მას შემდეგ, ოთხი წელი გავიდა, რაც ჩვენ ერთმანეთს დავშორდით.
მანამდე ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი, მაგრამ ახლა ყველაფერი პირიქითაა.
პირველი კლასიდან ვიზრდიდი თმას სკოლის ბანკეტისთვის. სკოლა რომ დავამთავრე, თმა კოჭებამდე მწვდებოდა. ისეთი ლამაზი ვიყავი, ყველა მე მიყურებდა.
სულ იმ დღეს ვწყევლი, თმის გაზრდა რომ დავიწყე – ამხელა თმის გარეშე ასეთი ლამაზი, ხომ არ ვიქნებოდი და ცხოვრებაშიც აღარ დავიტანჯებოდი ასე.
სკოლის დამთავრების შემდეგ კარგა ხანს ვგრძნობდი, რომ ვიღაც გამუდმებით მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა.
ჩემი გარეგნობის გამო, მიჩვეული ვიყავი ბიჭებისგან ყურადღებას და არ გამკვირვებია. თან, გამოუცდელი ლაწირაკი ბავშვი ვიყავი, მომწონდა ეს ამბავი და მეც ბიჭებისკენ გამირბოდა თვალი.
არ ვიცი, როგორ, მაგრამ, ორი კვირის შემდეგ მან სახლში მომაკითხა და მითხრა, ჩემთან წამოდიო. კი ვუთხარი, ხომ არ გაგიჟდი-მეთქი, მაგრამ მაინც ჩავუჯექი მანქანაში, მან კი მომიტაცა.
ვუთხარი, ხელი არ მახლო-მეთქი, მაგრამ ყურიც არ მათხოვა. მოკლედ, ჩვენ ერთად ვიწექით, თან, ისეთი სულელი აღმოვჩნდი, რომ თავიც არ დამიცავს, რასაც საკუთარ თავს ვერ ვპატიობ.
უცებ მისმა ტელეფონმა დარეკა და ის გიჟივით გავარდა, მე კი მარტო დამტოვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დედამისს ავტობუსი დასჯახებია და საავადმყოფოში წაუყვანიათ. მეც, დრო ვიხელთე, ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი. მშობლებისთვის ცხადია, არაფერი მითქვამს.
ორი კვირის შემდეგ, დაქალის თხოვნით, ტესტი ჩავიტარე და აღმოჩნდა, რომ ორსულად ვიყავი. როცა ოჯახს ყველაფერი ავუხსენი, მამამ სახლიდან გამომაგდო და იძულებული გავხდი, იმ ბიჭს ცოლად გავყოლოდი.
სხვათა შორის, სიამოვნებით მიმიღო და მასთან გადავედი საცხოვრებლად. სანამ ორსულად ვიყავი, თავს მევლებოდა, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა. საქმე ისაა, რომ ჩემი ქმარი სამსახურიდან გამოუშვეს და მას შემდეგ, დაიწყო ჩვენ შორის დაკა-დაკა.
მალე ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდა, რადგან ის გალოთდა და ჯავრს ჩემზე იყრიდა – ხშირად მლანძღავდა და მცემდა. ერთ დღეს ამ ყველაფერს ჩვენი მეზობელი, ქალბატონი ნელი შეესწრო.
მას შევეცოდე და, რადგან თვითონ ვერ დამიცავდა, იფიქრა, პატრულში დავრეკავო.
მობილურს რომ დაუწყო ძებნა, ჩემმა ქმარმა ხელი ჰკრა, ქალბატონი ნელი წაიქცა და მძიმე ფორმის ტვინის შერყევა მიიღო. მაგრამ, როგორც კი გამოკეთდა, ჩემს ქმარს უჩივლა და დააჭერინა.
ამჟამად, ბავშვთან ერთად ვცხოვრობ სოფელ დიღომში, საშინელ პირობებში, მაგრამ იმაზე უკეთესად მაინც ვარ, ვიდრე ქმართან ცხოვრების პერიოდში ვიყავი.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ანა, 20 წლის.