თსუ-ს სტუდენტები „რეგიონული უსაფრთხოება და კონფლიქტების მოგვარება“ გაივლიან

სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტები „რეგიონული უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მოგვარების“ კურსს გაივლიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში.

თსუ კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტსა და სან დიეგოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების და კონფლიქტების ანალიზის დეპარტამენტს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, უკვე მეხუთე ნაკადია თსუ საზაფხულო სკოლაში მონაწილე სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტებისა. საზაფხულო სკოლაში ყოველწლიურად 30-მდე ამერიკელი სტუდენტი მონაწილეობს. ლექცია-სემინარებს თსუ-ს წამყვანი პროფესორები ატარებენ. საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა საქართველოს სახელმწიფოს მიდგომები კონფლიქტების მოგვარებისადმი; საქართველო და რეგიონული პოლიტიკა; საქართველოს ადგილი კავკასიის რეგიონში; საქართველოს ენერგოპოლიტიკა; საქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკა; საქართველო რელიგიის კონტექსტში; საქართველო და ევროკავშირი; აშშ, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი; ადამიანის უფლებები საქართველოში და სხვა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *