რა ტიპის სახლის საქმეებით არ უნდა დავკავდეთ ჭექა-ქუხილის დროს

ჭექა-ქუხილი შთამბეჭდავი სანახაობაა! თუმცა ეს არ არის უსაფრთხო. მოდი, უფრო დეტალურად გავარკვიოთ თუ რა არ უნდა გავაკეთოთ სახლში ჭექა-ქუხილის დროს.

უსაფრთხოების მიზნით, ჭექა-ქუხილის დროს უკეთესია შინ დარჩენა. თუმცა არც ეს არის უსაფრთხო.

არ დარეცხოთ ჭურჭელი ჭექა-ქუხილის დროს!

შეეცადეთ მოერიდოთ წყლის გამყვანი საშუალებების გამოყენებას ჭექა-ქუხილის დროს. ჭურჭლის გარეცხვა, შხაპი და მათ შორის ხელების დაბანვაც არ არის რეკომენდირებული ჭექა-ქუხილის დროს. თუ თქვენს სახლს არა აქვს საიმედო სიმყარე მიწასთან, ელვის ელექტრონული განმუხტვა მოხდება სანტექნიკისა და კანალიზაციის მილებით, რაც არა სასურველ შედეგს მოიტანს.

ნუ გამოიყენებთ ელექტრო მოწყობილობებს!

ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება ან თუნდაც შეხება, როგრიცაა მიქსერი, ტოსტერი ან ბლენდერი, შეიძლება საშიში გახდეს ჭექა-ქუხილის დროს. ეს ასევე ეხება ტელევიზორს, ტელეფონს, კომპიტურსა და სარეცხ მანქანას. მათი გამოყენება პოტენციურად საშიშია ჭექა-ქუხილის დროს.

პირველ რიგში უსაფრთხოება!

ელვის დარტყმა 10 კილომეტრის მანძილზე ხდება და ზოგჯერ უფრო მეტიც. თუ ჭექა-ქუხილს შეამჩნევთ, აუცილებლად მიმართეთ უსაფრთხოების ზომებს. დახურეთ ფანჯრები, კარები და დაიცავით ზევით მოცემული რეკომენდაციები.

You may also like...