დუბაის მკვიდრნი აცხადებენ, რომ ისინი ქორწინების ხანგრძლივობის მსოფლიო რეკორდსმენები არიან. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვგულისხმობთ „ოქორს“ ან „ბრილიანტის“ ქორწინებაზე.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სასიძო და პატარძალი საქორწილო ცერემონიიდან, ფაქტიურად 15 წუთის შემდეგ დაშორდნენ. განქორწინების პირველი სურვილი ქმარმა გამოთქვა, როგორც აღმოჩნდა მიზეზი იყო ფული, რომელიც საქმროს პატარძლის მამისთვის უნდა გადაეხადა.
საქორწინო კონტრაქტის თანახმად, საქმროს საცოლის ოჯახისათვის 30 000 დოლარი უნდა გადაეხადა. მათ მოილაპარაკეს, რომ ნახევარს ქორწინებამდე გადაიხდიდა, ხოლო მეორე ნახევარს ქორწინების შემდეგ.
პატარძლის მამამ სასიძოს მოსთხოვა, რომ მთლიანი თანხა ქორწინებამდე გადაეხადა. ეს მოთხოვნები კი, ქორწილის ცერემონიალზე წამოაყენა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქმრო დათანხმდა, მან თქვა რომ თანხა მანქანაში ედო და ხუთ წუთში მოიტანდა. სიმამრა დაუყონებლივ მოითხოვა თანხის გადახდა და სტუმრების წინაშე ჩხუბი დაიწყო.
სასიძომ განაცხადა, რომ იგი ვერ აიტანდა მსგავს შეურაცხყოფასა და დამცირებას. მან განქორწინება მოითხოვა. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა ეს არ იყო განქორწინების მთავარი მიზეზი.
სიძეს განქორწინება იმის მერე მოუთხოვია, როცა ცოლი პირველად დაინახა უმაკიაჟოდ.
გადმოცემის თანხმად, წყვილი არაბთა გაერთინებული საამიროების ერთ-ერთ კურორტზე ისვენებდა, როდესაც ქალმა მაკიაჟი მოიცილა სახიდან და წყალში ჩასასვლელად ემზადებოდა. მამაკაცმა ასევე შეიტყო, რომ მის 24 წლის საცოლეს რამოდენიმე პლასტიკური ოპერაცია ჰქონია გაკეთებული.
30 წლის მამაკაცმა აღნიშნა, რომ მან თავი მოტყუებულად იგრძნო. 2014 წელს ცნობილი გახდა, რომ მამაკაცი, რომლის სახელი და გვარიც არ არის მითითებული, ცოლს გაშორდა. მიზეზად დაასახელეს ის, რომ საცოლემ საქმროს WhatsApp-ში პასუხი არ გასცა.