რისთვის ააშენა მეპატრონემ 520 მეტრიანი ლაბირინთი ბარის შესასვლელთან? გენიალური იდეა!

ბარის მფლობელმა შტატ კერალაში (ინდოეთი), ინოვაციური მეთოდი გამოიგონა იმისათვის, რომ შემოვლითი გზებით ასცდენოდა უზენაესი სასამართლოს ახალ განკარგულებას. აკრძალვის თანახმად, მთელ ქვეყანაში მდებარე ბარები, პაბები და ღვინის მაღაზიები სახელმწიფო და ეროვნული ავტოსტრადებიდან, არანაკლებ, 500 მეტრით უნდა ყოფილიყო დაშორებული.

ბარის მფლობელმა ეშმაკური გზა გამონახა. მან მუშები დაიქირავა და სამიკიტნოს შესასვლელამდე მიმავალ გზაზე გრძელი ლაბირინთი ააშენებინა. ახლა უკვე ფეხით სავალი გზის სიგრძე, გზატკეცილიდან მის ბარამდე, 520 მეტრს შეადგენს. ამიტომ, ტექნიკურად, ალკოჰოლის გაყიდვა მისთვის ნებადართულია.

ფოტო: timeallnews

ფოტო: timeallnews

ფოტო: timeallnews

You may also like...

Leave a Reply

Your email address will not be published.