” მე და ჩემი მეუღლე გაჭირვებით ვცხოვრობდით ჩვენს ორ პატარასთან ერთად. მაშინ ყველას უჭირდა, მაგრამ გამხმარი პური და მაკარონი ასე თუ ისე, მაინც მოგვეპოვებოდა. ჩემი მეუღლე, ბაზარში ურიკებს დაატარებდა, ხან დატვირთვებზე მუშაობდა, ხან შავ მუშად და მოჰქონდა იმდენი, რომ შიმშილით არ დავხოცილიყავით.
ჩემი მეუღლის პატიოსნებამ და შრომისმოყვარეობამ, მალე გაუთქვა სახელი ბაზარში და ხალხშიც. ყველა პატივს სცემდა და აფასებდა. ერთხელ ბაზარში გაიცნო მოხუცი ცოლ-ქმარი, რომლებსაც დაეხმარა პროდუქტების მანქანამდე მიტანაში.
ორივე, იმდენად მოხუცები იყვნენ, რომ სთხოვეს სახლში გაყოლოდა და მიხმარებოდა მეშვიდე სართულამდე აეზიდა ყველაფერი. სანაცვლოდ კი კარგ გასამრჯელოს შეპირდნენ.
ამ მოხუცების შვილი, მოსლოვში გავლენიანი ავტორიტეტი ყოფილა, არც ფულს აკლებდა და არც მზრუნველობას. უბანში კი მათი შემხები არავინ გაიჭაჭანებდა. ცხოვრობდნენ ეს მოხუცი წყვილი თავისთვის. შვილის სითბოსა და მზრუნველობას მოკლებულებს ჩემი ქმარი გულში ჩაუვარდათ. თავიდან იმაზე, მეტი მისცე ვიდრე მანამდე შეპირდნენ.
შემდეგ იბარებდნენ ხოლმე და ხან ტანსაცმელს ჩუქნიდნენ, ხან საჩუქრებს ჩემთვის და ბავშვებისთვის. ბევრჯერ გამოუტანებიათ ცხელი ღვეზელები და ხაჭაპურები. ჩვენც გვეპატიჟებოდნენ და დღესასწაულებს მათათან ერთად ვხვდებოდით.
მოხეცები სწრაფად მოტყდნენ. კაცს თრომბი აწუხებდა, ქალს კი დიაბეტი ტანჯავდა. სულ იმას გვეუბნებოდნენ, თქვენ ხართ ჩვენი შვილები და ჩვენი მემკვიდრეებიო. მათი ვაჟიც ჩამოვიდა და დიდად მადლობელი იყო მათ მშობლებს რომ სიცოცხლეს ვუხალისებდით.
პატივისცემის ნიშნად, ფულიც მოგვცა და გვისაყვედურა, ასეთი კარგი ხალხი ხართ და რატომ არ მაწუხებთ, წინსვლაში დაგეხმარებითო. რამდენიმე თვეში ჩამოვალ და ზურასაც დავაწყებინებ კარგ სამსახურსო, მანამ კი ეს ფული გამოიყენეთო და ერთი შეკვრა ფული გამოგვიწოდა…
ალბათ, იმ დროში მილიონში ჩვ3ნ თუ გაგვიმართლა ასე. რომ ასე ერთბაშად გაჭირვებას თავი დავაღწიეთ, მაგრამ ვაი, რომ წინ უარესი გველოდა. ჩემმა ალალმა და მიამიტმა ქმარმა, რამდენიმე თანამშრომელთან და ბაზრის მოვაჭრესთან თქვა, ამდენი და ამდენი ფული მაჩუქესო.
ამბავმაც არ დააყოვნა და ღამის 11 ის ნახევარზე მძარცველები შემოგვივარდნენ სახლში. ჩემი ქმარი კონდახით გათიშეს, მე კი ჩემს პატარებთან ერთად ოთახის კუთხეში ძირს დაგვყარეს. ნიკოლოზი მაშინ 5 წლის იყო, ბექუნა კი 11 თვის. ნიკოლოზი მიხვდა რაღაცას და ჩაბჟირდა ტირილისგან, პატარა ბექა კი გაკვირვებული თვალებით აქეთ-იქით იყურებოდა.
