საქართველოდან წასული ქართველი ემიგრანტი, იმ უმძიმეს გზას იხსენებს რაც სამშობლოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლამდე გაიარა.
ქართველი ემიგრანტი ფეისბუკის ერთ-ერთ ჯგუფში წერს, რომ ჩააცვეს მწვანე ფორმები და საღამოს 11 საათზე გადაიყვანეს ოთახში, რომელიც „ცინკავოი ჟეშტით“ იყო შეფუთული მთელი კედლები და ჭერში ჩართული იყო კონდიციონერი, რის გამოც ფაქტობრივად გამყინვარებაში მოუწია ღამის გათენება.
“ყველას აინტერესებს და დავწერ ჩემს თავგადასავალს.
3.5 თვე ველოდე მულტივიზას გადამყვანით გადავწყვიტე წასვლა.
25 ივნისს გამოვფრინდი კოპიტნარიდან ბუდაპეშტში და ბუდაპეშტიდან იმ დღესვე გადავფრინდით ლისაბონში.
ლისაბონში ერთი დღე ღამე გავჩერდით და 27-ში გამოვფრინდით კანკუნში.
კანკუნში უპრობლემოდ შემოვედით გავჩერდით სასტუმროში 3რიცხვამდე და გადავფრინდით მეხიკოში.
მეხიკოს შემდეგ იმ დღესვე ტიხუანაში, ტიხუანიდან მეხიკალში მანქანით გადაგვიყვანეს.
3-ში ვიყავით მეხიკალში 7საათზე და გვითხრეს რომ იმ ღამეს უნდა გადავეყვანეთ 9-საათზე.
გადაგვიყვანეს, მიგვიყვანეს სადღაც სახლში, სადაც დაახლოებით, 100 კაცამდე ვიყავით ნაკადებად გადავყავდით 4 საათზე მომიწია ღამე.
მე ჯიპის ბაგაჟნიკით ვიმგზავრე.
მექსიკა ამერიკის საზღვართან რომ მივედით, ნაკადებათ გადავყავდით წინ ვინც გზა იცოდა მექსიკელი, ის მიგვიძღოდა.
წყალი მუხლს ზემოთ იყო დაახლოებით 4 მეტრი სიგანით საშიში არაფერი და შეუძლებელი, მივედით ტრამპის კედელთან და ჩავბარდით.
მოგვცეს სათითაო ფაილი და რაც ჩაეტეოდა უნდა ჩაგვედო დანარჩენი გადაგვაყრევინეს.
გადაგვიყვანეს ეგრეთ წოდებულ მაცივრებში, სადაც ერთი დღე დავყავით მოგვცეს ფოლგა და ისე გვეძინა.
5 რიცხვში დილით გადაგვიყვანეს დეთენშენში (წინასწარი დაკავების იზოლატორივით არის, სადაც ტუალეტი არის ერთ მეტრაზე ამოყვანილი და 40 კაცში ზიხარ და აყურებინებ იმ ორმოც კაცს, როგორ ისაქმებ ტუალეტში)
გაგვჩერეს ერთი დღე მერე გვამგზავრეს 3 საათი სხვა დეთენშენამდე ამ დეთენშენებს შორის განსხვავება ჩვენთვის ის იყო რომ, ამას ტუალეტის კარიც არ ჰქონდა აქაც ფოლგებიანად და ბეტონზე წოლით გავატარეთ ერთი დღე და მეორე ღამეს გადაგვიყვანეს ისევ პირველ დეთენშენში, სადაც კიდევ ერთი დღე გაგვაჩერეს წინ და უკან გვატარეს რეალურად გიმოწმებენ ფსიქოლოგიას.
7-ში საღამოს გადაგვიყვანეს ისევ ციხესავით, რაღაცაში, სადაც ლოგინებიც გვქონდა სკამებიც ტელევიზორიც.
5 საათზე გადაგვიყვანეს, ჩაგვაცვეს მწვანე ფორმები და 11 საათზე საღამოს გადაგვიყვანეს ისევ ოთახში, სადაც ცინკავოი ჟეშტით იყო შეფუთული მთელი კედლები და ჭერი ჩართული კონდიციონერი ყინვაზე.
დილის 9 საათამდე გვამყოფეს ამ გამყივნარებაში, სადაც ვერც ჯდები რომ სკამები რკინის იყო და გვციოდა, დაწოლაზე ხომ ზედმეტია საუბარი.
8-ში დილით გადაგვიყვანეს არიზონას ერთ-ერთ ციხეზე, რაც სამოთხედ მეჩვენებოდა იმ ყველაფერთან შედარებით რადგან, მომცეს ლეიბი გვაჭმევდნენ, გვქონდა დასალევი წყალი, მომსახურე ოფიცრებისგან კი ღიმილის გარდა არაფერი გვიგრძვნია.
გასვლის მოლოდინში ვართ და შემოვიდნენ მომუშავე პერსონალი და პისიარ ტესტები აგვიღეს ყველას, მეორე დღეს 2 კაცს აღმოაჩნდა კორონა და გადაიყვანეს სად არ ვიცი.
ჩვენ კი კარანტინი დაგვიწესეს 21 რიცხვამდე. გვითხრეს რომ, სანამ ეს კანარნტინი იყო ჩვენი საქმის წარმოება გაჩერდებოდა და 21ივლისამდე ვერავინ გავიდოდა.
13-ში ში 10 კაცს აუღეს სწრაფი ტესტი გაუშვეს.
14 ში 8 კაცში მოვხვდი მეც და 15-ში დილით გადამიყვანეს წითელ ჯვარში, სადაც ისევ დაგვტესტეს შეავსეს საბუთები და გაგვათავისუფლეს.
რამდენად გამოგადგებათ ჩემი ისტორია არ ვიცი, მაგრამ ინფორმაციის ნაკლებობა რომ არის ფაქტია ჯგუფში და ათას სისულელეს წერენ.
გაუსაძლისი არაფერია მთავარია ფსიქოლოგიურად მზად იყო”, – წერს საქართველოდან ემიგრაციაში წასული მოქალაქე.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…