"სადაც პირველი პირი პრემიერია, წესით, არ უნდა იყოს წარმოდგენილი პრეზიდენტი" - როგორ გამოეხმაურა პრეზიდენტის სურვილს ირაკლი კობახიძე?

"ბიძინა ივანიშვილს უყვარს მოულოდნელი სვლები..."

მიიღებს თუ არა ჯო ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "მაგთიკომს" ტარიფების გაძვირება შეუჩერა

13 ნივთი ფრანგი ქალბატონების გარდერობიდან

loading...
loading...

ფრანგი ქალბატონების სტილი გამორჩეულია თავისი სისადავითა და დახვეწილობით. როგორც წესი, ისინი უპირატესობას ანიჭებენ ხარისხს და არა რაოდენობას.

ერთფეროვანი მრავალფეროვნება, ასეც შეიძლება ჩაცმის ფრანგული სტილის შეფასება. სწორედ ასე აღიქმება სტილი, რომელიც ერთი შეხედვით საბაზისო, მონოტონური ნივთებისგან შედგება, რასაც ჰარმონიულად ერწყმის გემოვნებით შერჩეული აქსესუარები, ბუნებრივი დახვეწილობა და თავდაჯერებულობა.
გთავაზობთ ფრანგი ქალბატონების გარდერობის შემადგენელი ნივთების ჩამონათვალს:

მაღალწელიანი ჯინსი, რომელიც იდეალურად გერგებათ

მაღალწელიანი ჯინსი თქვენ პროპორციებს საუკეთესო სახით წარმოაჩენს, ამასთანავე მოგცემთ სხვადასხვა ზედატანის შეხამებისა და ინტერპრეტაციის საშუალებას.

კლასიკური შარვალი
ასეთი შარვალი ნებისმიერი სიტუაციისთვის გამოგადგებათ. შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც კლასიკური სიგრძის, ასევე კოჭის ზემოთ გადაჭრილი მოდელი (ამ უკანასკნელის შერჩევას უნდა მოერიდნონ შედარებით ტანდაბალი ადამიანები, რადგან ასეთი ჭრილი ვიზუალურად ამოკლებს სხეულს).

ზოლიანი ზედატანი
ასეთი ზედატანი ფრანგი ქალის სავიზიტო ბარათია და ის ნებისმიერი სტილის შესაქმნელად გამოდგება.

თეთრი პერანგი
აუცილებელი ნივთების სიაში ერთ-ერთი მოწინავეა. უმჯობესია თუ პერანგის მატერია ძვირფასი იქნება. ეს ის ნივთია, რომელშიც ინვესტირება ნამდვილად ღირს.

Smart Casual პიჯაკი
ასეთი სტილის პიჯაკს მოუხდენთ როგორც ჯინსს, ასევე კლასიკურ შარვალსა და ქვედაბოლოს. მისი დამატებით თქვენ ვიზუალს დასრულებულ იერს მიანიჭებთ.

პასტელური ფერის, ნაქსოვი ზედატანი
უპრეტენზიო, სადა და დახვეწილი საბაზისო ნივთი, რომელიც ინტერპრეტაციის და ჩაცმულობაში ექსპერიმენტების საშუალებას მოგცემთ და ამასთანავე ხაზს გაუსვამს თქვენ დახვეწილობას.

მოკლე ქვედაბოლო, ტრაპეციით
ფრანგული სტილის შემადგენელი აუცილებელი ნივთია. ასეთი ქვედაბოლო განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურება თუ ის ხავერდის ან ვილვეტის ნაჭრისგანაა შეკერილი.

პატარა შავი კაბა
ყველა დროისა და სიტუაციის ფავორიტი – პატარა შავი კაბა ფრანგული სტილის განუყოფელი ნაწილიცაა. სადა, დახვეწილი და სხეულის პარამეტრებზე იდეალურად მორგებული ეს ნივთი თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება.

საწვიმარი ლაბადა
თუ ფრანგულ კლიმატს გავითვალისწინებთ, გასაკვირი არც იქნება რომ ქალბატონების გარდერობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნივთს საწვიმარი ლაბადა წარმოადგეს. პრაქტიკულ გამოყენებასთან ერთად, ის მოდური და დახვეწილიცაა.

ფეხსაცმელი პატარა ქუსლით
გარდა იმისა რომ მოდური, ლამაზი და დახვეწილია, ამასთანავე ასეთი სიმაღლის ქუსლის ტარება მიზანშეწონილია ჯანმრთელობისთვისაც. მისი ტარებით არ დაიღლებით, სამაგიეროდ იქნებით მეტად თავდაჯერებულები და ელეგანტურები.

ჩანთა 
ჩაცმის ფრანგული სტილი სადა და მონოტონურია. მისი გახალისება აქსესუარებითაა შესაძლებელი. მთავარია, არ დაგავიწყდეთ რომ ის ფუნქციონალურთან ერთად დახვეწილი და საერთო სტილის შესაბამისი იყოს.

აბრეშუმის შარფი
ფრანგული სტილის კიდევ ერთი განუყრელი ატრუბუტი, რომელიც ახალისებს ერთ ფერში გადაწყვეტილ საერთო ვიზუალს.

….და ბოლოს
წითელი ტუჩსაცხი
ფრანგი ქალბატონები როგორც სამოსში, ასევე მაკიაჟში ბუნებრიობას ანიჭებენ უპირატესობას. ისინი დიდ დროს უთმობენ სახის კანისა და თმის მოვლას. მათი მაკიაჟი ხშირად მხოლოდ ტუჩსაცხით შემოიფარგლება.

loading...
loading...

გაზიარება