• მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
INew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ამ საშინელ სამედიცინო კლინიკაში წუხელ, მე და ჩემს პატარა შვილს ნამდვილი ჯოჯოხეთი დაგვემართა.. დასისიხლიანებული ბავშვის კლინიკიდან წამოყვანა არ მინდოდა, მაგრამ ისეთი რამ მოხდა სხვა გზა აღარ მქონდა

by inew
26 July 2022
in საზოგადოება
0
ამ საშინელ სამედიცინო კლინიკაში წუხელ, მე და ჩემს პატარა შვილს ნამდვილი ჯოჯოხეთი დაგვემართა.. დასისიხლიანებული ბავშვის კლინიკიდან წამოყვანა არ მინდოდა, მაგრამ ისეთი რამ მოხდა სხვა გზა აღარ მქონდა
0
SHARES
3.3k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჟურნალისტი ანი მიროტაძე კლინიკაში მომხდარი შემზარავი ისტორიის შესახებ წერს, რომელიც მას და მის შვილს გადახდათ თავს და არცერთ დედას და ბავშვს ურჩევს ამ საშინელი კლინიკით სარგებლობას.

“ამ საშინელ სამედიცინო კლინიკაში https://www.facebook.com/AmericanHospitalTbilisi/

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი – წუხელ, მე და ჩემს პატარა შვილს ნამდვილი ჯოჯოხეთი გადაგვხდა თავს. საბედნიეროდ, მე და ჩემს ოჯახს სამედიცინო კლინიკებთან ხშირი კონტაქტი არ გვიწევს და ამ დრომდე ასე პირისპირ ამ პრობლემის წინაშე არასოდეს ვყოფილვარ და გუშინ სრულიად გავიაზრე, რა დღეში არიან ამ ქვეყანაში ადამიანები, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო, დახმარება სჭირდებათ და ასეთი ტიპის სამედიცინო დაწესებულებები სთავაზობენ დახმარებას და მათაც სხვა გზა და სხვა არჩევანი არ აქვთ!

ამბავი დაიწყო იმით, რომ ჩემს პატარა შვილს საშინელი ტკივილით და ტირილით გაეღვიძა. თავიდან ვერ გავიგეთ რა აწუხებდა, ვცადეთ მისი დახმარება, სახლის პირობებში, რაც ვერ შევძელით და საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.

სასწრაფოს ექიმები ძალიან სწრაფად მოვიდნენ და საჭიროდ ჩათვალეს ბავშვის კლინიკაში გადაყვანა. წავედით მათ მიერ შერჩეულ კლინიკაში (პატარა ბავშვისთვის ეს კლინიკა რატომ შეირჩა, არ ვიცი). მივედით კლინიკაში, სადაც ბავშვი ძალიან შეწუხებული შევიყვანე და ტკივილისგან გაუთავებლად ტიროდა. ამ უცნაურ და საშინელ დაწესებულებაში  არ აღმოჩნდა არავინ, ვინც ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი პატარა ბავშვის გამო შეწუხდებოდა და შემომეშველებოდა.

ჩემი მეუღლე ჯერ  არ შემოუშვეს, მე კი მიმითითეს რაღაც კონკრეტულ ადგილზე, სადაც ბავშვი უნდა დამესვა. რადგან თან მქონდა ბავშვისთვის საჭირო ნივთები, როგორღაც მოვახერხე ბავშვის მითითებულ ადგილზე დასმა და უცებ ყურში მესმის ვიღაცის უკმეხი ხმა – ფეხსაცმელები გახადეთ ( ისედაც ვაპირებდი, ბუნებრივია!). პარალელურად კიდევ სხვა მთხოვს, სასწრაფოდ მივცე ბავშვის დაბადების მოწმობა, რომ რეგისტრაციაში გაატარონ, სხვა შემთხვევაში პროცედურას ვერ დაიწყებენ.

