დაბუნაოლიბგსან სუნი ქონდა და არავინ გერდით არ უჯედობად... მე შეომხმდეა გაუვიღმე თავი ჩახარა და აეიტარ..."

„16-17 წლის ქათრევლი ბაშვევიბს ბოდრლეი, სადაც ქათრევლ მაამაკეცბს შესვლა აკძრლალუი აქვთ“

ქათრევმლა გოგომ Skpy-eში ფულის გამო გახიდაა (ვდიოე) +18

ესეთი სიუტცაია უცოხთეის სხავადხსვა სკლობეში როემილც ინეტნრეტ საყმრაომ მოიცვა

loading...
loading...

როგორ მოვიწყოთ ნამდვილი რომაული არდადეგები?

საკულტო ფილმის, რომაული არდადეგების ყურების დროს, ერთხელ მაინც გაიფიქრებდით - რა მოხდება, ასეთი თავგადასავალი მეც რომ გადამხდესო?! მართალია, პრინცესობა შეიძლება რთულად მისაღწევი იყოს, მაგრამ რომში მოგზაურობა არც წარმოუდგენელია და არც - დაუჯერებელი.

გამომდინარე იქიდან, რომ უკვე უვიზოდ და თანაც, ვიზეარის წყალობით 141.99 ლარად პირდაპირ რომში შეიძლება ამოვყოთ თავი, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ერთი დღით პრინცესა ანას ან ჟურნალისტი ჯო ბრედლის როლი მოირგოს.

დიახ, დღეს მარტივია ნამდვილი რომაული არდადეგების მოწყობა. თამამად შეგიძლიათ გადაეშვათ დიდ თავგადასავლებში, ისეირნოთ რომის ვიწრო ქუჩებში და რაც მთავარია, არ უნდა გამოგრჩეთ ცნობილი ესპანური კიბეების ნაყინის ჭამით ჩამორბენა.

იმისათვის, რომ რომაული არდადეგები ნამდვილად შედგეს, გთავაზობთ იმ ადგილების ჩამონათვალს, რომლებიც ლეგენდარულმა ოდრიმ, ანას პერსონაჟთან ერთად გაიარა.

ბოკა დე ლა ვერიტა

წმინდა მარიას ბაზილიკა რომში, რიპას რაიონში მდებარეობს. სწორედ აქ გადაიღეს სახელგანთქმული სიმართლის პირის სცენა, როდესაც ჯო (გრეგორი პეკი) სკულპტურის პირში ხელს ყოფს და პრინცესა ანას ატყუებს, თითქოს ხელი მოაჭამეს.

რომის ფორუმი

რომის ფორუმი სწორედ ის ადგილია, საიდანაც პრინცესა ანა გაიქცა. როგორც ცნობილია, შენობა ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე მეოთხე საუკუნეში ააგეს. აღსანიშნავია, რომ აქ სცენის გადასაღებად ფილმის შემქმნელებს დიდი ბრძოლის გამართვა დასჭირდათ. რომის მერია ფორუმის ტერიტორიაზე გადაღებას კრძალავდა, თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი რეჟისორის სასიკეთოდ გადაწყდა.

კოლიზეუმი

მიუხედავად იმისა, გეგმავთ თუ არა რომაული არდადეგების ტურის გავლას, კოლიზეუმს ქალაქში გვერდს მაინც ვერ აუვლით.

პიაცა კოლონა

გახსოვთ ის სცენა, როდესაც გაქცეული პრინცესა სასახლეში ბრუნდება და ჟურნალისტებს ხვდება?! დიახ, ეს საკულტო ეპიზოდი სწორედ პიაცა კოლონაშია გადაღებული.

პანთეონი

ადგილი, სადაც პრინცესა ანა და ჯო მეგობარ ჟურნალისტთან ერთად საუბრობენ, არც მეტი, არც ნაკლები, 2 ათასი წლის წინ აგებული შენობის ეზოშია.

ესპანური კიბეები

ესპანური კიბეები სწორედ ის ადგილია, რომლის გარეშეც რომაული არდადეგები უბრალოდ ვერ შედგება. 1725 წელს აშენებულ კიბეებს 135 საფეხური აქვს. იქვე ახლოს კი ტრადიციული იტალიური ნაყინიც იყიდება, რომელთან ერთადაც ამ კიბეების ჩამორბენა თქვენს მოგზაურობას ნამდვილად სამახსოვროს გახდის.

ტრევის შადრევანი

ადგილი, სადაც პრინცესა ანა ვარცხნილობას იცვლის, ზუსტად ლეგენდარული ტრევის შდრევანთან მდებარეობს. ასე, რომ თამამად შეგიძლიათ ამ ქუჩაზე გასეირნების დროს, თუ თმას არ შეიკრეჭთ, შადრევანში მონეტა გადააგდოთ და სურვილად რომში დაბრუნება ჩაიფიქროთ.

ანგელოზის ციხესიმაგრე

ანგელოზის ციხესიმაგრე და იქ მდებარე ტიბრის მდინარე, რომაული არდადეგების ყველაზე რომანტიკული საღამოს თვითმხილველია. სწორედ აქ მიხვდნენ პრინცესა ანა და ჯო, რომ ერთმანეთის მიმართ გრძნობები ჰქონდათ (როგორ დასრულდა ეს ამბავი, სულ სხვა თემაა).

გაზიარება

loading...
loading...