საგარეჯოში დავით გარეჯის მცველი მხედრები იკრიბებიან – ისინი ხვალ დოღში მიიღებენ მონაწილეობას

საგარეჯოს ცენტრში სხვადსხვა რეგიონიდან ჩასული ცხენოსნები იკრიბებიან. 50-მდე მხედარი ხვალისთვის დაგეგმილ გარეჯობის დღესასწაულს შეუერთდება. გარეჯის მიმართულებით ისინი თუშური სათემო და ხევსურული დროშებით დაიძვრებიან. „გარეჯი საქართველოა“ – ამ სლოგანით მხედრები ხვალ დაგეგმილ დოღში მიიღებენ მონაწილეობას.

Author: inew

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *