შოკისმომგვრელი სოციალური ექსპერიმენტი, რომელიც ნათლად დაგარწმუნებთ თუ რა მარტივია ბავშვის გატაცება

YouTube-ის ხუმარამ, ჯოი სალადსმა, გაგიჟებამდე მიიყვანა მშობლები მას შემდეგ, რაც გამოაქვეყნა სოციალური ექსპერიმენტის ვიდეო, სადაც ნაჩვენებია თუ რა მარტივია უცხოსთვის ბავშვის გატაცება.

ის ბავშვების ნდობას იმსახურებს საყვარელი ძაღლის, სახელად დონატსის დახმარებით და ცდილობს მათ გატყუებას სათამაშო მოედნიდან, პირდება რა მათ მეტი ლეკვის ჩვენებას.
ბავშვებთან მისვლამდე, სალადსი დაელაპარაკა მათ მშობლებს, აუხსნა ექსპერიმენტის შინაარსი და დარწმუნდა, რომ ჰქონდა მშობლების ნებართვა მათი ბავშვის რეაქციის შესამოწმებლად. ყველა მშობელი დარწმუნებული იყო, რომ თავიანთი შვილი არ გაეკარებოდა ჯოის და მიირბენდნენ დედასთან. მშობლები შეცდნენ.

„დღეში 700-ზე მეტი ბავშვის გატაცება ხდება. ეს კი წელიწადში 250,000-ზე მეტს შეადგენს. უსაფრთხოდაა თქვენი ბავშვი?“, – განმარტავს სალადსი.

ბავშვი №1

„თუ ახლა მივალ თქვენს ბავშვთან, დამელაპარაკება თუ გაიქცევა?“

ფოტო: Joey Salads

  • “შეხედე როგორი ლეკვი მყავს”

ფოტო: Joey Salads

  • “მე კიდევ მყავს ლეკვები, გინდა ნახო?”

ფოტო: Joey Salads

  • “დიახ”

ფოტო: Joey Salads

  • ეს დედა 100% დარწმუნებული იყო, რომ მისი შვილი არ გაჰყვებოდა უცხო პიროვნებას

ფოტო: Joey Salads

ბავშვი №2

„გამარჯობა! გიყვარს ლეკვები?“

ფოტო: Joey Salads

  • „გინდა ნახო სხვა ლეკვები? მე კიდევ ბევრი მყავს!“

ფოტო: Joey Salads

ბავშვი №3

„შენც გიყვარს ლეკვები, ხომ ასეა?“

ფოტო: Joey Salads

  • „მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ხედავ ვიღაცას ძაღლთან ერთად, არ ნიშნავს, რომ სახლში უნდა გაჰყვე მას… მათ შეიძლება წაგიყვანონ და დედასთან აღარ იქნები“

ფოტო: Joey Salads

გაუზიარეთ მეგობრებს. ერთ გაზიარებასაც კი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

 

You may also like...

Leave a Reply

Your email address will not be published.