ძალიან გემრიელი და ფაფუკი “ფენქეიქები”

კარანტინის პერიოდში საკმაოდ პოპულარული გახდა ფანქეიქების მომზადება შინ დღეს შემოგთავაზებთ ფანქეიქების რეცეპტს რომლის მეშვეობითაც დაამზადებთ უგემრიელეს და საოცრად ფაფუკ დედერტს.

მომზადების წესი:

4 კვერცხი და 300 გრ შაქარი ავთქვიფოთ, ისე რომ გათეთრდეს. დავამატოთ 200 გრ გამდნარი კარაქი. 200 გრ.მაწონში ჩავყაროთ 1 ჩაის კოვზი სოდა, რომ გაფუვდება ჩავამატოთ მასაში. 1 ვანილი, 1 სუფრის კოვზი არაჟანი, ცოტა გამაფხვიერებელი. ეს ავთქვიფოთ ისევ და ნელ-ნელა დავამატოთ ფქვილი, ისე რომ შესქელდეს. კარგად გავახუროთ ტაფა, ცხიმი არ დავასხათ ტაფაზე.
ამ ტკბილ მასას, რომ მოვათავსებთ ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე თავზე დავახუროთ. მერე ამოვატრიალოთ და ისევ დავახუროთ.

ფოტო: pinterest

You may also like...

Leave a Reply

Your email address will not be published.