ვასო ყველას უყვარდა, ის საოცარი ბავშვი იყო არა მარტო გარეგნობის, არამედ ხასიათის გამოც – ბიჭი ძალიან მოსიყვარულე და დამჯერე იყო, მაგრამ მას, მალე ბევრი განსაცდელი დაატყდა თავს…
აი როგორ წარიმართა პატარა ბიჭის ბედი: ოჯახში ვასო ყველას რჩეული იყო. ბიჭი, მხირული და კეთილი ბუნების გამო განსაკუთრებით უყვარდათ. მას ბევრი მეგობარიც ჰყავდა, რომლებთან ერათადაც თამაშებს იგონებდა და ასე ერთობოდა.
მაგრამ ყველაზე მეტად, კარადაში ჩაკეტვა და იქ თავის ფუმფულა დათუნიასთან ერთად თამაში უყვარდა. ბიჭი სათამაშოს სხვადასხვა ისტორიებს უყვებოდა. ხშირად, მას კარადაში ჩაძინებულსაც პოულობდნენ – ის თავის დათუნიასთან იყო ხოლმე ჩახუტებული.
ეს ამბავი შემოდგომაზე მოხდა. ვასო 5 წლის გამხდსრიყო. ბიჭი ცოტათი ავად გახდა, ამიტომ ბაღში არ წასულა. როგორც ყოველთვის, ვასო თავის საყვარელ სათამაშოსთან ერთად კარადაში შეიკეტა.
შვილის ავადმყოფობის გამო, დედამისიც სახლში დარჩა. რაღაც დროის შემდეგ, ბიჭის მშობლების ოთახიდან ხმამაღალი ლაპარაკის ხმა გამოვიდა, რომელიც თანდათან ყვირილში გადაიზარდა, შემდეგ კი სიჩუმე ჩამოწვა. ვასო კარადიდან გამოვიდა და დედას დაუძახა, მაგრამ ის არ გამოეხმაურა.
მშობლების ოთახში შესულმა ბავშვმა დაინახა, რომ დედამისი იატაკზე იწვა და სულ სისხლში იყო მოსვრილი. ბიჭს ძალიან შეეშინდა და ისევ კარადაში დაიმალა, შემდეგ კი იქვე ჩაეძინა.
ვასოს მას შემდეგ მიაგნეს, რაც მამამისი სამსახურიდან დაბრუნდა, მაგრამ ბიჭის გაღვიძება ექიმებმაც კი ვერ შეძლეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვასომ ერთი კვირის შემდეგ გაიღვიძა, მაგრამ ის ხმას აღარ იღებდა. როგორც ექიმები ხსნიდნენ, ეს ძლიერი სტრესის შედეგი იყო, რომელიც ბიჭმა გადაიტანა.
ვასოზე ზრუნვა ბებიამისმა, თამარმა ითავა. მან ბიჭი თავისთან, სოფელში წაიყვანა მას შემდეგ, რაც მისი სიძე, ბავშვის მამა დაითანხმა, რომ ვასოსთვის ასე უკეთესი იქნებოდა.
ბიჭს მამაზე უკეთ ბებია მოუვლიდა, რადგან როგორც წესი, მასზე სულ დედა, ნატალია ზრუნავდა. თამარს სიძემ უთხრა, რომ ვასოს ფინანსურად ის უზრუნველყოფდა…
სოფლის ცხოვრებამ და ბებიის ზრუნვამ, ბიჭზე კარგად იმოქმედა. თან, თამარს შესანიშნავი დამხმარე ჰყავდა – მეზობელო სტეფანე, რომელსაც ქალი ახალგაზრდობიდან მოყოლებული უყვარდა…
ვასოს მდგომარეობა თანდათან უმჯობესდებოდა. მან დამოუკიდებლად ჭამა და ჩაცმა დაიწყო. თუმცაღა, ისევ არ ლაპარაკობდა. ორ კვირაში ერთხელ, თამარს ის ექიმთან კონსულტაციაზე დაჰყავდა.
ამისთვის, ქალაქში ჩასვლა იყო საჭირო. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს, შემთხვევით, მან თავისი სიძე დაინახა, რომელიც ახალგზარდა ქალს ეხუტებოდა. თამარმა ძალიან განიცადა საკუთარი ქალიშვილის გამო, მისი სიკვდილიდან ხომ ასე ცოტა დრო გასულიყო.
მამას საკუთარი შვილიც დაევიწყებინა – ის არა მარტო არ ნახულობდა შვილს, არამედ თამარს გაცილებით ნაკლებ ფულს უგზავნიდა, რაც ქალს ბავშვის მოვლაზე და მკურნალობაზე არ ჰყოფნიდა.
სახლში რომ დაბრუნდა, თამარმა თავის სიძეს დაურეკა და დაემუქრა, თუ ფინანსურად არ დამეხმარები, სასამართლოში გიჩივლებო. ვასოს მამა შეშინდა და ბავშვისთვის რეგულარულად დაიწყო ფულის გაგზავნა.
სრულად სანახავად გთხოვთ უყურეთ ვიდეოს:
ყურადღება: ფოტო პირობითია
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..