• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 23, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არც მანამდე და არც მერე იმის მსგავსი არაფერი მინახავს, როგორიც მერცხლების შეხვედრა იყო იმ წლის გაზაფხულზე”

by inew
17 June 2024
in საზოგადოება
0
“არც მანამდე და არც მერე იმის მსგავსი არაფერი მინახავს, როგორიც მერცხლების შეხვედრა იყო იმ წლის გაზაფხულზე”
0
SHARES
328
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

ცნობილი მებაღე, გარდენია შევარდნაძის დამფუძნებელი, ზურა შევარდნაძე ბავშვობის მოგონებებიდან ერთ საოცარ ამბავს გვიზიარებს:

“ჩემი ბავშვობისდროინდელ გურიაში ყველას სჯეროდა, რომ მერცხლების მოფრენას გაზაფხულზე მოაქ ოჯახიზა  სიკეთე და ყორიფელი კაი.  სახლზე მერცხალი რომ ბუდეს არ გეიკეთებს გლახას უნდა ელოდეს პატრონი.

ჩვენი შუშაბანდის სარაბახი და პარმაღის მესამე, მოღუნული ქილიში ქონდათ ამოჩემებული, აპრილის ბოლოსკენ გამოჩნდებოდენ, გულმოდგინედ მოზელდენ ტალახს და იწყებდენ ბუდის შენებას. ხან მეკირიები დაესხმებოდენ თავს, წაართმევდენ სიმწრით ნაშენებს, ბოლომდე ამოქოლავდენ და დაისაკუთრებდენ. 

იმ წლის გაზაფხულზე ხარება დღეს მოფრინდნენ, ძველი ბუდე შეაკეთეს და მალევე დაჩეკეს ექვსი ბარტყი, ყველა დაზარდეს და დააფრთიანეს.

ნაფერისცვალებევს გასაფრენად რომ ემზადებოდენ რატომღაც დედა მერცხალი ბუდეში რჩებოდა დღისით, იქიდან იმზირებოდა მოწყენილი. ბაბუამ თქვა რაცხა უჭირს თვარა ასე არ გაჩერდებოდაო, დავაკვირდით..

აკითხავდენ სხვა მერცხლები, ბუდეზე ჩამოუსხდებოდენ, იყო ერთი ჟივილი, ის კიდევ უფრო მოიწყენდა, ბოლოს ბუდეში მთლად ჩაიმალა, თავიც აღარ უჩანდა.

დადგა გაფრენის დღე, შეგროვდენ, მეზობლის სახლებიდან სხვა მერცხლებიც მოვიდნენ, ყველამ მოაკითხა იჟივლეს, იჟივლეს,  უფრინეს ირგვლივ ჩვენს სახლს და ეზოს, ვერაფერს გახდნენ ან რა უნდა ექნათ, გაფრინდნენ.

ბაბუამ სკამი დაიდგა, ავიდა და ბუდიდან ფრთამოტეხილი, მარტო დარჩენილი დედა მერცხალი ჩამოიყვანა, მიმინოს ყავს გამონაქცევიო დაადგინა. მარტო ჩვენ ბავშვებმა კიარა დიდებმაც იდარდეს. ბებიამ უიღბლა დაარქვა და გვითხრა: “რა ოჯახი ვართ ნენა ამდენმა სულმა ერ ჩიტს თუ ვერ მივხედეთ და ვეპატრონეთ არხეინათ იყავით აფერს არ გუუჭივრეფო.”  

იმ დღიდან ჩვენი, ბაღნების მთავარი საზრუნავი, სადარდებელი, სიხარული და მწუხარება მხოლოდ უიღბლა გახდა. ბებიამ კვერცხის ცილა და კუპრის საპონი ათქვიფა, ჩემს ძველ ფეხსაცმელს  ენა ამოგლიჯა,  თხელი ტყავი ფრთის ფორმაზე გამოჭრა და ნარეცხი მიტკალით არტაშანი დავადეთ მტკივან ფრთაზე უიღბლას. ბაბუამ მომცრო ყუთი შეჭედა, ფუჩეჩით, რბილი თივით გამოვტენეთ და შიგ ჩავსვით. რძეში მოზელილი ჭადისგულის ბურთულებს ვაჭმევდით ერთხანს, ხან კვერცხისგულს ვუჩიტავდით. ორ კვირაში მოიკეთა, ძალა მოიკრიბა ფრთაც მოურჩა და  შუშაბანდში გადავასახლეთ, კარების თავზე მივუმაგრეთ ყუთი. ფრთხილად გამოდიოდა, ფანჯრის რაფებზე შუშებთან შეგროვილ ბუზებზს დარაჯობდა.

დაზამთრდა, ჩამოთოვა საყორნია, ტოლების და ბახმაროს მთებიც ჩამოათეთრა. უიღბლა მთლად დასევდიანდა, უმეტეს დროს ყუთში ატარებდა მხოლოდ წყლის დასალევად  თუ გამოვიდოდა, ერთი ორი სიცივისგან დარეტიანებული ბუზი ჰყოფნიდა მთელი დღე, რას არ ვთავაზობდით მაგრამ ჩვენი მოტანილი არაფერი უნდოდა, ძალიან შეგვეჩვია, აღარ გვიფრთხოდა.

 გამარტებისკენ დღეები რომ დაგრძელდა, დათბა, გარეთაც დაიწყო სახლის ირგვლივ და ეზოში ფრენა. ტყემლები და ფრანგულა მსხლები რომ აყვავდა შუშაბანდი და ყუთი დატოვა, თავის ბუდეში გადასახლდა, ხალისიანი გახდა, ბუმბულიც გამოიცვალა.

ბევრი ემოციებიანი, სიხარულით, სიცილ-ყიჟინით მონატრებული ადამიანების შეხვედრა მინახავს ამ 45 წლის მანძილზე მაგრამ არც მანამდე და არც მერე  იმის მსგავსი  არაფერი როგორიც მერცხლების შეხვედრა იყო იმ წლის გაზაფხულზე… როგორ ჟიოდნენ, ყველანი როგორ ჟიოდნენ, როგორ ეფერებოდნენ ერთმანეთს შუბლებით სასწაული და სასწაულზე მეტიც იყო ამის ნახვა. გვეჩვენებოდა ალბათ რომ ტიროდნენ კიდეც.

ოთხი ბარტყი გამოჩეკა და გაზარდა იმ წელს უიღბლამ, დააფრთიანა, ნაფერსცვალებევს დიდი მადლიერებით სამი წრე დაარყეს ჩვენს ოდასახლს და სხვა მერცხლებთან ერთად გაფრინდა.

 გასათხოვი ყველა გავათხუეთ, მოსაყვანებმა ყველამ მოიყვანეს, შვიდი ბიჭი შვილი გაჩნდა მარტო ჩვენს სანათესაოში, თავიც არ წამოგვტკენია არცერთს,  სულ ირიახო ურუახო ისმოდა ჩვენსას იმ წელიწადს – წერს ზურა შევარდნაძე.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

“ბიოლოგიური დედა მმალავს, ჩუმად მხვდება… დედა რომ გაღიარებს, მერე მშვიდად წახვალ ამ ქვეყნიდან“

Next Post

27 წლის ბიჭი საბადურის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს – ვინ არის ახალგაზრდა და რატომ გაქრა მისი კვალი

Next Post
27 წლის ბიჭი საბადურის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს – ვინ არის ახალგაზრდა და რატომ გაქრა მისი კვალი

27 წლის ბიჭი საბადურის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს – ვინ არის ახალგაზრდა და რატომ გაქრა მისი კვალი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In