11 სიგნალი, რომელსაც სხეული გიგზავნით ღვიძლის პრობლემების არსებობისას!

ღვიძლი მდებარეობს მუცლის ზედა ნაწილის მარჯვენა მხარეს. ეს არის ყველაზე დიდი ცალკეული ორგანო, რომლებიც ნაწილობრივ დაფარულია და დაცულია ნეკნებით.

ღვიძლი ასრულებს სხეულის დეტოქსიკაციის ფუქნციას და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა. თუ ღვიძლზე პრობლემები შეგექმნებათ, მაშინ ის ქვევით მოცემული 11 სიგნალით შეგატყობინებთ.

11 ადრეული დაავადებების სიმპტომები:

  1. აუხსნელი დაღლილობა

ეს არის ღვიძლის დაავადების ყველაზე შესამჩნევი ნიშანი. თუ მუდმივად გეძინებათ ეს იმას ნიშნავს, რომ სხეული სავსეა ტოქსინებით და თქვენს ღვიძლს არ შეუძლია მათი აღმოფხვრა.

  1. მადის დაკარგვა

მადის დაკარგვა წონის მნიშვნელოვან დაკლებას იწვევს. თქვენს მიერ მომხმარებული საკვები სათანადოდ არ არის მონელებული. ეს გამოწვეულია ღვიძლის მიერ გამოყოფილი ნაღვლის ნაკლებობით.

  1. კუჭის გაღიზიანება

გულისრევა და ღებინება ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების ნიშნებია. ეს სიმპტომები შეიძლება სხვა მდგომარეობებშიც გამოჩნდეს, როგორიცაა საკვებით მოწამვლა, შაკიკი ან ორსულობა.

  1. საჭმლის მონელების პრობლემები

ღვიძლი გამოიმუშავებს ნაღველს, რომელიც ხელს უწყობს ცხიმების მონელებასა და შეწოვას. თუ ღვიძლი დაზიანებულია, ამ სითხის საკმარისად წარმოებას ვეღარ ახერხებს და ამან შესაძლოა გამოიწვიოს დიარეა.

  1. შარდის ფერის ცვალებადობა

ზოგადად, როცა დაზიანებული ღვიძლი ვერ იშორებს ორგანიზმში ჭარბ ტოქსინებს, ეს იწვევს კანის გაყვითლებასა და შარდის ფერის ცვლილებას.

  1. განავლის ფერის ცვლილება

ღვიძლის დაზიანების შემთხვევისას, განავლის ფერის ცვლილება აშკარა ნიშანია, იმისა რომ  ნაღვლის ნაკლებობაა ორგანიზმში.

  1. სიყვითლე

ნაღვლის პიგმენტის მაღალი დონე სისხლში იწვევს  სიყვითლეს. გარდა ამისა, ყვითელი კანი, ენის წვერი ან თვალები იმის ნიშანია, რომ თქვენ გაქვთ პანკრეასის ან ნაღვლის ბუშტის პრობლემები.

  1. ტკივილი მუცლის არეში

მუცლის ქვედა ნაწილში აუხსნელი ტკივილი ან კრუნჩხვები ღვიძლის დაზიანების ნიშნებია. მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს მაღალი წნევა.

  1. შეშუპება

სითხის შეკავება(შეშუპება) არის მდგომარეობა, როცა ორგანიზმში ჭარბი სითხე გროვდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფეხების, სახის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება. მიუხედავად იმისა, რომ შეშუპება შეიძლება იყოს გულის უკმარისობის, თირკმელების პრობლემების, ლიმფური დავაადებების ან ჰორმონალური დისბალანსის სიმპტომი, ეს ასევე შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანების ბრალი.

  1. მგრძნობიარე კანი

დაზიანებული ღვიძლი კანს უფრო მგრძნობიარე ხდის, ამიტომ თუ გაქვთ კანის ქავილი, მცირე სისხლჩაქცევები და ხილულუ ვენები, ეს ღვიძლის პრობლემებზე მიუთითებს.

  1. ნაწლავური სისხლდენა

მათ შორის ნაწლავური სისხლდენაც დაკავშირებულია ღვიძლის პრობლემებთან.

You may also like...

1 Response

  1. NllpSidge says:

    cvs drugstore online pharmacy drugstore best drugstore eye cream

Leave a Reply

Your email address will not be published.