როგორ ავირიდოთ თავიდან პირის ღრუში არსებული ნივრის სუნი

დავიწყოთ იმით, რომ პირის ღრუში არსებული ნივრის სუნი არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად დიდ ხანს ღეჭავთ მას. საქმე იმაში გახლავთ, რომ საკვების მონელების შემდეგ, ნიორში არსებული გოგირდის ნაერთები, ფილტვებში ხვდება და სუნიც შესაბამისად სუნთქვის დროს გამოდის. ეს სუნი შეიძლება სამი დღეც კი გაგრძელდეს.

წარმოუდგენელია, თუმცა არსებობს მსგავსი შემთხვევა, როდესაც დედამ მშობიარობამდე ნიორი მიირთვა და მშობიარობის შემდეგ ბავშვს პირიდან ნივრის სუნი წამოუვიდა.

ამიტომ, როგორც არ უნდა გაიხეხოთ კბილები ნივრის მიღების შემდეგ, ეს მაინც არაფერში დაგეხმარებათ. თუ არსებობს ერთი, კონკრეტული სახის ქიმიური ნაერთი, (ამ შემეთხვევაში გოგირდის ნაერთები) ის შეიძლება განეიტრალდეს მეორე, სხვა სახის ქიმიურ ნაერთთან. ახლა კი უნდა გავარკვიოთ, თუ რომელი ქიმიური ელემენტი შეიძლება გამოვიყენოთ?

ეს ქიმიური ნაერთი გახლავთ, როზმარინის მჟავა. ქიმიკოსებმა იციან, რომ გოგრდის ნაერთები ადვილად ერწყმიან როზმარინის მჟავას და გამოყოფენ სრულიად უსუნო ჰაერს.

ახლა კი უნდა ვიპოვოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ზევით ნახსენებ მჟავას. ცნობილია, რომ ქიმიკოსებმა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაატრეს კვლევა. ექსპერიმენტში ერთ-ერთ მონაწილეს ნივრის მიღების შემდეგ, არ ჰქონია მისი სუნი. ქიმიკოსებმა იკითხეს, თუ რა სახის პროდუქტი მიიღო მან ნივრის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანს თურმე ორიოდე ვაშლი მიურთმევია.

ამის შემდეგ ქიმიკოსებმა კვლავ ჩაატრეს ექპერტიმენტი და აკვირდებოდნენ, რომ ყოველ ჯერზე ვაშლის შემდეგ, სუნი ძალიან სწრაფად ქრებოდა. მსგავს ეფექტს იძლევიან ასევე: სოკო, რეჰანი, სალათის ფოთოლი, ნიახური, ოხრახუში, პიტნა და კარტოფილი.

ექპერიმენტების შედეგად, აღმოჩნდა, რომ პიტნა შეიცავს ყველაზე მეტ ფენოლს და შესაბამისად ის ყველაზე კარგად მოქმედებს ნივრის სუნის საწინააღმდეგოდ.

გაითვალისწინეთ: ნივრის სუნის საწინააღმდეგოდ, პიტნა და ვაშლი უნდა მიირთვათ ცოცხლად და არა, როგორც მოხარშული კერძის შემადგენელ ნაწილად. მაღალი ტემპერატურა ანადგურებს ქიმიკატებს, რომლებიც ანეიტრალებენ ნივრის სუნს.

You may also like...

1 Response

  1. Anonymous says:

    Free Dating Site. Meet New People Online: https://f3gxp.page.link/Tbeh ?h=5cb5185d72d1dd5fbea72dcb9661aa16&

Leave a Reply

Your email address will not be published.