თოქ-შოუ “პროფილი” განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)

თოქ-შოუ “პროფილი” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. საუბარია ორი კვირის წინ, ეთერში გასულ გადაცემაზე, რომელიც დაკარგულების თემას ეხებოდა.
განცხადებაშია ნათქვამია, რომ გადაცემის ერთ-ერთმა გმირმა იოსებ კუაცაშვილმა დედა იპოვა.
“ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო ამბავი გვინდა გაგიზიაროთ.
ზუსტად ორი კვირის წინ “პროფილმა” დაკარუგლების თემაზე გადაცემა მოამზადა, რომელსაც უკვე მე-11 წელია რაც აკეთებს.
ჩვენი გადაცემის ერთ-ერთმა გმირმა იოსებ კუაცაშვილმა გადაცემა “პროფილის” და ჩვენი მაყურებლის დამხარებით ბიოლოგიური დედა იპოვა, რომელსაც წლების განავლობაში უშედეგოდ ეძებდა. იოსები უკვე შეხვდა დედას და ყველა იმ კითხვაზე მიიღო პასუხი, რომელიც წლებია აწუხებდა.
მოგვწერეთ თუ რომელიმე გადაცემის გმირის ისტორია გეცნობათ და რაიმე ინფორმაცია ფლობთ. ჩვენს გადაცემაში კონფიდენციალურობა დაცულია” – ნათქვამია განცხადებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *