თუ თქვენ ფიქრობთ და თავს იმშვიდებთ იმით, რომ მეცნიერებს ჯერ კიდევ ბოლომდე არ გაურკვევიათ თუ რა ზიანი მოქვს მობილურ ტელეფონს ჯანმრთელობისთვის, ალბათ დაგაინტერესებთ კვლევა, რომელიც დოქტორმა დევრა დევისმა ჩაატარა და რომლის საფუძველზეც შეიქმნა წიგნი სახელწოდებით “სიმართლე მობილური ტელეფონის რადიაციის შესახებ”.
ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, დევისს არ სჯეროდა ტელეფონის გამოყენების საფრთხის მანამ, სანამ თავად არ დაიწყო აღნიშნული საკითხის შესწავლა. ახლა კი იგი ამტკიცებს, რომ მობილური ტელეფონი არა მხოლოდ სახიფათოა, არამედ სასიკვდილოც კი არის.
თავის ლექციებში დოქტორი დევისი ხსნის, როგორ შეიძლება ტელეფონის სიგნალი მოქმედებდეს ჩვენს ჯანმრთელობაზე და ხელს უშლიდეს დნმ-ის აღდგენას. ამას გარდა, მობილურის გამოყენება კიბოს განვითარების მიზეზიც შეიძლება გახდეს.
შეუძლია თუ არა თქვენს მობილურ ტელეფონს კიბოს გამოწვევა?
ამბავი, რომელიც ერთ ახალგაზრდა გოგონას შეემთხვა, ამტკიცებს, რომ მობილური ტელეფონი სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს. აღმოჩნდა, რომ ამ გოგონას ტელეფონის ბიუსტჰალტერში ტარების ჩვევა ჰქონდა.
ექიმები ამბობენ, რომ კიბოს უჯრედების განლაგების შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ იგი ზუსტად იმეორებდა ტელეფონის ფორმას.
ეს გოგო შეიძლება მაგალითი გახდეს ყველა ქალისთვის, რომლებსაც უყვართ ტელეფონის ბიუსტჰალტერში, შარვლისა თუ პერანგის ჯიბეში შენახვა. უკეთესია, თუ ტელეფონს სხეულთან ახლოს არ მოათავსებთ.
ტელეფონის სხეულთან ახლოს ტარება საერთოდ საზიანოა, თუმცა იმის მიხედვით, რა ადგილზე გიდევთ, მისი უარყოფითი გავლენა შეიძლება გაძლიერდეს.
2009 წელს ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა მიიღო 150-მა მამაკაცმა, რომლებსაც 6 წლის მანძილზე ჩვევად ჰქონდათ მობილური ტელეფონის ქამარზე ტარება. კველვამ აჩვენა, რომ ტელეფონის რადიაციამ უარყოფითი კვალი დატოვა ამ ადამიანების მენჯის ძვლებზე – ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივე ძლიერად დაქვეითდა.
საჭიროა გვესმოდეს, რომ ტელეფონი გამუდმებით გამოსცემს რადიაციას, მაშინაც კი, როცა მას არ იყენებთ. ამიტომ, დღეში 15 საათით მისი სხეულთან ახლოს ტარება ორგანიზმის რადიაციის ქვეშ დაყენებას ნიშნავს.
კიდევ ერთი კვლევა ადასტურებს, რომ მობილური ტელეფონის რადიაციამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს სპერმის ხარისხზეც და, შესაბამისად, მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციაზე.
მამაკაცებმა უარი უნდა თქვან ქამარზე ან შარვლის ჯიბეში მობილური ტარებაზე, რადგან ამ ზონაში მდებარეობს სასქესო ორგანიები, თირკმლები, ღვიძლი, ნაწლავი და შარდის ბუშტი, რომლებიც ძალიან მგრძნობარეა რადიაციის მიმართ.
გასულ წელს, მკვლევარებმა ისრაელიდან განაცხადეს, რომ ბოლო 30 წლის მანძილზე მკვეთრად გაიზარდა ყბაყურა ჯირკვლის სიმსივნით დაავადებათა რიცხვი. ეს ჯირკვლები მდებარეობს ლოყასთან ახლოს, ანუ იმ ადგილზე, სადაც ტელეფონი ყველაზე ხშირად ეხება.
კვლევამ აჩვენა, რომ ყბაყურის სიმსივნის რისკი იზრდება იმის მიხედვით, რამდენად ხშირად იყებთ ტელეფონს.
24% – თუ თქვენ ფიჭური ტელეფონის ჩვეულებრივი მომხმარებელი ხართ.
58% – თუ თქვენ ცხოვრებაში 5500-ზე მეტჯერ მოგიხდათ ტელეფონზე საუბარი;
49% – თუ თქვენ ცხოვრების მანძილზე ტელეფონზე 226 საათზე მეტ ხანს გისაუბრიათ.
2011 წლის 31 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ფიჭური ტელეფონები დაასახელა თავის ტვინის კიბოს გამომწვევ მიზეზად და დაადასტურა, რომ მისი გამოსხივება კანცეროგენულია.
სამწუხაროდ, ბავშვები ყველაზე მეტად არიან მგრძნობიარე კიბოს უჯრედების აგრესიული ზრდის და, შესაბამისად, სიმსივნური დაავადებების მიმართ. ბავშვების მიერ ტელეფონის აქტიური გამოყენების კვლევამ აჩვენა, რომ მათ:
80%-ით უფრო ხშირად აქვთ ქცევასთან დაკავშირებული სიძნელეები;
25%-ით მეტად აქვთ ემოციური პრობლემები;
34%-ით მეტად აქვთ პრობლემები თანატოლებთან ურთიერთობაში.
ფიჭური ტელეფონის გამოყენების შემცირება არის რეკომენდებული ორსული ქალებისთვისაც. 2008 წელს ჩატარდა კვლევა13000 ბავშვზე. შედეგად აღმოჩნდა, რომ მობილური ტელეფონის გამოყენება გავლენას ახდენს ბავშვებზე მუცლად ყოფნის პერიოდიდან დაწყებული, და იწვევს ქცევის დარღვევებს.
საერთოდ ჯამში, კვლევამ აჩვენა, რომ დედებს, რომლებიც მობილურ ტელეფონებს იყენებენ, 54%-ით მეტი შანსი აქვთ დევიანტური მოქმედების მქონე ბავშვის გაჩენის.
ელექტრომაგნიტური სიხშირეებისა და უსადენო ტექნოლოგიების ბიოლოგიური გავლენის სფეროს სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ პრაქტიკულად არანაირი ეჭვი არ არის იმისა, რომ ფიჭურ ტელეფონებსა და გაჯეტებს შეუძლიათ არა მხოლოდ კიბოს გამოწვევა, არამედ დეპრესიისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების ხელშეწყობაც.
სასარგებლო რეკომენდაციები ტელეფონის სწორად გამოყენებისთვის:
– გამოიყენეთ ტელეფონი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში;
– სატელეფონო საუბრისას გამოყენეთ სპეციალური გარნიტურები;
– დარეკეთ ტელეფონით მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც კარგი კავშირია;
– გეჭიროთ ტელეფონი სხეულისგან შეძლებისდაგვარად მოშორებით.