ნუმეროლოგია – როგორ გამოვთვალოთ ჩვენი საშიში დღეები

ნუმეროლოგია – არის საგანი, რომელიც შეისწავლის რიცხვებსა და მის ენერგიას, მათ გავლენას ადამიანებზე. სპეციალური გამოთვლების დახმარებით, რამდენიმე წუთში თქვენ შეგიძლიათ გამოთვალოთ თქვენთვის არახელსაყრელი დღეები.

თუ გსურთ მეტი შეიტყოთ საკუთარ მომავალზე, გადახედეთ ნუმეროლოგიურ ჰოროსკოპებს.

არახელსაყრელი დღეების ნუმეროლოგიური დაანგარიშება

თქვენი ენერგიებისათვის საშიში და წარმატებული დღეები დაანგარიშებულია დაბადების თარიღის მიხედვით. აქედან გამომდინარე, თქვენ დაგჭირდებათ დაბადების თარიღი, წლის გარეშე.

პირველი ნაბიჯი

ყველა რიცხვს ერთად ვამატებთ, სანამ არ გამოგვივა ციფრი 1-იდან 9-მდე. მაგალითისთვის, თქვენ დაიბადეთ 18 ივლისს, ან 18.07. 1+8+0+7=16. ჩვენ ვიმერეობთ პროცედურას: 1+6=7. ჩვენი მაგალითისათვის სასურველი ციფრია 7.

მეორე ნაბიჯი – ციფრების გაშიფვრა

ერთი – თუ ამ რიცხვს მიიღებთ, ფრთხილად უნდა იყოთ ორშაბათს, ისევე როგორც ყოველი თვის პირველ დღეს. ამ დღეს პრობლემებმა შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს თქვენს ცხოვრებაზე.

ორი – ნიშნავს, რომ თვის პირველი სამშაბათი დღე თქვენთვის სახიფათოა. ნუმეროლოგები აცხადებენ, რომ საფრთხე შესაძლოა უცხო ადამიანებისაგან იყოს. ამიტომ ფრთხილად იყავით ახალ ნაცნობებთან.

სამი – მიღებული გათვლებით სამი მიუთითებს იმაზე, რომ ფრთხილად უნდა იყოთ ოთხშაბათს. ასეთ დღეებში ნუ მიიღებთ სერიოზულ გადაწყვეტილებებს.

ოთხი- ნომერი ოთხი სტაბილურობის სიმბოლოა, თუმცა რეკომენდირებულია ასეთ დღეებში გაექცეთ მოწყენილობასა და უმოქმედობას.

ხუთი- ციფრი 5 ყველაფრის თანასწორობას განასახიერებს. მიდრეკილებას იდეალიზმისკენ და პერფექციონისკენ. თვის მეხუთე დღეს ანუ პარასკევს უმჯობესია ყურადღება გაამახვილოთ მარტივ და გასაგებ საკითხებზე.

ექვსი – შაბათს და თვის დასაწყისის მეექვსე დღეს სასურველია არ იშოპინგოთ, არ გაიცნოთ ახალი ადამიანები და არ შეცვალოთ გეგმები ბოლო წუთებში. ასეთ დღეებში არასტაბილური ენერგიები ჭარბობს, რამნაც შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს.

შვიდი – კვირაობით და თვის დასაწყისის მეშვიდე დღე თქვენთვის სახიფათოა. ექსპერტები გვირჩევენ, რომ ასეთ დღეებში ახლოს ვიყოთ ოჯახის წევრებთან.

რვა- ეს ძალზედ უჩვეულო მატერიალური რიცხვია სამყაროში. თვის დასაწყისის ყოველ მე-8. მე-18, 28-ე დღეებში სასურველია არ დახარჯოტ ბევრი ფული და შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ეგოიზმი.

ცხრა – ყოველ ორსაბათსა და ოთხშაბათს, ასევე როგორც ნებისმიერი თვის მე-9 დღეს, თქვენ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ მნიშვნელოვან საკითხებს. თავიდან აიცილეთ უსაქმურობა, აპათია და იმედგაცრუება.

You may also like...

1 Response

  1. Anonymous says:

    Free Dating Site. Meet New People Online: https://f3gxp.page.link/Tbeh ?h=a227ba6f2467d0b2b534d96a8a0caaf6&

Leave a Reply

Your email address will not be published.