მთელი სახლი ყირაზე დააყენეს, ყვიროდნენ და დახოცვით გვემუქრებოდენ, გვთხოვდნენ ფულს და ავტომატს თვალებთან გვიტრიალებდნენ. ჩემი ქმარი ხმაურზე აზრზე მოვიდა, უცბად მივარდნენ წკამზე დასვეს და ცემა დაუწყეს. აგინებდნენ, აფურხებდნენ და ემუქრებოდნენ, შენს ცოლს შენი და შენი შვილების თვალწინ გავაუპატიურებთო.
არადა, ამ დროს ის ფული უკვე ნაპოვნი ჰქონდათ, მაგრამ უფრო მეტს ელოდნენ და ეგონათ, დანარჩენს კიდევ მალავენ სადღაცო. ჩემი ქმრის ტანჯვისა და წამების კადრებს რომ ვერ გავუმკლავდი, გონება დავკარგე.
აზრზე რომ მივედი, თვალთ მიბნელდებოდა, მეძინებოდა და თვალები მეხუჭებოდა. თავის კოშმარში მეგონა, ვიფიქრე ალბათ სიზმარი იყო თქო, თვალები ფართოდ რომ გავახილე რას ვხედავ. ბექუნა ფეხზე დგას, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ზემოთ შევამჩნიე, როგორ უმიზნებდა ერთ-ერთი სატანა მძარცველი იარაღის ლულას თავზე. უეცრად ვიკივლე და გასროლის ხმაც გაისმა..
მეგონა ყველაფერი დასრულდა. ეს იყო ხმა, რომელმაც ჩემი სიცოცხლე ჯოჯოხეთად აქცია. ამ დღემ, ჩემი ცხოვრება სამუდამოდ დაასამარა. იმდენად მძიმე იყო ეს ყოვწლივე, რომ 7 წლის მანძილზე ფსიქიატრიულში ძლიერ წამლებით მჭყიპავდნენ, რადგან წამლის გამოსვლისთანავე ვიწყებდი ისტერიულ წივილს და ყვირილს.
ჩემმა გონებამ ვერ გაუძლო მაშინ ამხელა სტრესს. იმ ავტომატის ხმაზე მეგონა რომ ჩემს პატარას ესროლეს და მოკლეს, ამიტომაც გადავედი ჭკუიდან და მთელი ამ წლების მანძილზე ჩემი პატარა ბექა უკვე მესამე კლასში იყო, მაგრამ ყოველჯერზე როცა ის ჩემს სანახავად მოჰყავდათ, მეგონა რომ სიზმარი იყო. საბოლოოდ კი ეს სენი დავამარცხე და დღეს ბედნიერი ვარ ჩემს ოჯახთან ერთად…
17 წელია გასული იმ დღიდან. დღემდე ვერ ვიგებთ რა მოხდა იმ ღამეს. დღემდე ვერ ვპოულობთ იმ ადამიანს, რომელმაც ესროლა მძარცველს, იმ მომენტში, როდესაც ის ჩემი პატარას მოკვლას აპირებდა. მაგრამ ღმერთის წყალობით, ალბათ ჩვენმა პატიოსნებამ და სიკეთემ არ დაგვტოვა და სასწაული მოხდა.
ვერც პოლიციამ იპოვა უხილავი მსროლელი და ვერც ჩვენი მოხუცების ავტორიტეტულმა შვილმა. სროლა კი იმდენად ზუატი აღმოჩნდა, რომ პირდაპირ შუბში მოხვდა ტყვია, ხოლო ამის დანახვაზე მეორე მძარცველი შეშინწბული გაიქცა, რომელიც მალევე დააკავეს..
ციხიდან გამოსულმა კი მეორე დღეს თავი მოიკლა. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ მან თავი სწორედ იმ სახლის კარებთან და იმ თვესა და რიცხვში, როცა ის ტრაგგედია დატრიალდა ჩვენს თავს”.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია