Copy
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„აფთიაქში წამალი ვიყიდე და ტაქსით სახლში წავედი..” – სახლის კართან მისულმა მძღოლმა ჯიბეში ხელი ჩაიყო და მოულოდნელად ისეთ რამ გააკეთა ახლაც ვერ ვიჯერებ მის საქციელს

by inew
28 February 2023
in საზოგადოება
0
„აფთიაქში წამალი ვიყიდე და ტაქსით სახლში წავედი..” – სახლის კართან მისულმა მძღოლმა ჯიბეში ხელი ჩაიყო და მოულოდნელად ისეთ რამ გააკეთა ახლაც ვერ ვიჯერებ მის საქციელს
0
SHARES
52.8k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

გიამ ახმეტელის მეტრომდე დაახლოებით 12 კილომერტი ფეხით იარა, დედის პენსია ჰქონდა ასაღები. პენსია, როგორც იქნა, აიღო, მაგრამ ისეთი დაღლილი იყო ცალკე ფეხით სიარულითა და ცალკე ბანკომატთან პენსიის რიგში დგომით, გადაწყვიტა, ტაქსი დაეჭირა და შინ ტაქსით დაბრუნებულიყო.

“ღმერთო, ამ ვირუსმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა, ტრანსპორტი არ დადის, მანქანა კი მე არ მყავს.

მოდი ჯერ აფთიაქში შევალ, დედას წამლებს ვუყიდი და მერე ტაქსით წავალ, თორემ ფეხები აღარ მემორჩილება, ნახევარ საუკუნეს ვუკაკუნებ უკვე”, – გაიფიქრა გიამ და აფთიაქში შევიდა.

იქიდან რომ გამოვიდა, ტაქსი დაიჭირა, მძღოლს მგზავრობის საფასურზე როგორღაც შეუთანხმდა და ტაქსის უკანა სავარძელში მოკალათდა.

მძღოლს პირბადე და რეზინის ხელთათმანები ეკეთა, მანქანა დაძრა და სარკეში გიას თვალიერება დაიწყო. ასეთია ტაქსის მძღოლების ჩვევა. თანაც ტაქსის მძღოლს ხომ ლაპარაკი უყვარს – შესაძლოა არც უყვარს, მაგრამ საუბარში დრო სწრაფად გადის.

– გიხდება პირბადე, – ხუმრობით უთხრა მძღოლმა გიას, – მგონი, მეც მიხდება, – გაეღიმა, მაგრამ პირბადე ღიმილს უფარავდა.

– კი, მიკეთია პირბადე, – თავი დაუქნია გიამ, – ახლახან ვიყიდე აფთიაქში. დედაჩემისთვის წამლებიც ვიყიდე მისივე პენსიით.

– რა სჭირს დედას? – იკითხა ტაქსისტმა.

– დედა ლოგინადაა ჩავარდნილი, – უპასუხა გიამ.

– რატომ?

გიამ პასუხი შეუყივნა, არ იცოდა, საიდან დაეწყო.

– ბოდიში, ძმაო, არ უნდა მეკითხა ალბათ, – უხერხულად შეიშმუშნა ტაქსისტი.

– არა უშავს, საბოდიშო არაფერია, – დაამშვიდა გიამ, – დედას დამბლა აქვს და ექვსი წელია მარტოკა ვუვლი.

– ვახ! მართლა? – შეიცხადა მძღოლმა, – ცოლი არა გყავს?

– არა.

– არცა გყოლია?

– არა.

– არც შვილები გყავს?

– არა.

– ვახ! არავინ გყავს ვაფშე?

– რა თქმა უნდა, მყავს, მაგრამ ყველას თავისი საქმე აქვს და ისე მეხმარებიან, როგორც შეუძლიათ.

– მაინც რატომ აქვს დედაშენს დამბლა? – ტაქსისტი შენობით ესაუბრებოდა. ტაქსიატია და სხვანაირად არც შეუძლია.

– ძალიან გაინტერესებთ?

– რავი, თუ არ გინდა, ნუ მეტყვი.

– ზუსტად ექვსი წლის წინ აღდგომებზე ჩემმა ერთადერთმა ძმამ თავი ჩამოიხრჩო და დედამ ჩამოხსნა.

ტაქსისტმა უეცრად მანქანა დაამუხრუჭა:

– რას ამბობ, ძმაო. მერე?

– რაღა მერე. მას შემდეგ დედა მოტყდა, დიდი შოკი მიიღო. ნელ-ნელა ლოგინს მიეჯაჭვა. უკვე მესამე წელი დაიწყო, სამსახურს თავი დავანებე და ვუვლი.

