• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Sunday, March 15, 2026
inew.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩემს დას გარკვეული მიზეზით კარგა ხანს ვუმალავდი ამ ამბავს…”

by inew
4 February 2023
in საზოგადოება
0
“ჩემს დას გარკვეული მიზეზით კარგა ხანს ვუმალავდი ამ ამბავს…”
0
SHARES
1.4k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

“მინდა ჩემი დის შესახებ გიამბოთ. ყველა მიხვდებით, რა შეუძლია შურს… თურმე, სიყვარულს მართლაც მალვა უნდა. ეს სიბრძნე ბევრმა უნდა გაითვალისწინოს, რადგან შეიძლება, მოშურნე გამოუჩნდეს და ყველაფერი იღონოს შეყვარებულების დასაშორებლად.

თეა უკარება იყო. უმაღლეს სასწავლებელში სწავლისას გაიცნო ნიკა და ძალიან შეუყვარდა. ნიკა კარგი ბიჭი იყო, ბევრ გოგოს ეჭირა მასზე თვალი.

თეას  ბევრჯერ მოუყოლია ჩემთვის, რომ ნიკას თაყვანისმცემელი გოგონები გასაქანს არ აძლევდნენ. ვაფრთხილებდი, ისე არიან ეს გოგოები ნიკაზე დაფეთებულნი, რამე არ გავნონ-მეთქი.

თეას ეღიმებოდა, დარწმუნებული იყო, მათ სიყვარულს არაფერი ემუქრებოდა… ერთხელ შინ დაბრუნებულმა შემომტირა: თურმე ნიკას თეას ახლო მეგობრის, ლიას კარის მეზობელი დაუნიშნავს…

ეჭვმა არ მომასვენა, თეა და ნიკა ხომ წელიწადზე მეტი იყო, რაც ერთმანეთს ხვდებოდნენ, რატომ აქამდე არ უთხრა ლიამ ჩემს დას, რომ ნიკა მის კარის მეზობელთან დადიოდა?

თეას  რომ ვუთხარი, შენს დაქალს ასე ბრმად ნუ მიენდობი, ნიკასთან მშვიდად გაარკვიე ყველაფერი-მეთქი. კინაღამ გაგიჟდა, რას მეუბნები, ლიაზე როგორ ვიეჭვებ რაიმესო. იმ დღიდან თეა ცდილობდა, ნიკასგან შორს დაეჭირა თავი. ის კი ურეკავდა, შეხვედრას სთხოვდა…

ორი კვირის მერე თეამ გამომიცხადა, საბოლოოდ ვწყვეტ ნიკასთან ურთიერთობასო. თურმე, ლიას შორიდან დაუნახვებია კაფეში მჯდომი ნიკა და საკმაოდ მომხიბვლელი გოგონა: – ესაა ჩემი მეზობელი თამუნა, რომელიც ნიკამ დანიშნა და ერთ თვეში ქორწილიც აქვთო…

მინდოდა, ნიკასთვის დამერეკა, მაგრამ თეამ არ მომცა უფლება, – რატომ უნდა იფიქროს, რომ ვეხვეწები ან ეგონოს, რომ მისმა საქციელმა გამანადგურაო. ცოტა ხანში თეა  ცოლობაზე დათანხმდა  იმ ბიჭს, ვისაც დიდი ხანია უყვარდა. ლევანი და თეა პარიზში გაემგზავრნენ საქორწინო მოგზაურობაში. ისე უცებ მოხდა ყველაფერი, რომ ნიკა კი არა, მე ვიყავი დაბნეული…

ერთი კვირის მერე ნიკამ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. ძალიან მაინტერესებდა, რას მეტყოდა ყოფილი სასიძო. ნიკას ადამიანის ფერი არ ედო. ძალიან განიცდიდა თეას დაკარგვას – შენი და რატომ მომექცა ასეო, – მითხრა. ის მოგექცა ცუდად, თუ შენ-მეთქი, – აღვშფოთდი.

ავდექი და ყველაფერი ვუამბე. გაოცდა, ამდენი ტყუილი და სიბინძურე ვინ შეთითხნაო? როგორც ვეჭვობდი, ლიამ მოიტყუა., ყველაფერი იღონა თეას და ნიკას დასაშორებლად. მოგვიანებით გამოტყდა, რომ უგონოდ უყვარდა ნიკა. იცოდა, რომ ნიკა არ შეირთავდა და გადაწყვიტა, არც თეას რგებოდა…

პარიზიდან დაბრუნებულ ჩემს დას კარგა ხანს ვუმალავდი ამ ამბავს, მაგრამ როცა ლია მოიკითხა (სხვათა შორის, ლია იყო მისი მეჯვარე!), გუდას პირი მოვხსენი. მიტკლისფერი ედო სახეზე, შემეშინდა, რამე არ მოუვიდეს-მეთქი…

ნიკა მალე გერმანიაში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად. 7 წლის მერე დაბრუნდა და დაოჯახდა. თეას  გაუმართლა. ლევანი ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა, ცოლ-შვილს თავს ევლება…

ჩემს დას ახლა ორი შვილი ჰყავს, მაგრამ ვატყობ, ნიკას სიყვარული არ განელებია და გული სწყდება, რომ მათი ურთიერთობა ასე დამთავრდა მეგობრის შურისა და ბოროტი განზრახვის გამო…

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ქალმა მეზობელი სახლის სარდაფიდან კატის გამყინავი კნავილი გაიგონა, სარდაფში ჩასულს კი შოკისმომგვრელი სიტუაცია დახვდა

Next Post

„თვალის ირგვლივ ნაოჭები გაგჩენია დედა” – ქართველი ემიგრანტის ემოციური პოსტი

Next Post
„თვალის ირგვლივ ნაოჭები გაგჩენია დედა” – ქართველი ემიგრანტის ემოციური პოსტი

„თვალის ირგვლივ ნაოჭები გაგჩენია დედა” – ქართველი ემიგრანტის ემოციური პოსტი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.