რომელი დროა ზოდიაქოს ნიშნებისთვის ყველაზე საუკეთესო დღის განმავლობაში

ცნობილმა ასტროლოგმა პაველ გლობამ დაასახელა თუ რომელი დროა ზოდიაქოს ნიშნებისთვის ყველაზე საუკეთესო დღის განმავლობაში. მისი თქმით, ყოველი დღის მცირე დროის მონაკვეთში არსებობს მომენრები, როდესაც თქვენ შეგიძლიათ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოთ.

ასე მაგალითად, წყლის სტიქიის წარმომადგენლების, კირჩხიბების, მორიელებისა და თევზებისთვის საუკეთესო დრო დილის 6-დან 10 საათამდე და საღამოს 21-24 საათამდეა. სწორედ ამ დროს მათ შეუძლიათ საქმეების მოგვარება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც მათ მომავალზე დადებით გავლენას მოახდენს.

ტყუპები, სასწორები და მერწყულები პრობლემებს ყველაზე კარგად 12-13 საათის პერიოდში აგვარებენ, ხოლო დაწყებულ საქმეს წარმატებით 22-23 საათის პერიოდში ასრულებენ.

ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს ვერძებს, ლომებსა და მშვილდოსნებს გლობა პრობლემების მოგვარებას დილის 5 საათამდე და 12-14 საათის პერიოდში ურჩევს. მათ სწორედ ამ დროს შეუძლიათ რთული გადაწყვეტილებების მიღება და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა.

ქალწულებს, თხის რქას და კუროს ასეთი პერიოდი უფრო დიდი აქვთ – შედეგების მიღწევისათვის მათ მთელი სამუშაო დღე – 10-დან 18 საათამდე აქვთ.

პაველ გლობა ერთერთი ცნობილი ასტროლოგია მსოფლიოში. მისი პროგნოზების სიზუსტის კოეფიციენტი 80%. ახდენილ წინასწარმეტყველებათა შორის გამოყოფენ ბორის ელცინის გადადგომასა და ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის, ჩერნობილის ტრაგედიას, 9/11-ის ტერაქტის და ბარაკ ობამასა მეორე ვადით არჩევსა და სხვ.

მცდარი აღმოჩნდა გლობას პროგნოზი ჰილარი კლინტონისა და იულია ტიმოშენკოს გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით, ასევე სადამ ჰუსეინის ფადარჩენისა და სხვა შემთხვევებში.

წარუმატებელ პროგნოზებს გლობა იმით ხსნის, რომ 100%-იანი გარანტია არ არსებობს, ცხოვრებაში მრავალი მიზეზი და ვარიანტია, რომელთა გათვალისწინებაც შეუძლებელია. იგი თვლის რომ ადამიანს შეუძლია თავისი ჰოროსკოპის შეცვლა, თუ ამის შესაბამისი სურვილი და უნარი გააჩნია.

Author: inew

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *