უგემრიელესი და საოცრად ჰაეროვანი ტორტი “ჩიტის რძე”

ცომი

ხორბლის ფქვილი / ფქვილი – 1 ჭიქა.

შაქარი – 1 ქიქა.

კვერცხი – 4 ცალი

კრემი

ჟელატინი – 40 გრ

რძე – 1 ჭიქა

კარაქი – 300 გრ

ვანილი  – 1 პაკეტი.

წყალი (ადუღებული თბილი, ჟელატინისთვის) – 150 მლ

ხორბლის ფქვილი / ფქვილი – 1 ჭიქა

შაქარი – 2

ქათმის კვერცხი – 10 ცალი

გლაზური

კაკაოს ფხვნილი – 5 სუფრის.

შაქარი – 1/2 ქიქა

რძე – 3 სუფრის

კარაქი – 50 გრ

10 წუთის განმავლობაში შაქართან ერთად ათქვიფეთ კვერცხი , დაამატეთ ფქვილი და კარგადაურიეთ. აცხვეთ საშუალო ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში. შეამოწმეთ ხის  ჩხირით. გამოიღეთ ღუმელიდან  ბისკვიტი და დაჭერით ორ ნაწილად.

მთავარი ამ ნამცხვარში არის კრემი!კრემი მზადდება სამ ეტაპად.

ეტაპი პირველი. დაასხით ჟელატინს თბილი წყლქლი

გამოყავით გულები ცილებიდან (გადაიტანეთ ცილები მაცივარში).

პატარა თასში კვერცხის გულები გათქვიფეთ 1 ჭიქა შაქართან ერთად ჩაასხით რძეში, დაამატეთ ფქვილი და აურიეთ. ქვაბი მოათავსეთ წყლის აბაზანაზე და აურიეთ მანამ სანამბუშტები გაუჩნდება. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის მოცულობას.

გაციებულ კრემს დაუმატეთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ნელნელა და დაამატეთ ვანილი.

ფოტო: pinterest

გამოვიღოთ მაცივრიდან კვერცხის გულები და ერთ ჭიქა შაქართან ერთად ავთქვიფოთგათეთრებამდე მასას დავუმატოთ ჟელატინი და კარგად ავურიოთ. ცილოვანი და მოხარშულიკრემი შევურიოთ ერთმანეთს. ავიღოთ ბისკვიტები და დავნამოთ კონიაკით, წავუსვათ კრემი. ცალკე მოვამზადოთ გლაზური, ავიღოთ კაკაო შაქარი რძე კარაქი ავურიოთ და დაბალცეცხლზე ვადუღოთ თხევადი შოკოლადისებური მასის მიღებამდე, დავასხათ ეს მასა ჩვენსტორტს და მზად არის.  

ფოტო: pinterest

You may also like...

Leave a Reply

Your email address will not be published.