რატომ უნდა გადაყაროთ ფული იმისათვის, რომ ჩანგლები და კოვზები კვლავ სუფთად გამოიყურებოდნენ, როცა არსებობს ასეთი საშუალება

დიდი ხანია მესმის, რომ არსებობს სხვადსასხვა ქიმიური საწმენდი საშუალებები, რომლებიც ძალიან კარგად ასუფთავებენ ჩანგლებსა და კოვზებს ჭუჭყისგან. ჩვენ ვგულისხმობთ უბრალო ლითონის ჩანგლებსა და კოვზებზე და არა – ოქროსი ან ვერცხლის.

ქიმიური სამწმენდი საშუალებები სულაც არ ღირს ძვირი, მაგრამ რათ გინდათ, როცა არსებობს ერთი ძველი და ძალიან მარტივი მეთოდი. პირადად მე მახსოვს, როგორ იყენებდნენ მას ჩემი სტუდენტობის პერიოდში, იმ დროს არ არსებობდა სხვადასხვანაირი ქიმიური საწმენდი საშუალებები.

თუ მიხვდებით რას ვგულისხმობ? რა თქმა უნდა, მარილი და ფოლგა. უფრო სწორედ, ქიმიური ნარევის შესახებ, რომლის წყალობითაც შესაძლებელია ჩანგლებისა და კოვზების გასუფთავება.

ეტაპობრივი ინსტრუქცია

ახლა კი უნდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. თქვენ დაგჭირდებათ პატარა ფოლგა, ეს შეიძლება იყოს ტკბილეულის შეფუთვაში არსებული ან ფოლგის რულონი, რომელიც სამზარეულოში აუცილებლად უნდა გქონდეთ. ამის გარდა, ასევე დაგჭირდებათ რამოდენიმე სუფრის კოვზი მარილი.

აიღეთ პლასტმასის კონტეინერი, ჩაასხით თბილი წყალი, განათავსეთ ფოლგა და მარილი. როცა ამ ყველაფერს მოამზადებთ, შემდეგ მოცემულ კონტეინერში ჩადეთ თქვენი ყველა კოვზი და ჩანგალი. დაელოდეთ 10 წუთი, ამოიღეთ და გაამშრალეთ.

როგორ მოგეწონათ შედეგი?

აი, ასეთი მარტივი მეთოდი გამახსენდა. იმედია გამოგადგებათ!

გისურვებთ, ყველაფერ საუკეთესოს!

You may also like...

Leave a Reply

Your email address will not be published.