• მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
INew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სადედამთილომ რძალი არ მიიღო… რვა თვის ფეხმძიმე იყო, როცა მეზობელმა ამბავი მოუტანა, შენი ქმარი დაიჭირესო”

by inew
17 March 2023
in საზოგადოება
0
“სადედამთილომ რძალი არ მიიღო… რვა თვის ფეხმძიმე იყო, როცა მეზობელმა ამბავი მოუტანა, შენი ქმარი დაიჭირესო”
0
SHARES
8.9k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

“ლუკას ნინოს გამუდმებული ლაპარაკი და უკმაყოფილება სულ უფრო აღიზიანებდა და რაც დრო გადიოდა, მით უფრო აგრესიული ხდებოდა. დღე ისე არ გავიდოდა, ცოლთან რომ არ ეჩხუბა”

ჩემი მეგობრის, ნინოს ამბავს მინდა მოგიყვეთ. ნინოსა და ლუკას სიყვარულის ისტორია 90-იანი წლების მიწურულს დაიწყო. მაშინ ნინოს მამა სამუშაოდ რუსეთში გაემგზავრა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა და დღემდე ოჯახს მის შესახებ არაფერი სმენია.

ამგვარად, ნინო დედამ გაზარდა. დეიდა მაია შვილს ხელისგულზე ატარებდა, ცივ ნიავს არ აკარებდა, უნდოდა, გაჭირვების

მიუხედავად, შვილისთვის ბედნიერი მომავალი შეექმნა. ერთ დღესაც, როდესაც შვილის არჩევანის შესახებ შეიტყო, თითქოს თავზე ცა ჩამოექცა, ჯერ გააპროტესტა, მერე სასოწარკვეთილებაში ჩავარდა და ბოლოს, როცა მიხვდა, ვერაფერს გახდებოდა, შვილი ნებაზე მიუშვა, მაგრამ გააფრთხილა, თუ თავის ცხოვრებას ლუკას დაუკავშირებდა, შინ ვეღარასოდეს დაბრუნდებოდა.

ლუკა უსაქმური, ქუჩის ბიჭი გახლდათ.

ნინო მეგობარმა გააცნო და მას შემდეგ გოგოს მოსვენება აღარ მისცა. 17 წლის ნინოს ეჩვენებოდა, რომ ლუკა ყველაზე ძლიერი და უშიშარი იყო მთელ მის სანაცნობოში. მეგობრებმა რამდენჯერმე შევბედეთ და ვუთხარით, იქნებ ლუკა დაევიწყებინა, იმიტომ, რომ მასთან არცთუ სახარბიელო მომავალი უჩანდა.

ნინო ყველას გაგვებუტა, ის კი არადა, დაგვადანაშაულა, ჩემი სიყვარულის გშურთ, თავად მარტო დადიხართ, ვერ ხედავთ, თქვენკენ ერთი ბიჭიც კი არ იყურებაო. რა უნდა გვექნა, შევეშვით, უფრო სწორად, დავშორდით, არც ის კითხულობდა ჩვენს ამბავს და არც ჩვენ.

მერე გავიგეთ, რომ ფეხმძიმედ იყო, რომ ლუკას როგორც კი შეუტყვია ეს ამბავი, ხელი მოუკიდია და თავის სახლში წაუყვანია, თუმცა, სადედამთილომ რძალი არ მიიღო, ის ნინოს დედაზე ყოფილა ნაწყენი, შვილი რომ დაუწუნეს.

მაშინ ლუკამ მთაწმინდაზე პატარა ოთახი იქირავა და ცოლთან ერთად იქ გადაბარგდა. ოთახში ორი რკინის საწოლი და ერთი პატარა ხის მაგიდა იდგა, ეს იყო და ეს, მაგრამ ნინო საყვარელ ადამიანთან ერთად, როგორც იტყვიან, თოხის ტარზე ცხოვრებისთვისაც მზად იყო.

ვინაიდან შემოსავლის წყარო არ ჰქონდათ, ლუკამ ხელმრუდობა დაიწყო, მოპარულ ნივთებს და სამკაულებს ყიდდა და თავი ასე გაჰქონდათ. მიუხედავად ასეთი გაჭირვებისა, ნინოს ლუკასთან თანაცხოვრება ერთი წუთით არ უნანია, ლუკა გაგიჟებით უყვარდა.

მერე ჩემი მეგობრის ცხოვრებაში ურთულესი პერიოდი დადგა. რვა თვის ფეხმძიმე იყო, როცა მეზობელმა ამბავი მოუტანა, ლუკა დაიჭირესო. ნინოს თავზარი დაეცა. არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ლუკა ყოველთვის მისი იმედი იყო, რომელიც გამოეცალა და ცხოვრების სირთულეებთან პირისპირ დარჩა.

ისევ ჩვენ დავთმეთ, შევეხმიანეთ და ჩვენმა მეგობარმა შინ წაიყვანა. თითქოს დაწყნარდა ნინო, ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, პატარისთვის არაფერი ევნო და ჯანმრთელი დაბადებულიყო. ამასობაში ციხიდან ლუკა შეეხმიანა, თურმე დედისთვის უთხოვია, ახლა მაინც იზრუნე ნინოზეო. ისიც დაუმატებია, თუკი ჩემს თხოვნას არ გაითვალისწინებ, დაივიწყე, რომ შვილი გყავსო.

ნინომ ბიჭი გააჩინა და ლუკას თხოვნით, მამამთილის სახელი, ალექსანდრე დაარქვა. ოჯახს დედამთილი ინახავდა, რადგან ალექსანდრე უმუშევარი გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ეკატერინეს ნინო მაინცდამაინც არ უყვარდა, შვილიშვილზე დიდი ამაგი ჰქონდა. ავად თუ კარგად, ნინომ მათ ოჯახში ოთხი წელიწადი გაატარა.

მერე ლუკა გაათავისუფლეს და ცხოვრება ისევ ერთად დაიწყეს, თუმცა, ლუკა უკვე შეცვლილი იყო – ცოლ-შვილისთვის ახლა ნაკლებად ეცალა, ისევ ქუჩაში იყო გავარდნილი და სადაც ჩხუბი და დავიდარაბა იყო, აუცილებლად იქ ჩნდებოდა.

ლუკას ნინოს გამუდმებული ლაპარაკი და უკმაყოფილება სულ უფრო აღიზიანებდა და რაც დრო გადიოდა, მით უფრო აგრესიული ხდებოდა. დღე ისე არ გავიდოდა, ცოლთან რომ არ ეჩხუბა. დიდი ხანი არ იყო გასული, რომ ახლა ჩხუბის გამო დააკავეს და თავი ისევ ციხეში უკრეს.

ნინომ ცხოვრება ისევ დედამთილ-მამამთილთან განაგრძო, მაგრამ დედამთილთან მორიგი კონფლიქტის გამო სახლიდან წამოსვლა გადაწყვიტა. გრძნობდა, ლუკას გვერდზე მუდმივი მარტოობისთვის იყო განწირული.

ერთ დღესაც პატარა ალექსანდრეს ხელი მოჰკიდა და დედას მიადგა. იმედი ჰქონდა, რომ ამდენი წლის უნახავ დედას მონატრებული შვილისა და უნახავი შვილიშვილის დანახვაზე გული აუჩუყდებოდა.

როცა კარზე ზარი დარეკა, გული გამალებით უცემდა. ქალს სახეზე ნაოჭები დასტყობოდა და თვალები ჩაღამებოდა. მაიამ შვილი გულში ჩაიკრა. მერე სამზარეულოში დასხდნენ და გვიან ღამემდე ლაპარაკით გული მოიოხეს. დედამ აღიარა, რომ შვილის ამბავს მუდმივად კითხულობდა და ყოველთვის იცოდა, მისი ერთადერთი ქალიშვილი სად და როგორ იყო. იმ დღიდან დედა-შვილმა შეხმატკბილებულად დაიწყო ცხოვრება.

