სტამბოლის ახალი 12-მილიარდიანი აეროპორტი მსოფლიოში უდიდესი იქნება

6 აპრილს სტამბულის ათათურქის სახელობის აეროპორტმა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ აეროპორტადაა მიჩნეული მსოფლიოში, სადაც ყოველწლიურად 70 მილიონი მგზავრის ტრანზიტი ხორციელდება, მუშაობა შეაჩერა, თუმცა დროებით სატრანსპორტო დანიშნულების ფრენებს მაინც მოემსახურება.

მგზავრები უკვე სარგებლობენ ახალი აეროპორტით, სადაც პირველი ფრენა 2018 წელს შესრულდა. მშენებლობის პირველი ფაზა, რომელიც მოიცავდა 3 ასაფრენი ზოლის მოწყობას, უკვე დასრულებულია. 2025 წლისთვის აეროპორტის მშენებლობა ოფიციალურად დამთავრდება და მისი მთლიანი გეგმიური ხარჯი იქნება 12 მილიარდ $ .

ახალი აეროპორტი მოიცავს 76 მილიონ კვადრატულ მეტრს და შეუძლია 90 მილიონ მგზავრს მოემსახუროს წელიწადში. მშენებლობის დასრულების შემდეგ , აეროპორტი 200 მილიონი მგზავრის მიმოსვლას მოემსახურება ყოველ წელს. ამ მაჩვენებლით იგი მსოფლიოში ყველაზე დატვირთული აეროპორტის სტატუსს შეიძენს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *