „სპეციალიზაცია: სავალუტო ოპერაციები, ძარცვა, თაღლითობა.

კოორდინაციას უწევს ადამიანებს, ვინც დაკავებულია ვალუტის ბრუნვით, სპეკულაციით, ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღებითა და პროდუქციის არალეგალური დამზადებით. იურიდიულად განათლებულია, კონსულტაციებს უწევს კრიმინალებს სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებში“. კალინას სწორედ სისხლის სამართლის კოდექსის კარგი ცოდნა აძლევდა საშუალებას, რომ მილიციის კლანჭებში არ აღმოჩენილიყო.

მისმა რჩეულმა, იაპონჩიკმა კი ვერ დააღწია თავი სამართალდამცავებს. ის 1981 წელს დააკავეს. ოპერატიული თამნამშრომლები მას კალინას სახლთან ჩაუსაფრდნენ, რადგან იცოდნენ, რომ იაპონჩიკი იქ ღამეს ხშირად ათევდა.

ნინას მცდელობამ, რომ ქმარი ციხიდან დაეხსნა, ამაოდ ჩაიარა და იაპონჩიკი დიდი ხნით გამოკეტეს გისოსებს მიღმა.

ვინაიდან კალინა კარგად იყო იაპონჩიკის საქმეებში ჩახედული, ქმრის დაკავების შემდეგ ქურდული სამყაროს მართვის სადავეები ჩაიგდო ხელში და საკმაოდ სწრაფად მოახერხა, თავისი გავლენის ქვეშ მოექცია კანონიერი ქურდები.

სწორედ ამ პერიოდში კალინამ გაიცნო თავისი მეორე ქმარი, ასევე კანონიერი ქურდი, რუბენ სარქისიანი. მასთან ერთად ქალმა იატაკქვეშა ფეხსაცმლის ფაბრიკა გახსნა. წყვილს საქმეები კარგად მისდიოდა. ისინი უცხოური ბრენდული ფეხსაცმელების ანალოგებს ქმნიდნენ, რომლებიც მაშინდელ საბჭოთა მოდელებზე გაცილებით უკეთესი ხარისხის იყო.

მათი პროდუქცია დიდი მოთხოვნით სარგებლობდა და ცოლ-ქმარმა საკმაო ქონება დააგროვა.

მაგალითად, იმდენი გამოიმუშავეს, რომ ნიკიფოროვამ შეძლო, თავისი შვილისთვის, ვიქტორ ნიკიფოროვისთვის კანონიერი ქურდის ტიტული ეყიდა. მას დედის წონიანი ავტორიტეტის გამო მეტსახელად კალინა შეარქვეს.

სიკვდილი: გასული საუკუნის 80-იან წლებში კალინამ შეიტყო, რომ საშინელი დაავადება, „სისხლის კიბო“ შეეყარა. ნებისმიერი გზით სურდა სიცოცხლის შენარჩუნება. დადიოდა მოსკოვის საუკეთესო ექიმებთან და მზად იყო, გადაეხადა უზარმაზარი თანხები მკურნალობისთვის, თუმცა, არ აღმოჩნდა არც ერთი ექიმი, რომელიც ასეთ მძიმე დაავადებას შეეჭიდებოდა.

კალინა მიხვდა, რომ საბჭოთა კავშირში მისი განკურნება შეუძლებელი იყო. გადაწყვიტა, მოეგროვებინა, თუ რამ ქონება გააჩნდა და საზღვარგარეთ წასულიყო. ქალი დარწმუნებული იყო, რომ უცხოეთში მედიცინა გაცილებით განვითარებული იყო და აუცილებლად გადაარჩენდნენ.

კალინამ იცოდა, რომ საბჭოთა კავშირის „რკინის ფარდის“ გარღვევა, საკმაოდ სოლიდური თანხითა და ოქროულობით შეუძლებელი იყო და სომხეთის ქალაქ ლენინაკანიდან თვითმფრინავის გატაცება გადაწყვიტა. ამაში მას კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტები და ქმრის გავლენები ეხმარებოდნენ.

მოქმედების გეგმა წვრილმანებამდე იყო გათვლილი და ის სამართალდამცველებიც კი, ვინც მისი გეგმის შესახებ შეიტყვეს, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამაში ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლიდა. თუმცა, კალინას გეგმის განხორციელებაში ხელი სიკვდილმა შეუშალა და 1988 წელს ნინა გარდაიცვალა.

ასე დასრულდა 43 წლის, ყველაზე ავტორიტეტული, უგვირგვინო „კანონიერი ქურდი“ ქალის სიცოცხლე. ის დაკრძალულია ერევანში, ცეიტუნის სასაფლაოზე. მისი საფლავზე ქვა კანონიერმა ქურდებმა დადგეს.

წყარო: პრაიმტაიმი

Previous Post

გაფრთხილება ყველას, ვისაც ღამით მობილური ტელეფონის საწოლში თვალიერება უყვარს!

Next Post

“ჩემმა მომვლელმა, ახალგაზრდა ქართველმა გოგონამ, ისეთი რამ გააკეთა ნანახით ახლაც გაოგნებული ვარ…” – ნახეთ რას წერს გერმანელი მილიონერი 24 წლის ქართველ გოგონაზე

inew

Related Posts

2 კაცი მიყვარს ერთდროულად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ვარ… მირჩიეთ როგორ მოვიქცე..
საზოგადოება

21 March 2023
გულის ცემა ამიჩქარდა, მაგრად მოვეხვიე წელზე და მივიხუტე.. სავარაუდოდ ჩემი უფროსის ცოლი შვილს ჩემგან ელოდება და წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვიქცე“ – ახალგაზრდა მამაკაცის გულახდილი წერილი

აბსოლუტურად ყველა ის ღამე მეზიზღება, როცა ჩემი ქმარი მთვრალი მოდის სახლში და ამის გაკეთებას მაიძულებდა..

„ჩემმა ქმარმა ჩემს უფროსთან კაბინეტში შემომისწრო.. ერთ-ერთ დიდ კომპანიაში ვმუშაობ და სულ ვგრძნობდი, რომ ჩემზე საკმაოდ ასაკოვან უფროსს ძალიან მოვწონდი ..“ – 30 წლის ქართველი გოგონას ისტორია

22 March 2023
„სამი თვის პატარძალი ვიყავი, როდესაც ჩემმა მამამთილმა სახლში თავისი ძმაკაცები მოიყვანა.. ქეიფი ახალი დაწყებული იყო, როდესაც მამამთილმა დამიძახა და მეგობრებს უთხრა: ახლა ჩემი რძლის მკერდის სადღეგრძელო უნდა დავლიოო… არვიცი რა ვქნა“

ქმარს ეროტიკული ფოტოსესია შევთავაზე და გადაირია.. სახლში ყველაფერი დალეწა. ვცდილობდი ამეხსნა, ეს მხოლოდ ხელოვნება იყო.. ახლა  ამის გამო დედობის უფლებასაც მართმევს… წარმოდგენა არ მაქვს რა გავაკეთო..
საზოგადოება

ქმარს ეროტიკული ფოტოსესია შევთავაზე და გადაირია.. სახლში ყველაფერი დალეწა. ვცდილობდი ამეხსნა, ეს მხოლოდ ხელოვნება იყო.. ახლა ამის გამო დედობის უფლებასაც მართმევს… წარმოდგენა არ მაქვს რა გავაკეთო..

21 March 2023
Next Post
“ჩემმა მომვლელმა, ახალგაზრდა ქართველმა გოგონამ, ისეთი რამ გააკეთა ნანახით ახლაც გაოგნებული ვარ…” – ნახეთ რას წერს გერმანელი მილიონერი 24 წლის ქართველ გოგონაზე

“ჩემმა მომვლელმა, ახალგაზრდა ქართველმა გოგონამ, ისეთი რამ გააკეთა ნანახით ახლაც გაოგნებული ვარ…” – ნახეთ რას წერს გერმანელი მილიონერი 24 წლის ქართველ გოგონაზე

Stay Connected test

  • 122 Followers
  • 67.7k Followers
  • 190k Subscribers
  • 23.8k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

16 March 2023
„შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

28 February 2023
ეს კაცი ყოველ დილით ცარიელ კუჭზე ნიორს ჭამდა და აი რითი დამთავრდა მისი უცნაური ექსპერიმენტი…

“ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

ნუ გაუწყრებით შვილებს, ნაცვლად ამისა დალოცეთ ისინი, ისე როგორც ილია გვმოძღვრავს: ”მშობლებსა და შვილებს შორის სიმშვიდე არ არის…”

440
პროდუქტები, რომლებიც წონის დაკლებაში მაქსიმალურად დაგეხმარებათ

40
საკვები, რომელიც დიაბეტის დროს ქვენს ორგანიზმს ძალიან დაეხმარება

39
ალუბლის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები, რომლებიც შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ

1
2 კაცი მიყვარს ერთდროულად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ვარ… მირჩიეთ როგორ მოვიქცე..

2 კაცი მიყვარს ერთდროულად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ვარ… მირჩიეთ როგორ მოვიქცე..

21 March 2023
გულის ცემა ამიჩქარდა, მაგრად მოვეხვიე წელზე და მივიხუტე.. სავარაუდოდ ჩემი უფროსის ცოლი შვილს ჩემგან ელოდება და წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვიქცე“ – ახალგაზრდა მამაკაცის გულახდილი წერილი

გულის ცემა ამიჩქარდა, მაგრად მოვეხვიე წელზე და მივიხუტე.. სავარაუდოდ ჩემი უფროსის ცოლი შვილს ჩემგან ელოდება და წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვიქცე“ – ახალგაზრდა მამაკაცის გულახდილი წერილი

21 March 2023
აბსოლუტურად ყველა ის ღამე მეზიზღება, როცა ჩემი ქმარი მთვრალი მოდის სახლში და ამის გაკეთებას მაიძულებდა..

აბსოლუტურად ყველა ის ღამე მეზიზღება, როცა ჩემი ქმარი მთვრალი მოდის სახლში და ამის გაკეთებას მაიძულებდა..

21 March 2023
„ჩემმა ქმარმა ჩემს უფროსთან კაბინეტში შემომისწრო.. ერთ-ერთ დიდ კომპანიაში ვმუშაობ და სულ ვგრძნობდი, რომ ჩემზე საკმაოდ ასაკოვან უფროსს ძალიან მოვწონდი ..“ – 30 წლის ქართველი გოგონას ისტორია

„ჩემმა ქმარმა ჩემს უფროსთან კაბინეტში შემომისწრო.. ერთ-ერთ დიდ კომპანიაში ვმუშაობ და სულ ვგრძნობდი, რომ ჩემზე საკმაოდ ასაკოვან უფროსს ძალიან მოვწონდი ..“ – 30 წლის ქართველი გოგონას ისტორია

22 March 2023

Recent News

ADVERTISEMENT

Browse by Category

  • Uncategorised
  • კულინარია
  • მთავარი
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ურთიერთობები
  • ჯანმრთელობა

© 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Don`t copy text!