ამ დროს ჩემი შვილი განწირული ხმით ტირის, საშინელი ტკივილის გამო. იქ მყოფი ადამიანები, ალბათ ექიმები, ჯერ ბავშვისთვის ვერ იცლიან (და არც აპირებენ), სასწრაფოს ექიმთან არკვევენ რაღაც დეტალებს. ელემენტარული საკითხია – ბავშვის ამ მდგომარეობის გამო შოკში ჩავარდნილ და აღელვებულ დედას რომ უნდა დაეხმარო.

ძალას ვიკრებ და მათ ვეუბნები, რომ ბავშვს შესაძლოა ყურები ტკიოდეს, რადგან ტირილის დროს ყურებზე იკიდებდა ხელს. გადაწყვიტეს, რომ ბავშვს ყურები  დაუთვალიერონ. მოდის პედიატრი. ყურების დათვალიერების დროს ბავშვს ყურებიდან სისხლი  სდის. რეაგირება არანაირი. კლინიკაში ალბათ ჰიგიენური საშუალება არ არსებობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში რამეს მომცემდნენ, რომ ბავშვისთვის ეს სისხლი მომეშორებინა.

ისევ მე ვახერხებ ჩანთიდან ერთჯერადი მოხმარების ხელსახოცის ამოღებას და  ვცდილობ, ჩემი შვილი დავამშვიდო.  პარალელურად,  ერთი იქ მყოფთაგანი (არც მისი ვინაობა ვიცი), მაწვდის შპრიცით ნუროფენს, რომ ბავშვს მივცე. გაღიზიანებული ბავშვი ყველაფერზე ძალიან მგრძნობიარეა და მიჭირს მიცემა. როგორღაც მოვახერხე. აქვე განვმარტავ – ბავშვი ისევ ისეთი განწირული ხმით ტირის.

არავის აქვს სურვილი, რომ  ბავშვს ხელი მოკიდოს და ცოტა მაინც შემომეშველოს. სამაგიეროდ, დამამშვიდეს, ახლა ნუროფენი იმოქმედებს და დამშვიდდებაო. მიხარია, იმის მიუხედავად, რომ ნერვიული აფეთქების ზღვარზ ვარ. იქვე გადაწყვიტეს, რომ პედიატრის კონსულტაცია საკმარისი არ არის, ოტორინოლარინგოლოგმა უნდა გაგიწიოთ კონსულტაციაო.

ველოდებით  ოტორინოლარინგოლოგს ბავშვის განწირული ტირილის ფონზე, თუმცა მე მაინც მიხარია, რადგან ექიმები მამშვიდებენ, ნუროფენის მოქმედებას დრო უნდა და უშველისო. ოტორინოლარინგოლოგიც მოვიდა. რადგან ჩემი შვილი განწირული ხმით ტიროდა, ჩემმა მეუღლემ მათი წესები დაარღვია და შემოგვეშველა. ახლა ორივე ვეხმარებით  ოტორინოლარინგოლოგს.

პროცედურა დასრულდა, დიაგნოზიც მივიღეთ – ყურის არაჩირქოვანი ანთება, დაუზუსტებელი.  3 ახალგაზრდა ქალბატონი, დიდი ალბათობით ექიმები, შეთანხმდნენ ოტორინოლარინგოლოგთან და დანიშნულებაც მოგვცეს. გამოგვიშვეს, ბავშვი აღარ ტირის, მაგრამ ძალიან შფოთავს და მე ძალიან მეჩქარება დავტოვო იქაურობა, რადგან ამ სურათის ყურება დიდი ხნით  აღარ შემიძლია და ვგრძნობ, რომ მითმინების ზღვარზე ვარ.

მოვიკითხე ბავშვის დაბადების მოწმობა – რეგისტრატურაშიაო, მიმითითეს და გზაც მიმასწავლეს. მივდივარ რეგისტრატურაში და დაბადების მოწმობასთან ერთად, იმასაც ვამოწმებ, მაქვს თუ არა რამე გადასახდელი ან რამდენი.

– იცით, საყოველთაო დაზღვევა ამ გადაუდებელ დახმარებას არ ანაზღაურებს და თქვენ უნდა გადაიხადოთ 140 ლარი, პედიატრის და  ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაციის საფასური – მეუბნება რეგისტრატორი გოგონა. არც მეკითხება,  კერძო დაზღვევა მაქვს თუ არა. მშვიდად ვიხდი თანხას და ვეკითხები – ვთქვათ მშობელს არ აქვს ეს თანხა, გადაუდებელი, საშინელი ტკივილებით მოიყვანა ბავშვი, თქვენ როგორ იქცევით?

– ამ თანხაზე ერთი კვირის ვადას ვაძლევთ, რომ გადაიხადოს, – მპასუხობს ცოტა დაბნეული.

თუ ვერ გადაიხადა? – ვაზუსტებ კითხვას თან ანგარიშფაქტურას ველოდები, უნდა გაგატანოო, მითხრა. რადგან ჩემი შვილი ოდნავ დაწყნარდა, ველოდები ანგარიშფაქტურასაც და პასუხსაც – ამ თანხისთვის ხომ არ დავიჭერთ ვინმეს.  ყოფილა შემთხვევები, რომ მშობელს ვერ გადაუხდია, მაგრამ რაღას ვიზამდითო, – კიდევ უფრო იბნევა ახალგაზრდა გოგონა.

– ასე ანგრევთ ქვეყანას და თქვენც ამ ნანგრევებში მოყვებით, – ვეუბნები დაბნეულ გოგონას, რომელიც ისედაც ხვდება, რომ ძალიან უხერხული ვითარება.  იქ მყოფი პაციენტებიდან და მათი ახლობლებიდან, რომლებიც ამ სცენას შეესწრნენ, რა რეაქციაც იქნებოდა, ისედაც მიხვდებით, აღარ დავწერ.

–  გამოვდივართ ამ ჯოჯოხეთიდან, მე ხელში ანგარიშფაქტურით და ჩემი მეუღლე ჩემი 3 წლის შვილით, რომელიც აღარ ტირის, მაგრამ მაინც ძალიან შეწუხებულია და ყურები დასისიხლიანებული აქვს. ბუნებრივია, დასისიხლიანებული ბავშვის კლინიკიდან წამოყვანა არ მინდოდა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა?!!!!!

ახლა რატომ ვწერ ამ ამბავს – მთელი ღამე გავათენე, იმის მიუხედავად, რომ საშინლად დაღლილი ვიყავი, ვერ დავიძინე და ყურებში გაბმულად მესმოდა ჩემი შვილის მსგავსად, ათასობით და ათიათასობით ბავშვის განწირული ტირილი, რომლებიც მშობლებმა კლინიკაშიც კი ვერ წამოიყვანეს და ალბათ ვერც მომავალში წამოიყვანენ, რადგან დედას და მამას ფული არ აქვს, საყოველთაო დაზღვევაც არ აზღვევს, სახელმწიფოც ჩამოშლილია და ჯანდაცვის სისტებაც.

https://www.gov.ge https://www.facebook.com/GeorgianGovernment

https://www.facebook.com/GaribashviliOfficial.

https://www.facebook.com/mohgovge

https://www.facebook.com/parliamentgeo

https://parliament.ge/

ამ პოსტზე მოვნიშნე ყველა პასუხისმგებელი პირი და უწყება, ოღონდ მათი მხრიდან რეაგირების მოლოდინები საერთოდ არ მაქვს, რადგან მათ ამის გაგება არ შეუძლიათ და არც უნდათ.  პრინციპში მე ეს არც მჭირდება, როგორმე მოვახერხებ რამეს და დავიცავ ჩემს შვილებს, მაგრამ ათიათასობით ბავშვი ამ საშინელი სისტემისგან და განუკითხაობისგან სხვანაირად როგორ დავიცვა?!

