საიდუმლო ამოხსნილია: რატომ ეკეთა პრინცესა დიანას ხელზე 2 საათი

პრინცესა დიანამ ყოველთვის იცოდა როგორ გაეკეთებინა განცხადება საკუთარი ვიზუალითა და მსგავსი ასპექტებით. მაგალითად იგი უარს ამბობდა ხელთათმანების გაკეთებაზე ოფიციალური შეხვედრებისას, რადგან ხალხთან სიახლოვისა და მათზე მზრუნველობის სურვილი გამოემჟღავნებინა. ერთხელ იგი ფოტოგრაფებმა ხელზე გაკეთებული 2 ცალი საათით დააფიქსირეს, რითაც იგი ღრმა გრძნობებს გამოხატავდა მისი საყვარელი ადამიანის მიმართ.

პრინცესა დიანას ეს ფოტო 1981 წელს იქნა გადაღებული, მისი და პრინცი ჩარლზის ნიშნობიდან ცოტა ხნის შემდეგ. კამერამ იგი მაშინ დააფიქსირა, როდესაც დიანა მის საქმროს პოლოს თამაშის დროს უყურებდა. ყველაფერი თითქოს ორდინალურად გამოიყურებოდა, ერთი ექსტრავაგანტური დეტალის გარდა: დიანას მაჯაზე 2 ცალი საათი ეკეთა.

როგორც აღმოჩნდა, ოქროს საათი წვრილი სამაჯურით დიანასი იყო, შედარებით მუქი კი ჩარლზის. დიანამ გაამხილა, რომ მეორე საათი მისი საქმროს საპატივცემულოდ და იღბლის მოსატანად ეკეთა. ეს ტრადიცია ძველი საუკუნეების ჩვევას მოგვაგონებს.

ამ პერიოდში რაინდს შეჯიბრების დაწყებამდე მუზარადის უკანა ნაწილზე მისი საყვარელი ქალის მანდილს აბამდნენ. ეს ითვლებოდა იღბალის მომტან სანიშნედ და მისი მატარებელი მამაკაცის მიმართ თანადგომის გამოხატულებად ითვლებოდა.

სამწუხაროდ დიანას და ჩარლზის ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდა, თუმცა ეს ნიშანი იმაზე მიგვანიშნებს, რომ მათ მართლაც რაღაც განსაკუთრებული აერთიანებდათ მინიმუმ ურთიერთობის საწყის პერიოდში მაინც.

You may also like...

Leave a Reply

Your email address will not be published.