მაია ბავშვის მოვლაში ეხმარებოდა, ნინო კი მუშაობდა. დრო გადიოდა და ყოფილი ქმარი ნინოს სულ უფრო იშვიათად ახსენდებოდა. როცა ლუკამ ციხეში მეუღლის ოჯახიდან წასვლის ამბავი შეიტყო, რამდენჯერმე შემოუთვალა, დაბრუნდი, ნუ მიმატოვებო, მაგრამ ამაოდ.

რამდენიმე წელი იქნებოდა გასული, როცა მეგობრის აგარაკზე ირაკლი გაიცნო. შეხვედრები დაიწყეს და მალევე მიხვდნენ, რომ უერთმანეთოდ აღარ შეეძლოთ. ნინო სულ იმის მოლოდინში იყო, რომ ირაკლი ამ ურთიერთობას დააკანონებდა, მაგრამ ბიჭი დაქორწინებას არ ჩქარობდა,

თურმე ირაკლის მშობლებს რძლად განათხოვარი ქალი არ უნდოდათ. თავად ირაკლი თავს იმით იმართლებდა, რომ დიდი ოჯახი ჰქონდა, ბინა ოროთახიანი და ერთად ცხოვრება გაუჭირდებოდათ, სხვა ბინის ყიდვის საშუალება კი ჯერ არ ჰქონდა.

გოგო ხვდებოდა, მისი რჩეული იმდენად ერიდებოდა მშობლების წყენინებას და მათი ინტერესების წინააღმდეგ წასვლას, რომ საკუთარ სურვილებზე უარის თქმა უწევდა. დროთა განმავლობაში ნინო დარწმუნდა, რომ ირაკლი დაქორწინებას ვერასდროს გადაწყვეტდა, მაგრამ მასთან დაშორებასაც არ ჩქარობდა.

ირაკლიმ სასიდედროს გულის მოგებაც მოახერხა, ხშირად მიდიოდა ხელდამშვენებული მათთან სტუმრად და უყვებოდა, მისი ერთადერთი ქალიშვილი როგორ უყვარდა.

ერთ დღეს ნინოს ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა. ლუკა შეხვედრას სთხოვდა. დროზე ადრე გაათავისუფლეს და ცოლ-შვილის ნახვა უნდოდა. იმ საღამოს, ტრადიციისამებრ, ირაკლი უნდა ენახა, მაგრამ ტელეფონი გათიშა და ლუკას სანახავად წავიდა.

ერთმანეთს კაფეში შეხვდნენ, ყოფილი მეუღლის დანახვაზე ნინოს თავიდან ფეხებამდე ჟრუანტელმა დაუარა. მოდი, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, ამაღამ მოიფიქრე, ხვალ დილით დამირეკე და გადაწყვეტილება მაცნობეო, შესთავაზა ლუკამ.

ის ღამე ნინომ თეთრად გაათენა, მიხვდა, რომ ლუკას სიყვარული განუახლდა, თუმცა, იმასაც შიშობდა, ვაითუ, ცხოვრება ძველებურად განაგრძოსო. საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი რომ არ შეჰპაროდა, მეორე დღეს ირაკლი შინ დაიბარა. ის როგორც ყოველთვის სანოვაგით დატვირთული მივიდა. გოგომ ულტიმატუმი წაუყენა – ან დღესვე შემირთავ ცოლად, ან ეს გაუგებარი ურთიერთობა დავასრულოთო.

ნინო თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ეს უკანასკნელი მეორე ვარიანტს აირჩევდა და ასეც მოხდა. მართლაც, იმ დღეს ურთიერთობა დაასრულეს. საყვარელ ადამიანთან განშორების ტკივილი ირაკლის სახეზე ეწერა, მაგრამ ამის შესაჩერებლად ვაჟკაცობა არ ეყო.

მერე, როგორც დეიდა მაია ამბობს, სასწაული მოხდა. ლუკა იმდენად შეიცვალა, რომ ახლობლებსა და ნაცნობებს დაჯერება გაუჭირდათ. ოჯახი რომ ერჩინა, ბიჭმა ხის საამქრო გახსნა და დილიდან საღამომდე სამუშაოს არ სცილდებოდა.

ნინოს მეგობრებს იმის იმედი არ გვქონდა, რომ ლუკა გამოიცვლებოდა, ერთადერთი, ვინც ნინოს წინააღმდეგობა არ გაუწია, დეიდა მაია იყო. დღემდე არ ვიცით, რა ილაპარაკეს მან და ლუკამ, ან რითი მოხიბლა ბიჭმა ქალი, რომ მაიამ კატეგორიულად განაცხადა, ჩემს შვილს თუ სურს, ლუკას დაუბრუნდეს, მე წინააღმდეგი არა ვარო.

გამოხდა ხანი და ნინოსა და ლუკას ულამაზესი კატო შეეძინათ. ამას წინათ ვესტუმრე და საკუთარი თვალით ვნახე, თურმე ასეც ხდება, სიყვარულმა შეიძლება ადამიანი სასიკეთოდ შეცვალოს.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

Previous Post

“ძმას და რძალს 10 წელი ზედ გადავყევი, რომ ვუთხარი ფულს ვეღარ გამოგიგზავნი ბინისთვის უნდა შევაგროვოთქო, ძმამ მითხრა, შენ ბო­ზო­ბა მოგნ­დო­მე­ბია, აქ ჩა­მოს­ვ­ლა არ გა­ბე­დოო… ბოლოს კი იცით რა ქნა..”

Next Post

”დედამთილმა ყველაფერი გამიკეთა, გამზარდა, ღირსეულ ქალად მაქცია, ახლა კი მინდა ვუთხრა..” – წარმოუდგენელი ამბავი, რომელიც გაგაოცებთ

inew

Related Posts

2 კაცი მიყვარს ერთდროულად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ვარ… მირჩიეთ როგორ მოვიქცე..
საზოგადოება

21 March 2023
გულის ცემა ამიჩქარდა, მაგრად მოვეხვიე წელზე და მივიხუტე.. სავარაუდოდ ჩემი უფროსის ცოლი შვილს ჩემგან ელოდება და წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვიქცე“ – ახალგაზრდა მამაკაცის გულახდილი წერილი

აბსოლუტურად ყველა ის ღამე მეზიზღება, როცა ჩემი ქმარი მთვრალი მოდის სახლში და ამის გაკეთებას მაიძულებდა..

„ჩემმა ქმარმა ჩემს უფროსთან კაბინეტში შემომისწრო.. ერთ-ერთ დიდ კომპანიაში ვმუშაობ და სულ ვგრძნობდი, რომ ჩემზე საკმაოდ ასაკოვან უფროსს ძალიან მოვწონდი ..“ – 30 წლის ქართველი გოგონას ისტორია

22 March 2023
„სამი თვის პატარძალი ვიყავი, როდესაც ჩემმა მამამთილმა სახლში თავისი ძმაკაცები მოიყვანა.. ქეიფი ახალი დაწყებული იყო, როდესაც მამამთილმა დამიძახა და მეგობრებს უთხრა: ახლა ჩემი რძლის მკერდის სადღეგრძელო უნდა დავლიოო… არვიცი რა ვქნა“

ქმარს ეროტიკული ფოტოსესია შევთავაზე და გადაირია.. სახლში ყველაფერი დალეწა. ვცდილობდი ამეხსნა, ეს მხოლოდ ხელოვნება იყო.. ახლა  ამის გამო დედობის უფლებასაც მართმევს… წარმოდგენა არ მაქვს რა გავაკეთო..
საზოგადოება

ქმარს ეროტიკული ფოტოსესია შევთავაზე და გადაირია.. სახლში ყველაფერი დალეწა. ვცდილობდი ამეხსნა, ეს მხოლოდ ხელოვნება იყო.. ახლა ამის გამო დედობის უფლებასაც მართმევს… წარმოდგენა არ მაქვს რა გავაკეთო..

