Facebook-ი საკუთარ კრიპტოვალუტას უშვებს, ბიტკოინის ფასი 2,5-ჯერ გაიზარდა

2019 წლის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 2,5-ჯერ გაიზარდა და 10 000$-ს მიაღწია. ამ შედეგის მიღწევაში მას facebook-ი დაეხმარა, რომელმაც განაცხადა, რომ საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას აპირებს. ამ განცხადებამ თავად სოცქსელის აქციების ფასიც 4,24%-ით გაზარდა, თუმცა როგორც ექსპერტები აცხადებენ, სამომავლოდ, ბაზარზე ასეთი ძლიერი მოთამაშის გამოჩენამ შესაძლოა სხვა კრიპტოვალუტებზე უარყოფითად იმოქმედოს.

შეგახსენებთ, რომ Facebook-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2020-ში აპირებს საკუთარი კრიპტოვალუტის Libra-ს გამოშვებას. ვალუტა სტეიბლკოინის პრინციპით იმუშავებს, ანუ იგი რეალური ვალუტებით (დოლარი ევრო და აშ) იქნება გამყარებული, რა მას გაცილებით სტაბილურს გახდის.

იმისთვის, რომ Libra გამოიყენოთ, უნდა ჩამოტვირთოთ სოცქსელის ციფრული ყულაბა Calibra.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *