• მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
INew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„პირველად რომ მომიტაცეს, მე-12 კლასში ვსწავლობდი. 17 წლის ვიყავი მიწაზე მათრიეს და მანქანაში ძალით ჩამსვეს. დედაჩემი კი..

by inew
27 December 2022
in საზოგადოება
0
„პირველად რომ მომიტაცეს, მე-12 კლასში ვსწავლობდი. 17 წლის ვიყავი მიწაზე მათრიეს და მანქანაში ძალით ჩამსვეს. დედაჩემი კი..
0
SHARES
1.1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

„პირველად რომ მომიტაცეს, მე-12 კლასში ვსწავლობდი. 17 წლის ვიყავი. უმაღლესი სასწავლებლისთვის ვემზადებოდი. სახლში დედასთან ერთად ვბრუნდებოდი, მიწაზე მათრიეს და მანქანაში ძალით ჩამსვეს. დედაჩემი კი ცემეს და ახლოს მდებარე წყლის არხში ჩააგდეს.“ 18 წლის საბინა (სახელი პირობითია) წელს ორჯერ გაიტაცეს.

ორივე ჯერზე ოჯახის დაჟინებით უკან დააბრუნეს. საბინა ამბობს, რომ კიდევ ბევრი წლის განმავლობაში ვერ დაივიწყებს იმას, რაც მას შეემთხვა. როცა თავს გადახდენილ ამბავს იხსენებს, ხელები უკანკალებს, ხმა უწყდება და თვალები ცრემლებით ევსება.

საქართველოში აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში მოზარდი გოგონების მოტაცება ტრადიციად ითვლება და მას ქორწინების მიზნით „ქალის მოტაცება“ ჰქვია. გარდაბნის რაიონშიც, სადაც საბინა ცხოვრობს, ნაადრევი ქორწინება ძალიან ხშირია. ოჯახის შექმნის მიზნით ზოგჯერ 14 წლის გოგონებსაც იტაცებენ.

„ჩემს ოჯახს უნდოდა, რომ მესწავლა და უმაღლესი განათლება მიმეღო. ამის გამო ადრეულ ასაკში ჩემს გათხოვებაზე უარი თქვეს.

მაგრამ, იმ ბიჭს, ვინც მე მომიტაცა, ეს არ ესმის. ძალით უნდა, რომ დავქორწინდეთ. ჩვენთან გოგონას მოტაცება ჩვეულებრივი ამბავია. არავინ ფიქრობს, ჩვენ რა გვინდა, რაზე ვოცნებობთ. ამის გამო რამდენი გოგოს ოცნებები აუხდენელი რჩება,“ – ამბობს საბინა.

გარდაბნის რაიონის სოფელ ქოსალის საშუალო სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ ბოლო წლებში სკოლის მოსწავლე გოგონების მოტაცების შემთხვევები უფრო გახშირდა.

„მაღალ კლასში გადასვლის პარალელურად კლასში გოგონების რაოდენობა კლებულობს. იმის გამო, რომ 14-15 წლის გოგონების მოტაცების რისკი მაღალია, მშობლები იძულებულები არიან, ბავშვები სასწავლო პროცესს ჩამოაშორონ. შედეგად, სოფლებში მცხოვრები გოგონების უმეტესობას არასრული სასკოლო განათლება აქვს.“

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში უმაღლესი ქულით ჩარიცხულ საბინას უმაღლესი განათლების მიღებაზე ოცნება ძვირად დაუჯდა. წელს ის უკვე მეორედ გახდა ძალადობის მსხვერპლი.

„მანქანაში ძალის გამოყენებით ჩამსვეს. რომ არ მეყვირა, მცემეს. პირველი მოტაცების შემდეგ,იმ პირობით, რომ არ ვიჩივლებდით, ოჯახში დამაბრუნეს.

მემუქრებოდნენ და მაიძულებდნენ, რომ პოლიციისთვის ჩვენების მიცემისას მეთქვა, რომ ნებაყოფლობით გავყევი. შემეშინდა და მართლაც ასე დავწერე. ადვოკატმა პოლიციის განყოფილებიდან მალულად გამიყვანა და მათ თავი ასე დავაღწიე,“ -ამბობს საბინა.

გარდაბნის პოლიციის განყოფილებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2015 წლის ბოლო 9 თვის განმავლობაში გოგონების გატაცებასთან დაკავშირებით პოლიციაში 20-ზე მეტი განცხადება შევიდა. აქედან მხოლოდ 2 მოძალადის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მხოლოდ 2 მათგანი დაისაჯა.

დანარჩენებმა საჩივრები უკან გაიტანეს. საბინა კიდევ ერთხელ რომ არ მოიტაცონ, პირველი ჩვენება უნდა შეცვალოს და მოძალადის მიმართ სარჩელი შეიტანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამნაშავე ისევ დაუსჯელი დარჩება.

