ცოტა ხნის წინ, კესარია აბრამიძე მოკლეს.
მისი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ის საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, რამდენიმე საათის წინ ნახეს მოკლული.
პოლიციას ჰყავს ეჭვმიტანილი.
არსებული ცნობით, ის აბრამიძის პარტნიორი მამაკაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
კესარია აბრამიძე 37 წლის იყო.