“ხელისუფლებაში არიან კონკრეტული ძალები, რომლებმაც ანაკლიის პროექტი დააზიანა და უკან დახია”- ანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელი

ანაკლიის კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი ფოთში, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემას ეხმაურება. 
მისი თქმით, ხელისუფლების გადაწუვეტილებამ ანაკლიის პროექტი დააზიანა. 
„არსებობენ კონკრეტული ძალები, რომლებიც ასევე ხელისუფლებაში არიან, რომლებმაც ეს კონკრეტული პროექტი განახორციელეს, რომელმაც ანაკლიის პროექტი უკან დახია,“-განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

მისივე თქმით, ამ ფაქტმა გამოიწვია ინვესტორების და ბანკების შეშფოთება და ეჭვქვეშ დადგა ნდობის საკითხი.

„ნდობის მომენტი დაზიანებულია და მთავრობამ უნდა იღონოს ყველაფერი, რომ ჩვენ ბანკებთან და საკვანძო მოთამაშეებთან მაქსიმალურად გაარკვიონ, რომ ეს იყო შეცდომა და აღადგინონ ურთიერთობა,“-განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ლევან ახვლედიანის თქმით, მისთვის გაუგებარია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მინისტრის განმარტება, რომ ამ ნებართვის გაცემის შესახებ არაფერი იცოდა.

“ეს არის დაუჯერებელი, რომ 28 დღის მანძილზე მთავრობიდან არავინ ამის შესახებ არ იცოდა,” – თქვა ლევან ახვლედიანმა.

Author: inew

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *