• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Tuesday, July 1, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩემსა და თქვენს საქართველოს – არ უყვარს ცოცხალი გმირები…. უნდა მოკვდე” – რა სკანდალურ პოსტს ავრცელებს დინა მირცხულავა

by inew
8 March 2022
in საზოგადოება
0
“ჩემსა და თქვენს საქართველოს – არ უყვარს ცოცხალი გმირები…. უნდა მოკვდე” – რა სკანდალურ პოსტს ავრცელებს დინა მირცხულავა
0
SHARES
172
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

მწერალი დინა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს დღეებში ომის თემებს ვერ შორდება და აღნიშნავს, რომ მთელი ციკლი აქვს ომზე, ხოლო ქვემოთ წარმოდგენილ ნოველაზე დართული ფოტო “როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, “ყველაზე კარგად გამოხატავს ომის სურათს – ავტომატი და ველოსიპედი”..

***

“- რას გავხარ, ბიჭო, გეგონება ნეხვიანი წკეპლა გადაგიჭირეს, ისე გაქვს ღინღლები ზედა ტუჩზე – ღიმილით ეუბნებოდა მამაჩემი ბიჭს, რომელიც კედელს იყო მიყუდებული და ყურებამდე იკრიჭებოდა.

– ამის მოგებული ომი რა ვთქვი მე – სიგარეტს გაუკიდა გენო ძიამ.

– შენი იმედი აქვს, ბიჭო, ქვეყანას?! – ახლა სხვა ჩაეკითხა.

– ელცინს რომ გაუგია, ომში მიდიხარ, ჯარის გაყვანა უბრძანებია – სერიოზული სახით თქვა სხვა ბიჭმა, რომელიც ბევრად პატარა იყო იმ ბიჭზე, რომელსაც ეხუმრებოდნენ.

– ეჰ, ან ერთს ან მეორეს რა გინდათ აქ – სიმწრით გადააფურთხა გენო ძიამ და თავი ხელებში ჩარგო.

სრული სიჩუმე ჩამოწვა სადგურზე.

ორ ახალგაზრდას ბენდენა ჰქონდა თავზე წაკრული, სახე გაემურათ და ნამდვილ მეომრებს დამსგავსებოდნენ, მანამდე ასეთი ადამიანები მხოლოდ ამერიკულ ფილმებში მყავდა ნანახი.

ჩემზე ათი – თხუთმეტი წლით უფროსები იქნებოდნენ.

სხვა დროს, სხვა გარემოში და სხვა ვითარებაში შესაძლოა რომელიმე მათგანს ზღვაში ღრმად გავეყვანე ზურგზეშესმულს ან ერთად სილის სასახლეები გვეშენებინა სანაპიროზე.

ან სულაც არასოდეს გაგვეცნო ერთმანეთი – თბილისში მშვიდად ეცხოვრათ თავიანთ საბურთალოზე და მე ჩემს კოჩარაში.

მაგრამ ახლა აქ იდგნენ, ალალად იცინოდნენ კაცების უკბილო ხუმრობებზე და არ სწყინდათ.

ოცნებები ჩაალაგეს, კარს მომდგარი ბანკეტი დაივიწყეს, საყვარელ ფილმს ბოლოჯერ უყურეს, თავიანთ გოგონებს წერილები დაუტოვეს – ” მე დავბრუნდები, ჰო დავბრუნდები, მე შენი თმები დამაბრუნებენ”…

ან რაღაც ამდაგვარი ბარათები და ომში გამოიპარნენ.

საბურთალოელი ბიჭები, გეპეის მომავალი სტუდენტები, მამისტოლა კაცებთან ერთად იდგნენ ახლა აქ და არც იცოდნენ, რომ ომი ფილმი არაა.

რომ ის ბარათები არც ისე ერომანტიულათ გოგონებს, უფრო მეტად ეტკინათ.

რომ საქართველოში მხოლოდ მკვდარ გმირებს აფასებენ და ესენი თუ გადარჩებიან, ცალ ფეხზე დაიკიდებს თბილისიც და საბურთალოც ამ ორ ალალგულა ბიჭს.

– ქურთი რომ იყო, რა არ გახსოვს, ბიჭო?!

– ავლაბრელი?

– ჰო…ეგაა რა… ვიცანი გვამი.

– ჩვენს მხარეს იბრძოდა?

– ჰო, აბა რაა.

კაცებს გამოეყვნენ ბიჭები და ცალკე ლაპარაკობდნენ, მაგრამ მე მთელი გულისყურით ვუსმენდი და სიტყვაც არ გამომპარვია.

– გენო ძია რა კაცია არა?!

– რა კილო აქვს?!

– კაროჩე, მაგათ არ მოშორდე, კოტე, სულ მაგათთან იყავი.

– უნდა დავბრუნდეთ ბიჭო, თან გამარჯვებულები.

– იასნა.

– აზრზე ხარ, უბანში ყველა ჩვენ მოგვისმენს, აქაურ ამბებს რომ მოვყვებით, არაფერი გააზვიადო, ბიჭო, შენებურად, ისედაც ბევრი ვნახეთ და ვნახავთ კიდე, გაიგე?!

– იასნა.

საბურთალოზე ის ერთი დაბრუნდა, ვინც გენო ძიას არ მოშორდა.

ღინღლიანი ბიჭი უკვე ულვაშით დაუბრუნდა თავის უბანს.

არავინ მოუსმინა, არავის ადარდებდა იმ წლებში ომის ამბები, არც ხელისუფლებას და არც ხალხს.

თბილისს ომის ვეტერნების გარდა, სამასი ათასი დევნილისთვის უნდა მოესმინა.

წლების შემდეგ მამაჩემს შეხვედრია სადღაც და ძლივს უცვნია მამას.

ორი ჭიქის მერე ამოუტირია – ჩემი სადარბაზოდან ორნი წავედით, მე დავბრუნდი…ნეტავ მეც მოვეკალით, ეს ქვეყანა მხოლოდ მკვდარ გმირებს აღიარებს, ძია კაცოო…

თვალწინ დამიდგა ის პატარა ბიჭი, სადგურის ნატყვიარ კედელს მიყუდებული ალალი სიცილით, ასობით ოცნება რომ დამარხა იმ ომში და ენგურს აქეთ არავინ მოუსმინა.

იმიტომ რომ არ ეცალა თბილისს და ამ ქვეყანას – ჩემსა და თქვენს საქართველოს – არ უყვარს ცოცხალი გმირები…. უნდა მოკვდე.

#დინამირცხულავა 2019 წელი”.

გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ცოტა ხნის წინ ინგლისში დააკავეს მოხუცი, რომელიც 72 წელი მართვის მოწმობის გარეშე მართავდა მანქანას…

Next Post

„როდესაც მამაჩემი მოდიოდა ნასვამი, ხდებოდა კონფლიქტი და დედას რამდენჯერმე ხელი მოუკიდებია და გავქცეულვართ, როდესაც იარაღით გამოგვკიდებია მამა“ – მარიამ კუკუნაშვილის აქამდე უცნობი ისტორია

Next Post
„როდესაც მამაჩემი მოდიოდა ნასვამი, ხდებოდა კონფლიქტი და დედას რამდენჯერმე ხელი მოუკიდებია და გავქცეულვართ, როდესაც იარაღით გამოგვკიდებია მამა“ – მარიამ კუკუნაშვილის აქამდე უცნობი ისტორია

„როდესაც მამაჩემი მოდიოდა ნასვამი, ხდებოდა კონფლიქტი და დედას რამდენჯერმე ხელი მოუკიდებია და გავქცეულვართ, როდესაც იარაღით გამოგვკიდებია მამა“ - მარიამ კუკუნაშვილის აქამდე უცნობი ისტორია

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In