ტრანსფობიური მოტივით ქალს ბინა არ მიაქირავეს ბათუმში

ტრანსგენდერ ქალს, ტრანსფობიის ნიადაგზე ბათუმში ნაქირავები ბინის დაცლა მოსთხოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ equality.ge ავრცელებს.


შემთხვევა დღეს, 13 ივნისს მოხდა. როგორც დაზარალებული ქალი გვიყვება, მან 20 დღით იქირავა ბინა ბათუმში და ბინის მეპატრონესთან სატელეფონო საუბრით შეთანხმდა, რომ ქირის საფასურს ნაწილ-ნაწილ გადაუხდიდა.

შეთანხმების მიხედვით, მან 100 ლარი, თანხის ნაწილი, წინასწარ გადაუხადა ბინის მეპატრონეს. მას შემდეგ, რაც მეპატრონე მას შეხვდა, დისკრიმინაციული მოტივით ბინის დაცლა მოსთხოვა, თუმცა ფულის დაბრუნება არ ისურვა.

დაზარალებულის თქმით, ბინის მეპატრონემ ბინის დაცლა იმიტომ მოსთხოვა, რომ არ უნდოდა თავის სახლში ტრანსგენდერ ადამიანს ეცხოვრა.

ტრანსგენდერმა ქალმა პოლიციას გამოუძახა, რის შემდეგაც ბინის მფლობელმა გადახდილი თანხის ნაწილი დაუბრუნა და იძულებული გახდა სხვა ბინა მოეძიებინა.

Author: inew

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *