• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„არ ვიცი, როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომელსაც ქმარმა დაქალთან უღალატა. მართლა არ ვიცი და იმიტომაც გავაკეთე ეს..“ – ახალგაზრდა ქალის წერილი

by inew
25 November 2022
in საზოგადოება
0
„არ ვიცი, როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომელსაც ქმარმა დაქალთან უღალატა. მართლა არ ვიცი და იმიტომაც გავაკეთე ეს..“ – ახალგაზრდა ქალის წერილი
0
SHARES
573
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

ადამიანის ცნობა ძალიან ძნელია. მხოლოდ საკუთარ თავს შეიძლება ენდო, ისიც ყოველთვის არა. არავინ იცის, როგორ მოიქცევა კონკრეტულ სიტუაციაში. მით უფრო ვერასდროს იტყვი, ვინ არის შენი ნამდვილი მეგობარი.

რადგან, შეიძლება, სწორედ შენი მეგობარი გექცეს მტრად და განხეთქილების „ვაშლად”. როგორ უნდა მოიქცეს ცოლი, რომელიც უცებ აღმოაჩენს, რომ მისი მეგობარი ქმარს ართმევს…

დოდოშკა (37 წლის): მთელი ჩემი ცხოვრება არაპროგნოზირებადი და უჩვეულო მოვლენებით აღსავსე აღმოჩნდა. წინასწარ ვერაფერი გავთვალე და გავითვალისწინე. ვერ დავაბრალებ საკუთარ თავს იმას, რომ სულელი აღმოვჩნდი – ასე ნამდვილად არ არის. ჩემ შემთხვევაში ეს ყველაფერი ბუნებრივი იყო.

ვენდობოდი ქმარსაც და ჩემს უახლოეს მეგობარსაც – ეს ხომ ასეც უნდა იყოს?! რამე განსაკუთრებული ვთქვი? ჩემი მომავალი ქმარი რომ გავიცანი, დაქალი უკვე მყავდა. ძალიან მიყვარდა და ვერასდროს წარმოვიდგენდი, ყველაზე საძულველ ადამიანად თუ იქცეოდა. ისე, სიმართლე რომ გითხრათ, ახლაც არ მძულს.

ვერ ვახერხებ, რომ შევიძულო. მიუხედავად იმისა, რომ არ დამინდო და ბოლომდე გამიმეტა. რაც შეეხება ჩემს ქმარს – ის კიდევ უარესად მოიქცა.

არადა, როგორ ვენდობოდი, როგორ მჯეროდა მისი… თავი ბედნიერი მეგონა. ერთხელაც არ შემპარვია ჩემს ქმარში ეჭვი. როგორ ვიფიქრებდი, თუ შეეძლო, ხელის ერთი მოსმით დაემთავრებინა ყველაფერი, გაეწყვიტა ყველა ძაფი, რაც ჩემთან აკავშირებდა…

დაევიწყებინა წარსული და ცხოვრება სხვა ქალთან „სუფთა ფურცლიდან“ დაეწყო. მერე ვისთან? – ჩემს ბავშვობის მეგობართან, ჩემს დაქალთან.

ერთი წელი გავიდა, მაგრამ ჩემი ჭრილობა ისევ პირშეუკრავია. ისევ მტკივა და მტანჯავს. ჩემი ქმარი, რომელიც ჩემთვის საყრდენი უნდა ყოფილიყო, არც შეყოყმანებულა, ისე გამომიტანა განაჩენი.

– თქვენი ქმარი ამჟღავნებდა ინტერესს თქვენი მეგობრის მიმართ?

– ასე მარტივად რომ ყოფილიყო საქმე… ჩემთვის ძალიან დიდხანს დარჩა შეუმჩნეველი მათი წარმოუდგენელი ღალატი. შეიძლება იმიტომაც, რომ ასეთი წარმოუდგენელი იყო. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ მე და ჩემს ქმარს ცხრა წლის განმავლობაში იდეალურად გვქონდა ყველაფერი.

– ანუ, არ ჩხუბობდით და არც კი კამათობდით?

– როგორ არ ვკამათობდით… რომელი წყვილი არ ჩხუბობს და კამათობს?! ასეთი რაღაც წარმოუდგენელია და მეც არ დავიწყებ აბსურდის მტკიცებას. ამ ყველაფერს აქვს თავისი კრიტერიუმი. მიმაჩნია, რომ კარგად ვუგებდით ერთმანეთს. სიყვარულიც იყო…

– ანუ, რომ არა საბედისწერო ქალი, ერთად ბედნიერად იცხოვრებდით?

– არ ვიცი. ახლა უკვე ძნელია ამის მტკიცება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ისინი ერთად არიან. მე კი, ორი შვილით, მარტო დავრჩი. თან, ისე საზიზღრად, გულისამრევად მოხდა ყველაფერი… ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერაფერს ვამჩნევდი.

– ღალატი და სხვასთან წასვლა ერთბაშად არ მომხდარა?

– რა თქმა უნდა. მაგრამ დავაზუსტებ, სხვასთან კი არა, ჩემს დაქალთან. საღამოობით კი აგვიანებდა სახლში, მაგრამ ამას მტკივნეულად არ აღვიქვამდი. იმდენად მჯეროდა მისი, ვერც კი დავუშვი, რომ ამ დროს სხვა ქალთან ატარებდა.

არც მიფიქრია, თვალთვალი დამეწყო ან შემემოწმებინა. მჯეროდა, რადგან მე და ჩემს ქმარს ერთმანეთი გვიყვარს, ჩვენ შორის ტყუილი არ იქნება.

მაშინვე ვიგრძნობ, თუ მიღალატებს-მეთქი. ვერ ვიგრძენი. მხოლოდ მაშინ შევშფოთდი, როცა ჩემმა ქმარმა შაბათობით სადღაც წანწალს მოუხშირა. თავის გამართლებას კი ახერხებდა: მეგობართან ერთად სათევზაოდ ვიყავი… მანქანის ხელოსნებს დავდევდი და შემომაღამდა… სამსახურის საქმეებს გადავყევი…

– ღამე მოდიოდა სახლში?

– ხან მოდიოდა, ხან – არა. თუმცა, ამას ხშირად არ აკეთებდა. ეტყობა, ბოლომდე ვერ რისკავდა.

– სად იყო ამ დროს დაქალი?

– როცა უკვე ეჭვები გამიჩნდა, წარმოიდგინეთ, რომ – ჩემ გვერდით, გამაოგნებელია მისი სითავხედე… მე კი იდიოტივით ჩემს ეჭვებს ვუზიარებდი და ისინიც მომზადებულები, ყველა ზომას იღებდნენ, რომ გარკვეულ მომენტამდე საიდუმლოდ დაეტოვებინათ თავიანთი რომანი, რომელიც წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

ეს მერე გავიგე. კაცები მაინც ძალიან სუსტები არიან „თამაშში“. ვერ „გაქაჩა“ დიდხანს ჩემმა ქმარმა. დაქალი გაცილებით ნიჭიერი აღმოჩნდა – ბოლომდე „სცენაზე იდგა“. ჩემმა ქმარმა ბოლოს ჩემი ალერსის იგნორირება დაიწყო. ვითომ ტელევიზორის წინ ჩაეძინებოდა ხოლმე და გვერდითაც აღარ მიწვებოდა.

მაინც არ მინდოდა მისი ღალატის დაჯერება. ქმარმა „დახმარების ხელი გამომიწოდა“ – პირდაპირ ფაქტის წინაშე დამაყენა. ერთ დღეს, სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს გამაოგნებელი სურათი დამხვდა – ჩემი ძვირფასი ქმარი, უზარმაზარ სპორტულ ჩანთაში თავის ტანსაცმელსა და ნივთებს ალაგებდა.

ეს ჩანთა ახალი იყო. სახლში ის მანამდე არ გვქონია. ეტყობა, წინასწარ იყიდა და მოიტანა. გავოგნდი. რას აკეთებ-მეთქი.

მივდივარ, ვერ ხედავ? შენგან მივდივარ. ტყუილში ცხოვრება აღარ შემიძლია, სულ დაძაბული და გაღიზიანებული ვარ. ვწვალობ. ვიცხოვრებ იმასთან, ვინც მიყვარს და ვისთანაც მომწონსო…

– გითხრათ, ვისთანაც მიდიოდა?

– არა. მხოლოდ გამაფრთხილა, ისტერიკა არ გამემართა და წინ არ გადავდგომოდი. ბავშვებზე ვიზრუნებო, დამპირდა. არც მქონდა ისტერიკის მოწყობას თავი. განადგურებული ვიყავი. არ ვიცი, როგორი გამომეტყველება მქონდა, რომ ჩემმა ქმარმა მითხრა:

შენ ან სულელი ხარ, ან ანგელოზი. ბოლო დროს, აღარც ვმალავდი, რომ გღალატობდი. ვფიქრობდი, მიხვდებოდი და გამაგდებდი. მაინც არაფერი გამივიდა. არ დამირეკო, თავი არ შემაცოდოო… არ მოვყები იმას, როგორი მძიმე იყო, ამეხსნა ბავშვებისთვის, რატომ წავიდა მამა…

– არ დაინტერესდით, ვისთან წავიდა?

– არა. ქალბატონი თავად მეახლა მეორე დღეს. ვიფიქრე, ეტყობა, გაიგო, რაც დამემართა და სანუგეშებლად მოვიდა-მეთქი.

თურმე, თავად „ჯულიეტა“ მეახლა აღსარებისთვის. დაიწყო, ძალიან არ მინდოდა შენთვის ტკივილი მომეყენებინა… ძალიან მძიმე იყო ეს ჩემთვის, ბევრი ვინერვიულე.

წინააღმდეგობას ვუწევდი, საკუთარ თავს ვებრძოდიო და გაშტერებული ვუსმენდი. ვერ მივხვდი, საერთოდ რაზე ლაპარაკობდა. რა ვქნა? მითხრა, რომ აღარ უყვარდი და მეც ჩემი შანსი ხელიდან აღარ გავუშვი. ოცდათვრამეტი წლის ვხდები, კაცი არასოდეს მყოლია.

მეც მინდა, ბედნიერი ვიყო და შვილი გავაჩინო, მითხარით, რა უნდა მექნა, ღირსი კი იყო, თმით მეთრია, მაგრამ არ გამიჩნდა ამის სურვილი.

ჩემდა გასაოცრად, აგრესია არ მქონია. ვერც ვიტირე. ადექი და წადი-მეთქი, – ვუთხარი და ოთახიდან გავედი. არ დავინტერესებულვარ, როდის და როგორ დაიწყო მათი ურთიერთობა…

რისთვის მჭირდებოდა?! დამიჯერეთ, არც ახლა მაინტერესებს.

რატომღაც დარწმუნებული ვარ, ვერ გაგრძელდება მათი ბედნიერება დიდხანს, იმიტომ რომ, ის ჩემს უბედურებაზე ააგეს. გული მტკივა, ნუთუ შეიძლება, კაცის გულისთვის ყველაფერს ხაზი გადაუსვა?

მეგობრობა არაფრად ჩააგდო და არც ქალური სოლიდარობის განცდა გქონდეს? მე არ ვიცი, როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომელსაც ქმარმა დაქალთან უღალატა. მართლა არ ვიცი და იმიტომაც არაფერი გამიკეთებია.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…

ყურადღება:ფოტო პირობითია

წყარო: თბილისელები

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

“გვიან მივხვდი ჩემმა საუკეთესო დაქალმა ბავშვის მონათვლაზე უარი რატომ მითხრა.. მაშინ წამოდგენაც კია რ მქონდა რისი მკადრებელი იყო..“ – ყოფილი ქმრისა და საუკეთესო დაქალის საძებნელად უცხოეთში გადახვეწილი ქალის ამბავი

Next Post

“გათხოვილი ვარ, თუმცა სხვა შემიყვარდა, ვეღარ ვხვდები როგორ მოვიქცე.. ბავშვებს მამა ძალიან უყვართ, გთხოვთ მირჩიეთ რამე” – ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს

Next Post
“გათხოვილი ვარ, თუმცა სხვა შემიყვარდა, ვეღარ ვხვდები როგორ მოვიქცე.. ბავშვებს მამა ძალიან უყვართ, გთხოვთ მირჩიეთ რამე” – ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს

"გათხოვილი ვარ, თუმცა სხვა შემიყვარდა, ვეღარ ვხვდები როგორ მოვიქცე.. ბავშვებს მამა ძალიან უყვართ, გთხოვთ მირჩიეთ რამე" - ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In