სახლი, რომელიც ბუნებასთან გასაოცარ ჰარმონიაშია

ეს საცხოვრებელი არ ჰგავს არაფერს, რაც აქამდე გინახავთ. მთელი დიზაინი ბუნების გარშემოა კონცენტრირებული – მას უზარმაზარი ხე აქვს კაფსულში მოთავსებული.

ოთხსართულიანი დიზაინის იდეა „ხე სახლში“, რომელიც შექმნა ყაზახმა არქიტექტორმა, აიბეკ ალმასოვმა, პირველად 2013 წელს დაიბადა. სამწუხაროდ, მისმა თავდაპირველმა ინვესტორებმა პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვეს, რის გამოც პროექტი დაფინანსების გარეშე დარჩა. როგორც ალმასოვი აცხადებს, შუშისა და მზის ბატარეის პანელის ერთ-ერთმა მწარმოებელმა გამოხატა პროექტის განხორციელების ინტერესი.

  • ოთხსართულიანი სახლი მოთავსებული იქნება ბუნებაში, ბორცვიან ადგილზე, მოუსვენარი ქალაქური ცხოვრების სტრეს-ფაქტორებისგან მოშორებით

ფოტო: expressen

  • მთელი ნაგებობა გამორჩეული იქნება ლანდშაფტის 360-გრადუსიანი ხედებით

ფოტო: expressen

  • სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთელი სივრციდან გადაიშლება საოცარი ხედები

ფოტო: expressen

  • სართულები ერთმანეთთან დაკავშირებულია ხვეული კიბით

ფოტო: expressen

  • „ჩვენ გვსურდა თანამედროვე სამრეწველო დიზაინის შესაძლებლობების გაერთიანება ბუნებრივი ლანდშაფტის სიმდიდრესა და სილამაზესთან“, – განაცხადა ალმასოვმა ინტერვიუში

ფოტო: expressen

  • „რაც მთავარია, ის ზიანს არ აყენებს გარემოს“, – განაცხადა მან

ფოტო: expressen

  • „ეს არის ჩახუთული ბეტონის ყუთებიდან გაქცევისა და ბუნებასთან შერწყმის შეგრძნების საშუალება“

ფოტო: expressen

You may also like...

Leave a Reply

Your email address will not be published.