"სადაც პირველი პირი პრემიერია, წესით, არ უნდა იყოს წარმოდგენილი პრეზიდენტი" - როგორ გამოეხმაურა პრეზიდენტის სურვილს ირაკლი კობახიძე?

"ბიძინა ივანიშვილს უყვარს მოულოდნელი სვლები..."

მიიღებს თუ არა ჯო ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "მაგთიკომს" ტარიფების გაძვირება შეუჩერა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი გათავისუფლდა

loading...
loading...

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, 61 თანამშრომელი გათავისუფლდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, საჯარო სამსახურის ბიურო შეეცდება, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის კვლავაც საჯარო სივრცეში მოიძიოს სამუშაო ადგილები.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერის ინფორმაციით, 15 იანვარს დაიწყო მეორე ეტაპი, რომლის დროსაც მოხდა მოქმედ თანამშრომლებთან გასაუბრება, რადგან ისინი სარგებლობენ უპირატესობით და პირველ რიგში, მათთან მოხდა შეთავაზებების გაკეთება.

„ამ მეორე ეტაპზე 61 თანამშრომელი გადავიდა მობილობის სქემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ისინი რჩებიან ადმინისტრაციაში, იღებენ კუთვნილ შრომით ანაზღაურებას.

ამავე დროს, მათ შესახებ ინფორმაცია უკვე გადაგზავნილია საჯარო სამსახურის ბიუროში, რომელიც ეცდება, ერთი თვის განმავლობაში, ბუნებრივია, საქართველოს მასშტაბით, კვლავაც საჯარო სივრცეში მოიძიოს მათი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის შესაბამისი პოზიციები.

მოხდება შეთავაზებები. ისინი, ვინც მიიღებენ ამ შეთავაზებებს და დათანხმდებიან, ბუნებრივია, გადავლენ ახალ სამსახურებში, ხოლო ყველა, ვინც საკუთარი სურვილით არ დათანხმდება, ან არ მოიძებნება მათი შესაბამისი კომპეტენციის პოზიცია, მიიღებენ კიდევ ერთი თვის თანამდებობრივ სარგოს კომპენსაციის სახით”, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისივე თქმით, თერთმეტი თანამშრომელი ამჟამად დეკრეტულ შვებულებაში იმყოფება და კანონმდებლობის შესაბამისად, ისინი ადმინისტრაციის თანამშრომლებად რჩებიან.


loading...
loading...

გაზიარება