გასაჭირში მყოფი ცხოველი ყოველთვის იწვევს მოწყალების გრძნობას, წერს გამოცემა Newsner. როგორ შეიძლება გულგრილი იყო უმწეო და უდანაშაულო ძაღლების ან კატების მიმართ?!
არსებობს ორგანიზაცია, სახელწოდებით Animal Aid რომელიც მკურნალობს მაწანწალა ცხოველებს და სტერილიზაციას უკეთებს მათ.
ორგანიზაციის თანამშრომლები ყველას მოუწოდებენ თანაგრძნობით და სიყვარულით მოექცნენ ცოცხალ არსებებს. ცოტა ხნის წინ ორგანიზაციას დაურეკეს ავად მყოფი ლეკვის შესახებ.
ადგილზე მისულმა ორგანიზაციის თანამშრომლებმა დაინახეს, რომ ის დედასთან ერთად იყო.
ძაღლი თავზე ადგა მის ლეკვს და მის მოვლასა და შველას ცდილობდა. როგორღაც მიხვდა, რომ მაშველები მის შვილს დაეხმარებოდნენ და ისინი დაშავებულ ლეკვთან ახლოს გაუშვა.
როდესაც მაშველები ლეკვის აწევას შეეცადნენ, მან წკმუტუნი დაიწყო. ლეკვის ხმის გაგონებაზე დედამისმა ყმუილი და ტირილი დაიწყო.
ორგანიზაციის თანამშრომელმა ლეკვი განსაკუთრებული სიფრთხილით მანქანაში გადაიყვანა და რაც შეიძლება მალე მიიყვანა ვერ კლინიკაში. ლეკვის დედა მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ მანქანას უკან მისდევდა და თითქოს ცდილობდა საკუთარი შვილი არ დაეკარგა.
ლეკვს ჰქონდა ორი ღრმა ჭრილობა მხრის მიდამოში და მას ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა.
ლეკვი ძალიან ძლიერი და მამაცი აღმოჩნდა, მაგრამ მას დიდი ხნით დასვენება, საჭმელი და სიყვარული სჭირდებოდა. ცხოველმა მიიღო საჭირო სამედიცინო დახმარება.
ახლა ძაღლი ცდილობს ფეხზე წამოდგომას, მაგრამ ჯერჯერობით მას არ შეუძლია ამის გაკეთება. ყველაფერს თავისი დრო აქვს.
ეს ამბავი ტრაგიკული მოვლენებით დაიწყო, ლეკვის დედა, როგორც ჩანს, სპეციალურად მიმართავდა ხალხს, დაჭრილი ლეკვის დასახმარებლად.
მაგრამ მისი დასასრული ბედნიერია! კარგია იმის დანახვა, რომ მსოფლიოში არიან მზრუნველი ადამიანები, რომლებიც მზად არიან სუსტი და დაუცველი ცხოველების დასახმარებლად.
რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე ამ ამბავმა? გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.