და კიდევ  – სადღაც და ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს ეს განუკითხაობა და სიბნელე. ოდესმე საზოგადოებამ ხომ უნდა შეაჩეროს ეს თავზეხელაღებული სიველურე, რომელმაც შეაღწია ყველგან – საავადმყოფოებში, სკოლებში, ბაღებში, მერიებში, გამგეობებში, და ა.შ. მოკლედ ყველგან!!!! – ჩვენს სულებში – გამოგვფიტა და დაგვაცარიელა. ოდესმე საზოგადოებამ ხომ უნდა დაიცვას ადამიანად ყოფნის უფლება, ამ გადაგვარებულობაში, უსულობასა და სიველურეში.

პ.ს. ახლა ბავშვი სხვა კლინიკაში მიმყავს, სხვა ექიმთან, რომელიც ჩემთვის სანდო და გულისხმიერმა ექიმებმა შემირჩიეს.” – წერს ანი მიროტაძე სოციალურ ქსელში.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…

Previous Post

ცოლ-ქმარი 11 წელი ცხოვრობდა ერთად, თუმცა ერთ დღეს საშხაპედან გამოსულ მამაკაცს ცოლმა ისეთი რამე შენიშნა, რომ მასთან დარჩენის ყველანაირი სურვილი დაკარგა

Next Post

„გადაგვიყვანეს ეგრეთ წოდებულ მაცივრებში, სადაც ერთი დღე გავატარეთ.. მოგვცეს ფოლგა და ისე გვეძინა.. ტუალეტი არის ერთ მეტრაზე ამოყვანილი და 40 კაცში ზიხარ და აყურებინებ იმ ორმოც კაცს, როგორ ისაქმებ ტუალეტში “ – ქართველი ემიგრანტის უმძიმესი გზა ამერიკამდე

inew

Related Posts

2 კაცი მიყვარს ერთდროულად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ვარ… მირჩიეთ როგორ მოვიქცე..
საზოგადოება

21 March 2023
გულის ცემა ამიჩქარდა, მაგრად მოვეხვიე წელზე და მივიხუტე.. სავარაუდოდ ჩემი უფროსის ცოლი შვილს ჩემგან ელოდება და წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვიქცე“ – ახალგაზრდა მამაკაცის გულახდილი წერილი

აბსოლუტურად ყველა ის ღამე მეზიზღება, როცა ჩემი ქმარი მთვრალი მოდის სახლში და ამის გაკეთებას მაიძულებდა..

„ჩემმა ქმარმა ჩემს უფროსთან კაბინეტში შემომისწრო.. ერთ-ერთ დიდ კომპანიაში ვმუშაობ და სულ ვგრძნობდი, რომ ჩემზე საკმაოდ ასაკოვან უფროსს ძალიან მოვწონდი ..“ – 30 წლის ქართველი გოგონას ისტორია

22 March 2023
„სამი თვის პატარძალი ვიყავი, როდესაც ჩემმა მამამთილმა სახლში თავისი ძმაკაცები მოიყვანა.. ქეიფი ახალი დაწყებული იყო, როდესაც მამამთილმა დამიძახა და მეგობრებს უთხრა: ახლა ჩემი რძლის მკერდის სადღეგრძელო უნდა დავლიოო… არვიცი რა ვქნა“

ქმარს ეროტიკული ფოტოსესია შევთავაზე და გადაირია.. სახლში ყველაფერი დალეწა. ვცდილობდი ამეხსნა, ეს მხოლოდ ხელოვნება იყო.. ახლა  ამის გამო დედობის უფლებასაც მართმევს… წარმოდგენა არ მაქვს რა გავაკეთო..
საზოგადოება

ქმარს ეროტიკული ფოტოსესია შევთავაზე და გადაირია.. სახლში ყველაფერი დალეწა. ვცდილობდი ამეხსნა, ეს მხოლოდ ხელოვნება იყო.. ახლა ამის გამო დედობის უფლებასაც მართმევს… წარმოდგენა არ მაქვს რა გავაკეთო..

21 March 2023
Next Post
„გადაგვიყვანეს ეგრეთ წოდებულ მაცივრებში, სადაც ერთი დღე გავატარეთ.. მოგვცეს ფოლგა და ისე გვეძინა.. ტუალეტი არის ერთ მეტრაზე ამოყვანილი და 40 კაცში ზიხარ და აყურებინებ იმ ორმოც კაცს, როგორ ისაქმებ ტუალეტში “ – ქართველი ემიგრანტის უმძიმესი გზა ამერიკამდე

„გადაგვიყვანეს ეგრეთ წოდებულ მაცივრებში, სადაც ერთი დღე გავატარეთ.. მოგვცეს ფოლგა და ისე გვეძინა.. ტუალეტი არის ერთ მეტრაზე ამოყვანილი და 40 კაცში ზიხარ და აყურებინებ იმ ორმოც კაცს, როგორ ისაქმებ ტუალეტში “ - ქართველი ემიგრანტის უმძიმესი გზა ამერიკამდე

Stay Connected test

  • 122 Followers
  • 67.7k Followers
  • 190k Subscribers
  • 23.8k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

16 March 2023
„შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

28 February 2023
ეს კაცი ყოველ დილით ცარიელ კუჭზე ნიორს ჭამდა და აი რითი დამთავრდა მისი უცნაური ექსპერიმენტი…

“ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

ნუ გაუწყრებით შვილებს, ნაცვლად ამისა დალოცეთ ისინი, ისე როგორც ილია გვმოძღვრავს: ”მშობლებსა და შვილებს შორის სიმშვიდე არ არის…”

455
პროდუქტები, რომლებიც წონის დაკლებაში მაქსიმალურად დაგეხმარებათ

41
საკვები, რომელიც დიაბეტის დროს ქვენს ორგანიზმს ძალიან დაეხმარება

39
ალუბლის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები, რომლებიც შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ

1
2 კაცი მიყვარს ერთდროულად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ვარ… მირჩიეთ როგორ მოვიქცე..

2 კაცი მიყვარს ერთდროულად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ვარ… მირჩიეთ როგორ მოვიქცე..

21 March 2023
გულის ცემა ამიჩქარდა, მაგრად მოვეხვიე წელზე და მივიხუტე.. სავარაუდოდ ჩემი უფროსის ცოლი შვილს ჩემგან ელოდება და წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვიქცე“ – ახალგაზრდა მამაკაცის გულახდილი წერილი

გულის ცემა ამიჩქარდა, მაგრად მოვეხვიე წელზე და მივიხუტე.. სავარაუდოდ ჩემი უფროსის ცოლი შვილს ჩემგან ელოდება და წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვიქცე“ – ახალგაზრდა მამაკაცის გულახდილი წერილი

21 March 2023
აბსოლუტურად ყველა ის ღამე მეზიზღება, როცა ჩემი ქმარი მთვრალი მოდის სახლში და ამის გაკეთებას მაიძულებდა..

აბსოლუტურად ყველა ის ღამე მეზიზღება, როცა ჩემი ქმარი მთვრალი მოდის სახლში და ამის გაკეთებას მაიძულებდა..

21 March 2023
„ჩემმა ქმარმა ჩემს უფროსთან კაბინეტში შემომისწრო.. ერთ-ერთ დიდ კომპანიაში ვმუშაობ და სულ ვგრძნობდი, რომ ჩემზე საკმაოდ ასაკოვან უფროსს ძალიან მოვწონდი ..“ – 30 წლის ქართველი გოგონას ისტორია

„ჩემმა ქმარმა ჩემს უფროსთან კაბინეტში შემომისწრო.. ერთ-ერთ დიდ კომპანიაში ვმუშაობ და სულ ვგრძნობდი, რომ ჩემზე საკმაოდ ასაკოვან უფროსს ძალიან მოვწონდი ..“ – 30 წლის ქართველი გოგონას ისტორია

22 March 2023

Recent News

ADVERTISEMENT

Browse by Category

  • Uncategorised
  • კულინარია
  • მთავარი
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ურთიერთობები
  • ჯანმრთელობა

© 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Don`t copy text!