– უჰ, რას მეუბნები! – მძიმედ ამოიოხრა მძღოლმა და ტაქსი ისევ დაძრა, – ანუ უმუშევარი ხარ, ვერსად მუშაობ.

– კი, ასეა.

– სოციალურად დაუცველი ხარ?

– კი, ოღონდ ყოველთვიური ფულადი დახმარება უკვე მომიხსნეს რატომღაც.

– მე მაგათი დედა ტყ… – კბილებში გამოსცრა მძღოლმა.

სიჩუმე ჩამოვარდა. მძღოლი ფიქრს მისცემოდა და მანქანას მიაქროლებდა თითქმის ცარიელ გზაზე, გიაც ფიქრს მისცემოდა. ასე გავიდა რამდენიმე წუთი.

– აქ გამიჩერეთ, – სთხოვა გიამ.

მძღოლმა გაუაჩერა.

გია მანქანიდან გადავიდა და ტაქსისტს ფული გაუწოდა.

– რა გქვია, ძმაო? – ჰკითხა მძღოლმა.

– გია მქვია.

– გია, ძმაო, დედას მეც ვუვლიდი და ვიცი, რა ძნელიცაა, მაგრამ მე ცოლ-შვილი მეხმარებოდა, შენ კი სულ მარტო უვლი დედას, თან ვერ მუშაობ. ერთი დიდი სათხოვარი მაქვს და ღვთისმშობელი შემომფიცე, რომ უარს არ მეტყვი, ძმაო.

– გისმენთ, რა სათხოვარია ასეთი.

– ჯერ წმინდა მარიამი და წმინდა გიორგიც შემომფიცე, – ჩააცივდა ტაქსისტი.

– გეფიცებით ღვთისმშობელს და წმინდა გიორგის, – უთხრა გიამ.

მძღოლმა ჯიბეზე ხელი გაიკრა, ფული ამოიღო, ორმოცდაათი ლარი გადათვალა და გიას გაუწოდა:

– გამომართვი, უარი არ მითხრა, ფიცი არ გატეხო!

– როგორ გეკადრებათ! – შუბლი შეკრა გიამ.

– გაფიცებ ყველა წმინდანს, შენი ძმის სულს გაფიცებ, გია, და დედასაც გაფიცებ, უარი არ მითხრა, მაინც არ მოგეშვები. რომ შემეძლოს, უფრო მეტადაც დაგეხმარებოდი. მალე ბრწყინვალე აღდგომა დადგება, ძმაო. ჩათვალე, რომ ეს ფული უფლის საჩუქარია.

გიას სხვა გზა არ ჰქონდა, მძღოლს ფული დარცხვენილად გამოართვა და მადლობა გადაუხადა.

– რა გქვიათ? – ჰკითხა გიამ, – სად გნახოთ, რომ ვალი დაგიბრუნოთ?

– ტაქსისტი და შოფერი მქვია, ძმაო, მადლობა ღმერთს გადაუხადე. ცოტა ხანში მე თვითონ მოგძებნი, გეფიცები. ეხლა კი აბა შენ იცი, ღმერთი იყოს შენი მფარველი, ძმაო, – უთხრა მძღოლმა და მანქანა დაძრა.

იდგა გია გახევებული, თვალს არ აშორებდა ტაქსის და მთელ სხეულში დიდი მადლიერებისა და გაოცების ჟრუანტელი უვლიდა, თვალზე კი იმედის ცრემლი უბრწყინავდა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…

ყურადღება: ფოტო პირობითია

Previous Post

„ქმარმა ცოლთან კამათის შემდეგ სახლის კარი გაიჯახუნა და საყვარელთან წავიდა, გზაში ის საშინელ ავარიაში მოყვა. ექიმმა ცოლსაც დაურეკა და კაცის საყვარელსაც – ამის შემდეგ ვერც წარმოიდგენთ რა მოხდა”

Next Post

ავტობუსის გაჩერებაზე ერთი გოგო მოვიდა ჩემთან და მითხა: ძალიან მეჩქარება, გთხოვ ცოტახანში ჩემი მეგობარი მოვა, 100 ლარიანს დაგიტოვებ და გადაეციო. მე კი სრულიად წარმოუდგენელი რამ გავაკეთე…

inew

Related Posts

წარმატების ფაქტორი: მაკა შალიკაშვილი
საზოგადოება

წარმატების ფაქტორი: მაკა შალიკაშვილი

8 September 2023
10 წლის ასაკიდან მოყოლებული თოჯინებს აქტიურად ამზადებს, დღეს კი უკვე 35 წლისაა და ეს მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია..