21 March 2023
Next Post
”დედამთილმა ყველაფერი გამიკეთა, გამზარდა, ღირსეულ ქალად მაქცია, ახლა კი მინდა ვუთხრა..” – წარმოუდგენელი ამბავი, რომელიც გაგაოცებთ

”დედამთილმა ყველაფერი გამიკეთა, გამზარდა, ღირსეულ ქალად მაქცია, ახლა კი მინდა ვუთხრა..” – წარმოუდგენელი ამბავი, რომელიც გაგაოცებთ

Stay Connected test

  • 121 Followers
  • 67.7k Followers
  • 190k Subscribers
  • 23.8k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

16 March 2023
„შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

28 February 2023
ეს კაცი ყოველ დილით ცარიელ კუჭზე ნიორს ჭამდა და აი რითი დამთავრდა მისი უცნაური ექსპერიმენტი…

5 უძლიერესი ორ სიტყვიანი ლოცვა, რომელიც ძილის წინ აუცილებლად უნდა თქვათ

27 October 2022
ნუ გაუწყრებით შვილებს, ნაცვლად ამისა დალოცეთ ისინი, ისე როგორც ილია გვმოძღვრავს: ”მშობლებსა და შვილებს შორის სიმშვიდე არ არის…”

149
პროდუქტები, რომლებიც წონის დაკლებაში მაქსიმალურად დაგეხმარებათ

23
საკვები, რომელიც დიაბეტის დროს ქვენს ორგანიზმს ძალიან დაეხმარება

20
ალუბლის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები, რომლებიც შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ

1
2 კაცი მიყვარს ერთდროულად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ვარ… მირჩიეთ როგორ მოვიქცე..

2 კაცი მიყვარს ერთდროულად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ვარ… მირჩიეთ როგორ მოვიქცე..

21 March 2023
გულის ცემა ამიჩქარდა, მაგრად მოვეხვიე წელზე და მივიხუტე.. სავარაუდოდ ჩემი უფროსის ცოლი შვილს ჩემგან ელოდება და წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვიქცე“ – ახალგაზრდა მამაკაცის გულახდილი წერილი

გულის ცემა ამიჩქარდა, მაგრად მოვეხვიე წელზე და მივიხუტე.. სავარაუდოდ ჩემი უფროსის ცოლი შვილს ჩემგან ელოდება და წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვიქცე“ – ახალგაზრდა მამაკაცის გულახდილი წერილი

21 March 2023
აბსოლუტურად ყველა ის ღამე მეზიზღება, როცა ჩემი ქმარი მთვრალი მოდის სახლში და ამის გაკეთებას მაიძულებდა..

აბსოლუტურად ყველა ის ღამე მეზიზღება, როცა ჩემი ქმარი მთვრალი მოდის სახლში და ამის გაკეთებას მაიძულებდა..

21 March 2023
„ჩემმა ქმარმა ჩემს უფროსთან კაბინეტში შემომისწრო.. ერთ-ერთ დიდ კომპანიაში ვმუშაობ და სულ ვგრძნობდი, რომ ჩემზე საკმაოდ ასაკოვან უფროსს ძალიან მოვწონდი ..“ – 30 წლის ქართველი გოგონას ისტორია

„ჩემმა ქმარმა ჩემს უფროსთან კაბინეტში შემომისწრო.. ერთ-ერთ დიდ კომპანიაში ვმუშაობ და სულ ვგრძნობდი, რომ ჩემზე საკმაოდ ასაკოვან უფროსს ძალიან მოვწონდი ..“ – 30 წლის ქართველი გოგონას ისტორია

22 March 2023

Recent News

ADVERTISEMENT

Browse by Category

  • Uncategorised
  • კულინარია
  • მთავარი
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ურთიერთობები
  • ჯანმრთელობა

© 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Don`t copy text!