• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Tuesday, May 13, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

14 წლიანი ცოლ-ქმრობის დასრულება, 3 შვილი, კომპლექსები და „სასიკვდილო“ დიეტები – ის რაც თამუნა ლეკვეიშვილზე აქამდე არ იცოდით

by inew
12 December 2022
in საზოგადოება
0
14 წლიანი ცოლ-ქმრობის დასრულება, 3 შვილი, კომპლექსები და „სასიკვდილო“ დიეტები – ის რაც თამუნა ლეკვეიშვილზე აქამდე არ იცოდით
0
SHARES
17.4k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

„პრეზიდენტობა“, „ეკა ბესელიას იმიჯის მორგება“, უამრავი სკეტჩი და მუსიკალური ნომერი – დიახ, ეს თამუნა ლეკვეიშვილია, რომელიც წლების განმავლობაში საზოგადოების გაღიმებაზე ფიქრობს.

ზესტაფონელი გოგონა დღეს ბევრისთვის ღიმილის მომგვრელია. ჰოდა, სწორედ მის შესახებ გიამბობთ.

  • კომპლექსები

თავიდან, სანამ გავიაზრებდი და მივიღებდი ჩემს სხეულს ისეთს, როგორიც არის, კომპლექსები მქონდა. დიდი ზომის ტანსაცმელი მეცვა და ბეჭებში მოხრილი დავდიოდი, რომ მკერდი წინა პლანზე არ ყოფილიყო. აი, სკოლას რომ ვამთავრებდი, პრანჭვა და კომლექსების მოხსნა ერთდროულად მოხდა.

წონაში ორსულობის გამო მოვიმატე. სამი ბავშვი მიყოლებით გავაჩინე. ისე ვრჩებოდი ორსულად, წინა ბავშვის დროს მომატებული წონა არ მქონდა დაკლებული. წონაზე წონა ემატებოდა და საკმაოდ მოვიმატე. მოკლედ, რაც კი არსებობს, ყველა დიეტა დაცული მაქვს, „სასიკვდილო“ დიეტების ჩათვლით.

  • დიეტა

დიეტის დროს ტვინი მეფანტება. ათი დღის წინ დავიწყე მორიგი „სასიკვდილო“ დიეტის დაცვა, ძალიან ცოტას ვჭამდი, მეხუთე დღეს აბაზანიდან გამოვდიოდი და მივხვდი, გული მიმდიოდა. ჩავიმუხლე და წაქცევას გადავურჩი.

რამდენიმე წამი გათიშული ვიყავი და ძლივს მოვსულიერდი. წამოვწექი, ფეხები მაღლა ავწიე და საკუთარი გულწასული თავი თავადვე მოვაბრუნე ამქვეყნად.

  • „პრეზიდენტობა“

ყოველთვის ვუყურებ სალომეს, ყურადღებით ვუსმენ, თუ რამე ახალი მიმართვა ან გამოსვლა აქვს. ვაკვირდები, რა აცვია, რა უკეთია,

როგორ მოძრაობს, როგორ მეტყველებს და მუსიკოსის ყურით ადვილად ვიჭერ მის ინტონაციებს. ფიზიკურად კი დავემსგავსე, მაგრამ სალომესნაირი პრეზიდენტი არ ვიქნებოდი.

პირველად რომ გამიკეთეს სალომეს გრიმი, ჩავიხედე სარკეში და პრეზიდენტი მიყურებდა, ვერ მვხვდი, ჩემს თავს რა მოხდა. გაუცხოების მომენტი მქონდა.

ახლა კი ისე მივეჩვიე, სახლშიც კი წავსულვარ გადაღებიდან მანქანით პრეზიდენტის გრიმით და უნდა გენახათ, შუქნიშანთან გაჩერებულს, როგორ მიყურებდნენ მძღოლები. სხვათა შორის, პრეზიდენტის მხარდამჭერები მემტერებიან და ნეგატიურ კომენტარებს მიწერენ. არ ვბრაზდები – ესე იგი, კარგად ვაკეტებ ჩემს საქმეს.

  • მეუღლე

მე და გიგი 14 წელია ერთად ვართ.

ქმართან დაკავშირებით იყო გაუგებრობა და ერთ დღეში მოგვარდა. ყველას ეგონა, სოციალური ქსელი გამიტეხეს და ვიღაცამ დამიწერა, მაგრამ მე დავწერე ის სტატუსი, სადაც ქმარს მადლობას ვუხდიდი ამდენი წელი ერთად გატარებისთვის.

