• მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
INew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მამამ ელასტიკთან დაკავშირებით ისეთი წარმოუდგენელი რამ მითხრა, უკაცრავად და იმ მომენტში მეძავად ვიგრძენი თავი..

by inew
20 March 2023
in საზოგადოება
0
მამამ ელასტიკთან დაკავშირებით ისეთი წარმოუდგენელი რამ მითხრა, უკაცრავად და იმ მომენტში მეძავად ვიგრძენი თავი..
0
SHARES
1.2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

პროექტი „დამიცავი, პატარა ვარ“ შექმნილია ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით. მას ახორციელებს ორგანიზაცია „საფარი“, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.

მოგესალმებით. არასდროს გავმხდარვარ შევიწროების ან ძალადობის მსხვერპლი, თუმცა თითოეულ ასეთ ფაქტს მწვავედ აღვიქვამ და ჩემს თავზეც ვიღებ.

ამის შემდეგ აღარ მაქვს ხოლმე ისეთი შეგრძნება, რომ ჩემზე არ უძალადიათ – სადაც სხვა ქალს/გოგოს შეურაცხყოფა მიაყენეს, ირონიული სექსისტური კომენტარი გაუკეთეს თუ იძალადეს, ე.ი. ჩემზეც იძალადეს..

აქ დაწერილმა ისტორიებმა ხომ ბოლო მომიღო, ისეთ რაღაცებს ყვებიან ეს ადამიანები, ჩემი წარმოსახვა, რამდენიც უნდა ვეცადო, მაქამდე ვერ წვდება…

15 წლის რომ ვიყავი, ზაფხულში სოფელში ვიყავით ჩასულები, როგორც ყოველთვის. საღამოს 8-ის ნახევრისკენ, მე და ჩემი და მოვდიოდით სახლის გვერდით რომ მინდორია, იქიდან.

ჩვენს მხარეში ბევრი მოსახლე არაა, ჩვენი სახლის იქით პრინციპში მაცხოვრებელიც აღარ შეგხვდებათ, მარტო ადგილობრივ მწყემსებს და მეზობლებს თუ ვხედავთ ხოლმე აქეთ გამოვლილს.

იმ დღეს მუხლებს ქვემოთ ელასტიკი მეცვა. ჰოდა მოვდივართ და, ჩემი და ჩურჩულით მეუბნება, უკან არ გაიხედო, მწყემსი მოგვყვებაო. არც გამიხედავს, რა თქმა უნდა.

სახლში რომ მივედით, მითხრა, “გოგოებოო!” – ასე დაგვიძახაო.მე არაფერი არ გამიგია საერთოდ და დღემდე არ ვიცი, ის ადამიანი როგორ გამოიყურებოდა.

ეს მშობლებმაც მოისმინეს და მამამ ისეთი უხეში რაღაც მითხრა ელასტიკთან დაკავშირებით, უკაცრავად და, იმ მომენტში ცოტა დამაკლდა, რომ მეძავად არ მეგრძნო თავი. კიდევ კარგი, არ მახსოვს ეს ფრაზა ზუსტად, თორემ უარესად გავღიზიანდებოდი ახლა, რომ მახსოვდეს.

მით უმეტეს, რომ თუ საწინააღმდეგო აზრი გაქვს, მამასთვის რამის დამტკიცება ან იმის თქმა, რომ მისგან რაღაც არ მოგეწონა, შეუძლებელია, რადგან ეგრევე გადადის ასეთ ფრაზებზე: “შენს სულში ჩაიხედე”, “შენს ცოდვებს მიხედე, თუ ხასიათზე არა ხარ, შვილო, ადამიანი ვერ დაგელაპარაკება” და ა.შ.

თანაც მე ვარ ადამიანი, რომელიც ვერაფერს ეპატაჟურს თუ ვულგარულს ვერ იტანს, და ტოპი და შორტი გარეთ არასდროს მაცვია. ჯერ ერთი, ჩემს სტილში არ ჯდება და მეორეც – უბრალოდ არ მსიამოვნებს, როცა კაცები კი არა, ზოგადად, ხალხი ჩემი სხეულის ზედმეტ ნაწილს ხედავს, რადგან ინტროვერტი ვარ, და არა იმიტომ, რომ მოძალადეების “ადვოკატების” მეშინია.

გუშინ გავიხსენე ეს დედასთან, ასეთი რაღაც შვილს როგორ მითხრა-მეთქი და დედამ არც დამამთავრებინა, ეგ იმიტომ გითხრა, რომ ანერვიულდაო, თუ რაღაც ასეთი, და კიდევ ის, რომ სოფელში ცოტა სხვანაირი ტვინი აქვთ და ასე გარეთ არ უნდა გახვიდეო.

აქამდე კიდევ იმედი მქონდა, რომ ქალების შევიწროებაზე ადამიანური აზრი ჰქონდა, მით უმეტეს, რომ დედას მოუყოლია, რამდენჯერმე როგორ გამხდარა ბავშვობაში შევიწროების მსხვერპლი – ერთხელ ტრანსპორტში უსვამდა ვიღაც კაცი ბარძაყზე ხელს და ერთხელ საერთოდ, კოჭებამდე ქვედაბოლოში ჩაცმულს, ვიღაც აეკიდა მანქანით.

ასეთი რაღაც გამოვლილი აქვს და მაინც მეუბნება, მე მაგალითად, დავიფარავდი ტანსო. ანუ ანაფორაც რომ გეცვას, კიდევ უფრო კარგად უნდა შეიფუთო, კაცის ავხორც თვალებს რომ “გადაურჩე”, არა?!

მე არასდროს არ გავიზიარებ მაგ აზრს-მეთქი, და ისიც ვუთხარი, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ ვინმესგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი რომ გავხდე, შენ არაფერს არ გეტყვი-მეთქი და ძალიან უსიამოვნოდ გაჩუმდა, თავი მომაჩვენა, ვითომ არ მისმენდა.

მასთან ხშირად ვარჩევ იმ საკითხს, რომ ძალადობის ასეთ საშინელ შემთხვევებში ოღონდ ყურადღება ჩაცმულობაზე გადაატანინე ხალხს, რომ “სითბოში” დარჩნენ და ზედმეტად თავი არ აიტკიონ, მსხვერპლს წესიერი დახმარება აღმოუჩინონ და მოძალადეს – საკადრისი ცხვირ-პირის ჩალეწვა.

გუშინ ისიც ვუთხარი, ვიღაც მთვრალი იყო ერთხელ ავტობუსში, მუხლებს ქვემოთ პალტო მეცვა და პომპონიანი ქუდი მეხურა, მაგრამ ზურგზე ხელი მომისვა-მეთქი (დღემდე არ ვიცი, ამას სექსუალური შევიწროვება დავარქვა თუ არა);

6 წლის ბავშვი რომ გააუპატიურეს ცოტა ხნის წინ, იმის გამოძიება დავიწყოთ, იმ მომენტში შორტი ეცვა თუ არა-მეთქი? 10, 14, 18 წლის გოგომ ჯერ ტანზე უნდა დაიხედოს, “ოჯახის შვილის” შესაფერისად აცვია თუ არა და გარეთ რომ ვიღაც გამოეკიდება “წესიერად ჩაცმულს”, მაინც საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, არა-მეთქი? და რაღაც გაუგებარი გამომეტყველებით მიყურებდა, კიდევ რაღაცას მიხსნიდა თითქოს..

არადა, თვითონაც ცუდად ხდება, როცა ტელევიზიით ბავშვის გაუპატიურების საქმეზე საუბრობენ და მწვავედ რეაგირებს ხოლმე, მაგრამ თურმე რაღაცაზე რეაქცია იმას არ ნიშნავს, რომ სხვანაირად არ ფიქრობს, რადგან ეტყობა, ქვეცნობიერში ასე აქვს ჩადებული და “ვაიმე, შვილო, ბავშვს რა უქნეს!” – არაფრის გამომხატველი არაა დიდად.

აი, ასეთი მაგარი გულშემატკივრები მყავს სახლში; არამარტო მე, არამედ – უამრავ ადამიანს ამ გაუბედურებულ საქართველოში! არადა, ჩემს მშობლებს სჯერათ, რომ ყველაფრით არიან აღჭურვილნი და ჯვარი მწერია, მაგრამ ჩვენს ოჯახში ასეთი რამ რომ მოხდეს, არა მგონია, მზად იყვნენ ფსიქოლოგიურად იმისთვის, რომ ყოველგვარი განსჯის გარეშე დამიდგნენ გვერდით.

მინდა, ყველამ იცოდეს ერთი რაღაც – როგორც თქვენ მოგესურვებათ, ისე ჩაიცვით; ბედნიერები იყავით საკუთარი ინდივიდუალიზმით, მით უმეტეს, როცა ჩაცმულობაში საკუთარი სტილი გაქვთ.

“ნეტა რა ეცვა” დამოკიდებულება მაშინ დასუსტდება, როცა მოისპობა მამრობითი სქესისთვის თავის მოწონებისკენ სასოწარკვეთილი სწრაფვა, და მოკლემკლავიან, მოკლემუცლიან თუ მოკლეტოტიან ტანსაცმელს მოშორდება “გამომწვევის” და “მამაკაცების დამატყვევებლის” სტატუსი.

წარმოიდგინეთ, კლიპებში შორტიან და ბიკინიან ქალებს იღებენ, უამრავი ადამიანი ერთობა მთელ მსოფლიოში სხვისი სიშიშვლის ყურებით (სხვადასხვა ფორმით), იმისთვის, რომ male gaze-ის კრიტერიუმებში ჩაჯდე, ერთი სტრია და ნაოჭი არ უნდა გქონდეს სხეულზე, და ეს ყველაფერი თურმე იმისთვისაც სჭირდებათ, რომ თავისუფლად იძალადონ და უცნობს თუ ნაცნობს შეეხონ სხეულზე ფიზიკურად თუ სიტყვით!

სხეულის/კანის ზედმეტი, ხილული ნაწილი არავის უნდა აძლევდეს თავისუფლებას, მივიდეს და ქალს, კაცს, გოგოს, ბიჭს, ბავშვს, ხელი მოუსვას და რა ჩემი ბრალიაო, თქვას!

უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის, მიყვარხართ ყველა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

Previous Post

19 წლის მედდა ცოლად გაჰყვა დემენციით დაავადებულ 89 წლის მოხუცს, რომლის სიკვდილსაც მოუთმენლად ელოდება.. თუმცა მისთვის ყველაფერი კარგად არ დამთავრდა

Next Post

ბიჭმა ცოლი მოიყვანა.. იფიქრა საჩუქარს გავუკეთებო და საყილად წავიდა, უკან დაბრუნებულს შეშინებული ბაბუა ხეზე ასული დახვდა. ნახეთ რა გაუკეთებია ახალ რძალს

inew

Related Posts

2 კაცი მიყვარს ერთდროულად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ვარ… მირჩიეთ როგორ მოვიქცე..
საზოგადოება

21 March 2023
გულის ცემა ამიჩქარდა, მაგრად მოვეხვიე წელზე და მივიხუტე.. სავარაუდოდ ჩემი უფროსის ცოლი შვილს ჩემგან ელოდება და წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვიქცე“ – ახალგაზრდა მამაკაცის გულახდილი წერილი

აბსოლუტურად ყველა ის ღამე მეზიზღება, როცა ჩემი ქმარი მთვრალი მოდის სახლში და ამის გაკეთებას მაიძულებდა..

„ჩემმა ქმარმა ჩემს უფროსთან კაბინეტში შემომისწრო.. ერთ-ერთ დიდ კომპანიაში ვმუშაობ და სულ ვგრძნობდი, რომ ჩემზე საკმაოდ ასაკოვან უფროსს ძალიან მოვწონდი ..“ – 30 წლის ქართველი გოგონას ისტორია

22 March 2023
„სამი თვის პატარძალი ვიყავი, როდესაც ჩემმა მამამთილმა სახლში თავისი ძმაკაცები მოიყვანა.. ქეიფი ახალი დაწყებული იყო, როდესაც მამამთილმა დამიძახა და მეგობრებს უთხრა: ახლა ჩემი რძლის მკერდის სადღეგრძელო უნდა დავლიოო… არვიცი რა ვქნა“

ქმარს ეროტიკული ფოტოსესია შევთავაზე და გადაირია.. სახლში ყველაფერი დალეწა. ვცდილობდი ამეხსნა, ეს მხოლოდ ხელოვნება იყო.. ახლა  ამის გამო დედობის უფლებასაც მართმევს… წარმოდგენა არ მაქვს რა გავაკეთო..
საზოგადოება

ქმარს ეროტიკული ფოტოსესია შევთავაზე და გადაირია.. სახლში ყველაფერი დალეწა. ვცდილობდი ამეხსნა, ეს მხოლოდ ხელოვნება იყო.. ახლა ამის გამო დედობის უფლებასაც მართმევს… წარმოდგენა არ მაქვს რა გავაკეთო..

21 March 2023
Next Post
ბიჭმა ცოლი მოიყვანა.. იფიქრა საჩუქარს გავუკეთებო და საყილად წავიდა, უკან დაბრუნებულს შეშინებული ბაბუა ხეზე ასული დახვდა. ნახეთ რა გაუკეთებია ახალ რძალს

ბიჭმა ცოლი მოიყვანა.. იფიქრა საჩუქარს გავუკეთებო და საყილად წავიდა, უკან დაბრუნებულს შეშინებული ბაბუა ხეზე ასული დახვდა. ნახეთ რა გაუკეთებია ახალ რძალს

Stay Connected test

  • 121 Followers
  • 67.7k Followers
  • 190k Subscribers
  • 23.8k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

16 March 2023
„შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

28 February 2023
ეს კაცი ყოველ დილით ცარიელ კუჭზე ნიორს ჭამდა და აი რითი დამთავრდა მისი უცნაური ექსპერიმენტი…

5 უძლიერესი ორ სიტყვიანი ლოცვა, რომელიც ძილის წინ აუცილებლად უნდა თქვათ

27 October 2022
ნუ გაუწყრებით შვილებს, ნაცვლად ამისა დალოცეთ ისინი, ისე როგორც ილია გვმოძღვრავს: ”მშობლებსა და შვილებს შორის სიმშვიდე არ არის…”

132
პროდუქტები, რომლებიც წონის დაკლებაში მაქსიმალურად დაგეხმარებათ

22
საკვები, რომელიც დიაბეტის დროს ქვენს ორგანიზმს ძალიან დაეხმარება

18
ალუბლის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები, რომლებიც შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ

1
2 კაცი მიყვარს ერთდროულად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ვარ… მირჩიეთ როგორ მოვიქცე..

2 კაცი მიყვარს ერთდროულად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ვარ… მირჩიეთ როგორ მოვიქცე..

21 March 2023
გულის ცემა ამიჩქარდა, მაგრად მოვეხვიე წელზე და მივიხუტე.. სავარაუდოდ ჩემი უფროსის ცოლი შვილს ჩემგან ელოდება და წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვიქცე“ – ახალგაზრდა მამაკაცის გულახდილი წერილი

გულის ცემა ამიჩქარდა, მაგრად მოვეხვიე წელზე და მივიხუტე.. სავარაუდოდ ჩემი უფროსის ცოლი შვილს ჩემგან ელოდება და წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვიქცე“ – ახალგაზრდა მამაკაცის გულახდილი წერილი

21 March 2023
აბსოლუტურად ყველა ის ღამე მეზიზღება, როცა ჩემი ქმარი მთვრალი მოდის სახლში და ამის გაკეთებას მაიძულებდა..

აბსოლუტურად ყველა ის ღამე მეზიზღება, როცა ჩემი ქმარი მთვრალი მოდის სახლში და ამის გაკეთებას მაიძულებდა..

21 March 2023
„ჩემმა ქმარმა ჩემს უფროსთან კაბინეტში შემომისწრო.. ერთ-ერთ დიდ კომპანიაში ვმუშაობ და სულ ვგრძნობდი, რომ ჩემზე საკმაოდ ასაკოვან უფროსს ძალიან მოვწონდი ..“ – 30 წლის ქართველი გოგონას ისტორია

„ჩემმა ქმარმა ჩემს უფროსთან კაბინეტში შემომისწრო.. ერთ-ერთ დიდ კომპანიაში ვმუშაობ და სულ ვგრძნობდი, რომ ჩემზე საკმაოდ ასაკოვან უფროსს ძალიან მოვწონდი ..“ – 30 წლის ქართველი გოგონას ისტორია

22 March 2023

Recent News

ADVERTISEMENT

Browse by Category

  • Uncategorised
  • კულინარია
  • მთავარი
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ურთიერთობები
  • ჯანმრთელობა

© 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Don`t copy text!