„მიზეზი, რის გამოც საბინა ძალადობის მსხვერპლი გახდა, არის ის, რომ ჩვენს ხალხში გოგონების ძალით გამტაცებლები დაუსჯელნი რჩებიან,“ – ამბობს საბინას დედა და დასძენს, რომ მშობლების უმეტესობა საზოგადოების აზრს უწევს ანგარიშს და პოლიციას არ მიმართავს, ან მიმართავს, მაგრამ შემდეგ განცხადება უკან გამოაქვს:

„გოგონას უკან დაბრუნების შემდეგ ხმაურს ერიდებიან. იმისთვის, რომ ბავშვის სახელს ჩირქი არ მოსცხონ, ცდილობენ, რომ მოძალადეს აღარ უჩივლონ. ამბობენ, რომ ეს სირცხვილია. რატომ არის სირცხვილი? ჩემს შვილს ძალით აიძულებენ ოჯახის შექმნას. ის, ვინც ასე ცხოველურად ცდილობს მასთან ოჯახის შექმნას, ხვალ როგორ მოექცევა?“

საქართველოს კანონმდებლობით, ქორწინება ნებადართულია 18 წელს, ანუ სრულწლოვანების ასაკს მიღწეული მოქალაქეებისთვის. მაგრამ, მშობლების თანხმობის შემთხვევაში, ქორწინების ასაკი, შესაძლოა, 16 წლამდეც შემცირდეს. სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის თანახმად, ძალის გამოყენებით გოგონას მოტაცება 7-დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ორი შვილის დედა, სონა ისმაილოვა აცხადებს, რომ გაუმართლა, ქალიშვილი რომ არ ჰყავს. სონა მიიჩნევს, რომ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამო გოგონების მოტაცების შემთხვევები შემცირების ნაცვლად, იზრდება:

„კარგი იქნებოდა, რომ პოლიციამ დასაჯოს გოგოს გამტაცებლები, მიუხედავად იმისა, მშობლებს აქვთ თუ არა საჩივარი შეტანილი. მშობლების უმეტესობა მტრობისა და კონფლიქტების თავიდან არიდების მიზნით საქმის გასაჩივრებას ერიდება. ადრეულ ასაკში მოტაცებული გოგონების მშობლები შესაბრალისები არ არიან?“

თბილისში არსებული BMT-ის ქალთა იურიდიული დახმარების კლინიკის თანამშრომელი მურადხან ჰუსეინოვი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში ადრეულ ასაკში გოგონების მოტაცების შემთხვევების ზრდის კიდევ ერთი მიზეზი სიღარიბე და გაუნათლებლობაა:

„პოლიციას და სხვა სახელმწიფო ორგანოებს ერთა შორის უთანხმოებისთვის თავის არიდების მიზნით ამ საკითხში ჩარევა არ სურთ.

აზერბაიჯანული მენტალიტეტის გაუთვალისწინებლობაც არ შეიძლება. გოგონების ოჯახები ცდილობენ, მოძალადეს არ უჩივლონ, რათა ნათესავ-მეზობლებმა არ დაგმონ. მოტაცებული გოგოს ხუთი ოჯახიდან მხოლოდ ერთი უჩივის მოძალადეს. პოლიციაში მშობლები ხშირად ცვლიან პირველ ჩვენებას.“

ქალთა კრიზისული ცენტრის უფროსი მათანათ აზიზოვა ამბობს, რომ ბაქოსა და მის მიმდებარე რაიონებში გოგონების ძალით გატაცების შემთხვევებმა ბოლო წლებში საგრძნობლად იკლო:

„საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები კი ჯერ კიდევ დაუწერელი კანონებით ცხოვრობენ. უფლებადამცველი ორგანოები ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან კონფლიქტს ერიდებიან და ამ პრობლემაზე თვალს ხუჭავენ, მშობლები კი ბედს ურიგდებიან. გასათვალისწინებელია, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს სათანადო განათლება არ აქვს.

მშობლები თავად უნდა იყვნენ დაინტერესებულები, რომ მოძალადე დაისაჯოს ისე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. ამის მისაღწევად კი მოსახლეობის განათლების დონე უნდა ამაღლდეს.“

საბინა ახლა ლექციებზე აღარ დადის. ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს. ის ამბობს, რომ მომავალში უნივერსიტეტში ყველა მისკენ გაიშვერს თითს და იტყვის, რომ „ეს გოგო ორჯერ მოიტაცეს.“ მაგრამ საბინას ხალხის განსჯისდა საყვედურების არ ეშინია, რადგან ოცნებების ახდენის სურვილი უფრო ძლიერია.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ ფოტო. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

Previous Post

რა მოიმოქმედა გოგომ, რომელმაც გაიგო, რომ მისი საქმრო სხვა ქალზე ქორწინდებოდა

Next Post

”ისე ჩანს თითქოს რაღაცას გვანიშნებს…” – რა მოხდა 20 წლის სამტრედიალი გოგონას საფლავზე, რომელიც საკუთარ დაბადების დღეზე დაიღუპა

inew

Related Posts

იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…
საზოგადოება

11 January 2023
როდესაც მამამ გაიგო, თუ რას ასწავლიდნენ მის 7 წლის გოგონას სკოლაში, კინაღამ სირცხვილით დაიწვა და ლამის ჭკუიდან გადავიდა..

