დავით გარეჯში უდაბნოს მონასტერთან მომლოცველებს აღარ უშვებენ

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დღის მეორე ნახევარში გადაწყვეტილება შეცვალეს და დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრისკენ მომლოცველებს აღარ უშვებენ.

ადგილზე მობილიზებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალებიც. 

მამა ილარიონის ინფორმაციით, პერიოდულად გადაადგილება ტურისტებსაც ეზრუდებათ.

„გადაადგილება ეზღუდება ტურისტს, ვისაც უნდა დაათვალიეროს ფრესკები. ასევე, პერიოდულად გადაადგილება ეზღუდება ადგილობრივ მომლოცველებსაც, ვისაც უნდათ წმინდა ადგილების მოლოცვა და სამწუხაროა, მაგრამ სამწუხარო რეალობას ვერ გავურბივართ ჩვენ. გრძელდება ამდენი ხანია, ველოდებით, რომ გადაწყდეს ეს საკითხი და მოგვარდეს” -აღნიშნა მამა ილარიონმა.

Author: inew

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *