• მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
INew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„სოფელში ცხოვრებამ სრულიად სხვა ქალად მაქცია, ყველა ჩემი ოცნებები ჩაკლა…

by inew
25 August 2022
in საზოგადოება
0
„სოფელში ცხოვრებამ სრულიად სხვა ქალად მაქცია, ყველა ჩემი ოცნებები ჩაკლა…
0
SHARES
1.6k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

იმ თაობას ვეკუთვნი, ტანკებს ჯოხს რომ ურტყამდა, იცოდა, ვერაფერს დააკლებდა, მაგრამ მაინც არ ეპუებოდა, მაინც იბრძოდა. მაღალი იდეალები გვქონდა და ჩვენც იდეალისტები ვიყავით. გვჯეროდა, რომ საქართველოს თავის “ბორჯომიან”-ციტრუსებიანად დიდი მომავალი ჰქონდა და ქვეყნის მომავალი აღორძინებულ სოფლებში იყო.

უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, სამუშაოდ  სოფელში გამანაწილეს და მეც სიხარულით გავვარდი. აბა, რა, ქვეყანა ხომ უნდა ამეღორძინებინა. როცა იქ თაყვანისმცემელი გამომიჩნდა და ცოლობა მთხოვა, მხოლოდ იმის გამო, რომ სოფლელი იყო, მისთვის უარი არ მითქვამს.

ჩემი მომავალი ქმარი შემიყვარდა. ის განათლებული, უზომოდ კულტურული ადამიანია და, რაც მთავარია, ორივეს გვქონდა იმედი, ჩვენ და ჩვენს შვილებს საუკეთესო მომავალი გვექნებოდა, ბედნიერად ვიცხოვრებდით.

ჩემი მშობლები თავიდან მეუბნებოდნენ, რომ საცხოვრებლად მშობლიურ ქალაქში გადავსულიყავი ქმარ-შვილთან ერთად.

მაშინ იქ სახლები არც ისე ძვირი ღირდა, შეგვეძლო ყიდვა, მაგრამ ვამბობდი, ქალაქში რა მინდა, აქაც მშვენივრად ვარ-მეთქი. შვილები გავაჩინეთ, ბედნიერად ვცხოვრობდით. სოფელსა და მთელ რაიონში პატივცემული ადამიანები ვიყავით და მეტი რა გვინდოდა?

მერე ის გაჭირვებული 90-იანი წლები დადგა და გარშემო ყველაფერი შეიცვალა, სოფელი დაიცალა და დაბეჩავდა. პური არასოდეს გვიჭირდა, მაგრამ ადამიანისთვის პური საკმარისი არ არის. ცხოველი ხომ არ ხარ, მარტო ჭამო და სვა, სულის საზრდოც გჭირდება, ადამიანები, რომლებსაც შენს ნააზრევს გაუზიარებ და ა.შ.

ჩემი გარდერობიდან თანდათან გაქრა ახალი ტანსაცმელი, ჩემი კარადიდან – ტუჩსაცხები, კრემები… ვთვლიდი, რომ არ მჭირდებოდა, აღარსად დავდიოდი, რადგან სამსახური დავკარგე. ბოსელსა და ყანაში კი ეს ყველაფერი არ მჭირდებოდა.

ჩემმა ინტელიგენტმა ქმარმა ხელობა ისწავლა, რომ საზრდო გვქონოდა. ჩვენს იდეალებს დავშორდით, ჩვენი ენთუზიაზმი გაქრა, ჩვენი ოცნებები ჩაკვდა. სოფელმა ჩემი ცხოვრება სულ შეცვალა, სხვა ქალად მაქცია, დაბეჩავებულ, დაჩაჩანაკებულ დედაკაცად. ამას არ ვიმსახურებდი, ასე არ უნდა მომხდარიყო…

ჩემი კლასელები, რომლებსაც ერთი წიგნი არ აქვთ  წაკითხული, დღეს საკმაოდ კარგ სამსახურებში მუშაობენ, პატივსაცემი პიროვნებები არიან. მე კი, სადმე თუ მხვდებიან, თვალს ვარიდებ, არ მინდა, მიცნონ და გამომკითხონ, სად ვარ და რას ვსაქმიანობ…

ჩემს სოფელში გზები წყალმა და მეწყერმა წაიღო, ინტერნეტი ჩვენამდე არ აღწევს, არც გაზი ამოსულა, წყალიც იშვიათად გვაქვს, მეზობლების დაცლილ სახლებში აქა-იქ ბჟუტავს სინათლე. საშინელებაა ამის ყურება და იმის გააზრება, რომ გქონდა შანსი, სხვანაირად გეცხოვრა და ახლა სიბნელში მხოლოდ იმიტომ ხარ, რომ თავის დროზე შენი იდეალების გწამდა.

ჩემი ქმარი სულ მოძრაობს და ისე არ უჭირს, როგორც მე. თანამოსაუბრე მენატრება, ვისაც ჩემს ნაფიქრს გავუზიარებ. ადრე კარგად ვწერდი, მაგრამ ახლა აღარც წერის თავი მაქვს და აღარც წიგნები მიწევენ მეგობრობას.

შეიძლება გამკიცხოთ, მაგრამ ჩემს შვილებს სულ ვეუბნები, რომ შორს იყვნენ ამ მოჯადოებული ადგილიდან, სადაც ოცნებები, მომავალი კვდება;  ადგილიდან, სადაც მუხლებზეც რომ დაემხო და უბრალოდ გზის მოწესრიგება ითხოვო, ზედ არავინ შემოგხედავს; ადგილიდან, საიდანაც ყოველგვარი ხმა იხშობა, გარეთ არ აღწევს.

ბევრისგან გაიგებ, ყველა ქალაქში ჩამოიხვეტა, სოფლელები სოფლებში დაბრუნდითო, მაგრამ ნეტა თუ იცით, იმ სოფლებში როგორ ცხოვრობს ხალხი. მარტო ლობიოს მოყვანა და მისი ჭამა გგონიათ ცხოვრება, 21-ე საუკუნის ადამიანს, მით უმეტეს, ახალგაზრდას სხვა არაფერი სჭირდება?!..

დიახ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი შვილები აქ არ დაბრუნდნენ. ახლა სხვა იდეალისტებმა სცადონ, სხვებს იქნებ გამოუვიდეთ კიდეც, მაგრამ მე მეყო! არ მინდა, ჩემმა შვილებმაც იარონ გზაზე, სადაც მხოლოდ იმედგაცრუება და სიბნელეა.

გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…

Previous Post

საბოლოოდ დავიფიცე, რომ სოფლელ გოგოს ცოლად არასდროს არ მოვიყვანდი. მოკლედ, მეგობართან სოფელში ჩავედი, ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა, იქ ნანახმა შოკში ჩამაგდო…

Next Post

ქორწინების დროს ჩადენილი 7 სასიკვდილო ცოდვა, რომელიც ბევრს გაგიგიათ, გაგიკეთებიათ, მაგრამ არ იცოდით..

inew

Related Posts

იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…
საზოგადოება

11 January 2023
ერთი შეხედვით ეს პატარა გოგონას ჩვეულებრივი ფოტოა… მაგრამ ამ ფოტოს წყალობით ის ნამვილი ვარსკვლავი გახდა და მილიონობით ადამიანმა გაიცნო

23 December 2022
გოგონამ თავისი კივილით ყველა გააღვიძა… მშობლები ბავშვის ოთახისკენ გაიქცნენ, თუმცა ერთი წუთის შემდეგ მათ გონება დაკარგეს…

მამა შვილთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.. ფოტოზე ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ დაწერილმა კომენტარმა კი, ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა..

ახალგაზრდა დედამ მოყვა, თუ რა მეთოდით ზრდიდა შვილს… რამდენიმე საათში მას უკვე 3 მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავდა.. ორიგინალური მიდგომა, რომელიც დიდ ყურადღებას იმსახურებს

მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემმა ცხოვრება დამინგრია ყველაფერში მაინც საწყალ დედაჩემს ვადანაშაულებ..
საზოგადოება

მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემმა ცხოვრება დამინგრია ყველაფერში მაინც საწყალ დედაჩემს ვადანაშაულებ..

23 December 2022
Next Post
ქორწინების დროს ჩადენილი 7 სასიკვდილო ცოდვა, რომელიც ბევრს გაგიგიათ, გაგიკეთებიათ, მაგრამ არ იცოდით..

ქორწინების დროს ჩადენილი 7 სასიკვდილო ცოდვა, რომელიც ბევრს გაგიგიათ, გაგიკეთებიათ, მაგრამ არ იცოდით..

Stay Connected test

  • 121 Followers
  • 67.7k Followers
  • 188k Subscribers
  • 23.7k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

27 October 2022
„შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

5 უძლიერესი ორ სიტყვიანი ლოცვა, რომელიც ძილის წინ აუცილებლად უნდა თქვათ

ქმარმა გაიგო, რომ ცოლი ღალატობდა და მას დაბადების დღეზე შოკისმომგვრელი სიურპრიზი მოუწო

24 November 2022
ნუ გაუწყრებით შვილებს, ნაცვლად ამისა დალოცეთ ისინი, ისე როგორც ილია გვმოძღვრავს: ”მშობლებსა და შვილებს შორის სიმშვიდე არ არის…”

23
პროდუქტები, რომლებიც წონის დაკლებაში მაქსიმალურად დაგეხმარებათ

4
საკვები, რომელიც დიაბეტის დროს ქვენს ორგანიზმს ძალიან დაეხმარება

2
ალუბლის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები, რომლებიც შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ

ალუბლის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები, რომლებიც შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ

0
იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…

იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…

11 January 2023
ერთი შეხედვით ეს პატარა გოგონას ჩვეულებრივი ფოტოა… მაგრამ ამ ფოტოს წყალობით ის ნამვილი ვარსკვლავი გახდა და მილიონობით ადამიანმა გაიცნო

ერთი შეხედვით ეს პატარა გოგონას ჩვეულებრივი ფოტოა… მაგრამ ამ ფოტოს წყალობით ის ნამვილი ვარსკვლავი გახდა და მილიონობით ადამიანმა გაიცნო

23 December 2022
გოგონამ თავისი კივილით ყველა გააღვიძა… მშობლები ბავშვის ოთახისკენ გაიქცნენ, თუმცა ერთი წუთის შემდეგ მათ გონება დაკარგეს…

გოგონამ თავისი კივილით ყველა გააღვიძა… მშობლები ბავშვის ოთახისკენ გაიქცნენ, თუმცა ერთი წუთის შემდეგ მათ გონება დაკარგეს…

23 December 2022
მამა შვილთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.. ფოტოზე ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ დაწერილმა კომენტარმა კი, ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა..

მამა შვილთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.. ფოტოზე ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ დაწერილმა კომენტარმა კი, ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა..

23 December 2022

Recent News

ADVERTISEMENT

Browse by Category

  • Uncategorised
  • კულინარია
  • მთავარი
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ურთიერთობები
  • ჯანმრთელობა

© 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Don`t copy text!