უგემრიელესი ჩიზქეიქი მარწყვით
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
არაჟანი 300 გრ
კარაქი 30 გრ
შაქრის პუდრა 150 გრ
ორცხობილა 500 გრ
ჟელატინი
მომზადების წესი:პირველ რიგში ორცხობილა უნდა დავაქუცმაცოთ ბლენდერის საშუალებით ,შემდგომ ვადნობთ კარაქს და ვუმატებთ ორცხობილის მასაში,ვიღებთ ფორმას და იმაში გადაგვაქვს ეს მასა კარგად ვტკეპნით და ვდებთ 15წუთით მაცივარში ,ამასობაში ვამზადებთ ჟელატინს ერთ ჭიქა წყალში ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს ვყრით ჟელატინს,ვამზადებთ კრემს ხაჭოს ვყრით მიქსერში და ვურევთ ნელნელა ვამატებთ შაქრის პუდრას ,ვანილს და არაჟანს ამასობაში გამდნარ ჟელატინს ვუმატებთ ამ მასაში ,საბოლოოდ გადაგვაქვს ეს ყოველივე ჩვენი ორცხობილის მასაში , ვდებთ მაცივარში 4-5 საათით ,სასურველია მთელი ღამის განმავლობაში.
და შემდეგ ვაფორმებთ სურვილისამებრ მარწყვით

ფოტო: pinterest