უგემრიელესი შემწვარი ქათამი ქიშმიშით
მოსამზადებლად დაგჭირდებათ :
1 კგ ქათამი
100 გრამი კარაქი
თაფლი 2 სუფრის კოვზი
შავი ქიშმიში 50 გრამი
თეთრი ქიშმიში 50 გრამი
ქათმის ბულიონი 100 გრამი
მომზადების წესი:
პირველ რიგში ვამზადებთ სოუსს. ავიღოთ კარაქი და მოვუსვათ გადურებულ ტაფას. როდესაც გადნება დავაყრით თეთრ ქიშმიშს, შემდგომ შავ ქიშმიშშს. კარგად მოვთუშავთ და როდესაც ქიშმიშები ოდნავ დაიბერება, 2 სუფრის კოვზ თაფლს დავუმატებთ და გავაგრძელებთ მორევას ( ამ დროს ცეცხლს დაუწიეთ) 2 წუთში მოვასხამთ დაახლოებით 100 გრამ ბულიონს და განვაგრძობთ მორევას. როგორც კი წამოდუღდება გამოვრთავთ და სოუსიც მზად არის. შემდგომ ან კეცზე ან მსგავს ჭურჭელში მოვათავსებთ ქათამს. ქათამს წავუსვათ კარაქი ცხიმიანი რომ იყოს და ზემოდან მოვასხათ სოუსის ნახევარი და ბულიონიც. შევდოთ ღუმელში 200 გრადუსზე დაახლოებით 30-35 წუთი. ღუმელიდან გამოღებამდე 10 წუთით ადრე დანარჩენი ნაწილი სოუსიც მოასხით.

ფოტო: pinterest

ფოტო: pinterest

ფოტო: pinterest