არ ვარ აფექტური, მაგრამ რაღაც მომივიდა და ამ სტატუსმაც, თავისი საქმე გააკეთა. ეს რომ დავწერე, ტელეფონი არ ჩერდებოდა, გაოგნებულები მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, რა მოხდაო. ყველას ვეტყვი, რომ ახლა ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს – ასე მარტივად გავცემ პასუხს.

ქორწილი არ გვქონია, გიგის დედა ჰყავდა ახალი გარდაცვლილი. სანამ შეყვარებულები ვიყავით, ვიცნობდი, არაჩვეულებრივი ქალი იყო და ძალიან გული დამწყდა, რომ არ შევხვდით ერთმანეთს, როგორც რძალი და დედამთილი.

დარწმუნებული ვარ, რძალ-დედამთილობაზე მითს აუცილებლად დავანგრევდი.

საქორწილო კაბა არ მცმია. რომეოს და ჯულიტას გვეძახიან – ჩვენს სიყვარულს კი აცოცხლებს და ახალ-ახალ ბიძგს აძლევს ის, რომ მთლად ჰარმონიული ურთიერთობა არ გვაქვს. ცოტა კამათი და გაბუტვებიც მოსულა, რაც აუცილებლად სჭირდება ორი ადამიანის ურთიერთობას. რაღაცნაირად ახანგრძლივებს მას. კამათი საჭიროა, რომ ძალიან ერთფეროვანი და მოსაწყენი არ იყოს ცხოვრება.

  • 14-წლიანი ურთიერთობის დასრულება

თამუნა ლეკვეიშვილმა 14 წლიანი კარიერა “რუსთავი 2”-ზე ერთ დღეში დაასრულა და “ვანოს შოუს” გუნდს “მთავარ არხზე” გაჰყვა.

„ძალიან რთული ზაფხული გამოვიარე. ყველაფერს წარმოვიდგენდი იმის გარდა, რაც დაგვემართა ამ ზაფხულს. 14 წელი გავატარეთ ერთ გუნდად და უცებ ყველაფერი შეიცვალა. ბევრი ჩემი მეგობარი დარჩა “რუსთავი 2”-ში და მათ წარმატებას ვუსურვებ.

ემოციებიდან დღემდე ვერ გამოვსულვარ, ბოლომდე არ მჯერა, რომ მეგობრები უცებ ერთმანეთის კონკურენტები გავხდით. მთელი აგვისტო ნერვიულობაში გავატარეთ.

როცა ჩვენი გუნდის თათბირი დაინიშნა, შეკვეთილში ვისვენებდი ოჯახთან ერთად და მანქანით მარტო წამოვედი ღამე. მთელი დღე თათბირი გვქონდა და ეს ყველაზე ემოციური დღე იყო ჩვენს ცხოვრებაში. იმ ღამესვე დავბრუნდი შეკვეთილში, ორი ღამე მომიწია გზაში ყოფნა. მოკლედ, მძიმე ზაფხული გადავაგორე“.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ჩემი ქმარი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე ბევრად უფროსი იყო სიგიჟემდე შემიყვარდა.. წლების შემდეგ ისე მოხდა, რომ ერთ დღეს მარტო ვიყავი და მისი ძმაკაცი მომვარდა… არვიცი როგორ მოვიქცე ან რა გავაკეთო..

Next Post

გუშინ შუაღამისას ჩემი ცოლი სახლიდან გავიდა.. დავეჭვდი და ტაქსით უკან გავყევი.. ცოტახანში დავინახე როგორ შევიდა საროსკიპოში და სწორედ აქედან დაიწყო წარმოუდგენელი კოშმარი..

Next Post
გუშინ შუაღამისას ჩემი ცოლი სახლიდან გავიდა.. დავეჭვდი და ტაქსით უკან გავყევი.. ცოტახანში დავინახე როგორ შევიდა საროსკიპოში და სწორედ აქედან დაიწყო წარმოუდგენელი კოშმარი..

გუშინ შუაღამისას ჩემი ცოლი სახლიდან გავიდა.. დავეჭვდი და ტაქსით უკან გავყევი.. ცოტახანში დავინახე როგორ შევიდა საროსკიპოში და სწორედ აქედან დაიწყო წარმოუდგენელი კოშმარი..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In