25 April 2023
იამაყე, შენი ნამუშევრით: ნიჭიერის გამარჯვებული ბარბარა სამხარაძე საზოგადოებაში ახალი ნამუშევრით გვევლინება.

14 April 2023
2 კაცი მიყვარს ერთდროულად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ვარ… მირჩიეთ როგორ მოვიქცე..

21 March 2023
გულის ცემა ამიჩქარდა, მაგრად მოვეხვიე წელზე და მივიხუტე.. სავარაუდოდ ჩემი უფროსის ცოლი შვილს ჩემგან ელოდება და წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვიქცე“ – ახალგაზრდა მამაკაცის გულახდილი წერილი

აბსოლუტურად ყველა ის ღამე მეზიზღება, როცა ჩემი ქმარი მთვრალი მოდის სახლში და ამის გაკეთებას მაიძულებდა..
საზოგადოება

აბსოლუტურად ყველა ის ღამე მეზიზღება, როცა ჩემი ქმარი მთვრალი მოდის სახლში და ამის გაკეთებას მაიძულებდა..

21 March 2023
Next Post
ავტობუსის გაჩერებაზე ერთი გოგო მოვიდა ჩემთან და მითხა: ძალიან მეჩქარება, გთხოვ ცოტახანში ჩემი მეგობარი მოვა, 100 ლარიანს დაგიტოვებ და გადაეციო. მე კი სრულიად წარმოუდგენელი რამ გავაკეთე…

ავტობუსის გაჩერებაზე ერთი გოგო მოვიდა ჩემთან და მითხა: ძალიან მეჩქარება, გთხოვ ცოტახანში ჩემი მეგობარი მოვა, 100 ლარიანს დაგიტოვებ და გადაეციო. მე კი სრულიად წარმოუდგენელი რამ გავაკეთე…

Stay Connected test

  • 129 Followers
  • 67.7k Followers
  • 195k Subscribers
  • 23.8k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
„შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

22 May 2023
გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

ეს კაცი ყოველ დილით ცარიელ კუჭზე ნიორს ჭამდა და აი რითი დამთავრდა მისი უცნაური ექსპერიმენტი…

ქმარმა გაიგო, რომ ცოლი ღალატობდა და მას დაბადების დღეზე შოკისმომგვრელი სიურპრიზი მოუწო

როგორ უნდა ილოცოთ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვალოს-მოუხმეთ მფარველ ანგელოზსს

14672
რას ეკითხებიან და რას სთხოვენ პატარები ღმერთს

1877
როგორ აღმოჩნდა ჩემი შეყვარებული პატიმარი

“საყვარელი მყავს, მაგრამ ქმართან გაყრა მაინც არ მინდა”

“საყვარელი მყავს, მაგრამ ქმართან გაყრა მაინც არ მინდა”

0
წარმატების ფაქტორი: მაკა შალიკაშვილი

წარმატების ფაქტორი: მაკა შალიკაშვილი

8 September 2023
10 წლის ასაკიდან მოყოლებული თოჯინებს აქტიურად ამზადებს, დღეს კი უკვე 35 წლისაა და ეს მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია..

10 წლის ასაკიდან მოყოლებული თოჯინებს აქტიურად ამზადებს, დღეს კი უკვე 35 წლისაა და ეს მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია..

25 April 2023
იამაყე, შენი ნამუშევრით: ნიჭიერის გამარჯვებული ბარბარა სამხარაძე საზოგადოებაში ახალი ნამუშევრით გვევლინება.

იამაყე, შენი ნამუშევრით: ნიჭიერის გამარჯვებული ბარბარა სამხარაძე საზოგადოებაში ახალი ნამუშევრით გვევლინება.

14 April 2023
2 კაცი მიყვარს ერთდროულად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ვარ… მირჩიეთ როგორ მოვიქცე..

2 კაცი მიყვარს ერთდროულად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ვარ… მირჩიეთ როგორ მოვიქცე..

21 March 2023

Recent News

ADVERTISEMENT

Browse by Category

  • Uncategorised
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • ურთიერთობები
  • ჯანმრთელობა

Recent News

წარმატების ფაქტორი: მაკა შალიკაშვილი

წარმატების ფაქტორი: მაკა შალიკაშვილი

8 September 2023
10 წლის ასაკიდან მოყოლებული თოჯინებს აქტიურად ამზადებს, დღეს კი უკვე 35 წლისაა და ეს მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია..

10 წლის ასაკიდან მოყოლებული თოჯინებს აქტიურად ამზადებს, დღეს კი უკვე 35 წლისაა და ეს მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია..

25 April 2023
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Don`t copy text!