31 January 2023
ერთი შეხედვით ეს პატარა გოგონას ჩვეულებრივი ფოტოა… მაგრამ ამ ფოტოს წყალობით ის ნამვილი ვარსკვლავი გახდა და მილიონობით ადამიანმა გაიცნო

23 December 2022
გოგონამ თავისი კივილით ყველა გააღვიძა… მშობლები ბავშვის ოთახისკენ გაიქცნენ, თუმცა ერთი წუთის შემდეგ მათ გონება დაკარგეს…

მამა შვილთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.. ფოტოზე ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ დაწერილმა კომენტარმა კი, ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა..

ახალგაზრდა დედამ მოყვა, თუ რა მეთოდით ზრდიდა შვილს… რამდენიმე საათში მას უკვე 3 მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავდა.. ორიგინალური მიდგომა, რომელიც დიდ ყურადღებას იმსახურებს
საზოგადოება

ახალგაზრდა დედამ მოყვა, თუ რა მეთოდით ზრდიდა შვილს… რამდენიმე საათში მას უკვე 3 მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავდა.. ორიგინალური მიდგომა, რომელიც დიდ ყურადღებას იმსახურებს

23 December 2022
Next Post
”ისე ჩანს თითქოს რაღაცას გვანიშნებს…” – რა მოხდა 20 წლის სამტრედიალი გოგონას საფლავზე, რომელიც საკუთარ დაბადების დღეზე დაიღუპა

”ისე ჩანს თითქოს რაღაცას გვანიშნებს…” – რა მოხდა 20 წლის სამტრედიალი გოგონას საფლავზე, რომელიც საკუთარ დაბადების დღეზე დაიღუპა

Stay Connected test

  • 121 Followers
  • 67.7k Followers
  • 188k Subscribers
  • 23.7k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

27 October 2022
„შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

5 უძლიერესი ორ სიტყვიანი ლოცვა, რომელიც ძილის წინ აუცილებლად უნდა თქვათ

ქმარმა გაიგო, რომ ცოლი ღალატობდა და მას დაბადების დღეზე შოკისმომგვრელი სიურპრიზი მოუწო

24 November 2022
ნუ გაუწყრებით შვილებს, ნაცვლად ამისა დალოცეთ ისინი, ისე როგორც ილია გვმოძღვრავს: ”მშობლებსა და შვილებს შორის სიმშვიდე არ არის…”

19
პროდუქტები, რომლებიც წონის დაკლებაში მაქსიმალურად დაგეხმარებათ

4
საკვები, რომელიც დიაბეტის დროს ქვენს ორგანიზმს ძალიან დაეხმარება

2
ალუბლის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები, რომლებიც შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ

ალუბლის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები, რომლებიც შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ

0
იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…

იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…

11 January 2023
როდესაც მამამ გაიგო, თუ რას ასწავლიდნენ მის 7 წლის გოგონას სკოლაში, კინაღამ სირცხვილით დაიწვა და ლამის ჭკუიდან გადავიდა..

როდესაც მამამ გაიგო, თუ რას ასწავლიდნენ მის 7 წლის გოგონას სკოლაში, კინაღამ სირცხვილით დაიწვა და ლამის ჭკუიდან გადავიდა..

31 January 2023
ერთი შეხედვით ეს პატარა გოგონას ჩვეულებრივი ფოტოა… მაგრამ ამ ფოტოს წყალობით ის ნამვილი ვარსკვლავი გახდა და მილიონობით ადამიანმა გაიცნო

ერთი შეხედვით ეს პატარა გოგონას ჩვეულებრივი ფოტოა… მაგრამ ამ ფოტოს წყალობით ის ნამვილი ვარსკვლავი გახდა და მილიონობით ადამიანმა გაიცნო

23 December 2022
გოგონამ თავისი კივილით ყველა გააღვიძა… მშობლები ბავშვის ოთახისკენ გაიქცნენ, თუმცა ერთი წუთის შემდეგ მათ გონება დაკარგეს…

გოგონამ თავისი კივილით ყველა გააღვიძა… მშობლები ბავშვის ოთახისკენ გაიქცნენ, თუმცა ერთი წუთის შემდეგ მათ გონება დაკარგეს…

23 December 2022

Recent News

ADVERTISEMENT

Browse by Category

  • Uncategorised
  • კულინარია
  • მთავარი
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ურთიერთობები
  • ჯანმრთელობა

Recent News

იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…

იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…

11 January 2023
როდესაც მამამ გაიგო, თუ რას ასწავლიდნენ მის 7 წლის გოგონას სკოლაში, კინაღამ სირცხვილით დაიწვა და ლამის ჭკუიდან გადავიდა..

როდესაც მამამ გაიგო, თუ რას ასწავლიდნენ მის 7 წლის გოგონას სკოლაში, კინაღამ სირცხვილით დაიწვა და ლამის ჭკუიდან გადავიდა..

31 January 2023
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Don`t copy text!