• მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
INew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ახალი წელი მასთან უნდა გამეტარებინა, მაგრამ ლიფტში სხვას შევხვდი და …”

by inew
20 November 2022
in საზოგადოება
0
“ახალი წელი მასთან უნდა გამეტარებინა, მაგრამ ლიფტში სხვას შევხვდი და …”

Two young mobile millennials in formalwear using their smartphones in elevator

0
SHARES
613
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

პირველი ახალი წელი იყო, რომელსაც მე და ათუკა ერთად უნდა შევხვედროდით. ასეთი გადაწყვეტილება თვითონ მიიღო და მეც სიხარულით დავთანხმდი.

ათუკა სოციალურ ქსელში გავიცანი. მაღალი, სიმპათიური ბიჭი იყო. გემოვნებიანად იცვამდა და როგორც კი დავინახე, მომეწონა. ერთმანეთს ექვსი თვე ვხვდებოდით და ძალიან გამიხარდა, როცა ახალი წლის შეხვედრა მასთან შინ შემომთავაზა.

მრავალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე მარტო ცხოვრობდა. როგორც მარტოხელა კაცს შეეფერება, ბინა არეული ჰქონდა, ამიტომ არ გამკვირვებია, როცა 31 დეკემბერსაც მასთან მისულს იგივე მდგომარეობა დამხვდა – ნივთები და ტანსაცმელი ოთახში ეყარა.

მართალია, საგულდაგულოდ გამოპრანჭული ვიყავი, მაგრამ ქურთუკი საკიდზე ჩამოვკიდე და მაშინვე დალაგებას შევუდექი. ათუკა საყიდლებზე გაიქცა, არაფრის გამზადება არ გვინდა, უკვე გამზადებულს ვიყიდიო. ამგვარად, საახალწლო მენიუ ჩემი საზრუნავი არ იყო.

ახალი წელი ყოველთვის მიხაროდა, განსაკუთრებით ახლა, როცა მას საყვარელ ადამიანთან ერთად შევხვდებოდი. თაროები გადავწმინდე, ნივთებს ადგილი მივუჩინე, ტანსაცმელი დავფერთხე და გარდერობში შევაწყვე. მოულოდნელად ჯინსის შარვლის ჯიბიდან ფურცელი გადმოვარდა. როცა დავაკვირდი, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი საიუველირო მაღაზიის ქვითარი იყო.

საგონებელში ჩავვარდი, მაგრამ საფუძველი არ მქონდა, რაიმე ცუდი მეფიქრა, ამიტომ იმედი დავიტოვე, რომ ათუკა საახალწლო საჩუქარს მიმზადებდა. მერე ჩანთიდან ათუკასთვის განკუთვნილი ლამაზად შეფუთული საჩუქარი ამოვიღე და პატარა ნაძვის ხის ქვეშ საიმედოდ დავმალე.

როცა ათუკა დაბრუნდა, ყველაფერი კრიალებდა. სანოვაგით დატვირთული მოვიდა, ორი შამპანურის ბოთლი მაგიდაზე დადო და გადამეხვია. არ დავუმალე, რომ უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ვინაიდან ახალი წლის დადგომამდე ორიოდ საათი იყო დარჩენილი, სასწრაფოდ სუფრის გაწყობას შევუდექი.

ოთახში მხიარული საახალწლო მუსიკა იღვრებოდა, მაგიდაზე თეფშებს ცეკვა-ცეკვით ვაწყობდი და დროდადრო თვალს ვაპარებდი ათუკასკენ, რომელმაც დანარჩენი საქმე მე გადმომაბარა, თვითონ კი სერიოზული სახით კომპიუტერს მიუჯდა.

გულმა ვერ მომითმინა და ყველაფერი ვიცი-მეთქი, დავაბრეხვე. გაოცებულმა შემომხედა, რა იციო. ვიცი, რომ ჩემთვის საჩუქარი გაქვს-მეთქი. დაიბნა. ვიფიქრე, ახალი წლის დადგომამდე ამის გამჟღავნება არ უნდა და ამიტომ სცადა დამალვა-მეთქი.

– მაჩვენე, რა, – არ მოვეშვი.”რა უნდა გაჩვენოო?”მაპატიე, საჩუქრის ყიდვა თავიდან ამომივარდაო. არ ვუჯერებდი და ჩემთვის განკუთვნილ საჩუქარს დაჟინებით მოვითხოვდი. მერე ავდექი და ნაძვის ხის ქვეშიდან მისი საჩუქარი გამოვაძვრინე. აშკარად ესიამოვნა.”დამალვას აზრი არა აქვს, ქვითარი ვნახე და ახლა მაჩვენე, რა იყიდე საიუველირო მაღაზიაში-მეთქი, ვუთხარი.

აი, მაშინ კი სახეზე ფერი გადაუვიდა. იძულებული გახდა, საჩუქარი გამოეჩინა – ოქროს ძეწკვზე ძალიან ლამაზი ოქროს კულონი ბზინავდა. მაშინვე მივხვდი, რომ ეს ჩემი საჩუქარი არ იყო, ვინაიდან კულონზე სულ სხვა ჰოროსკოპის ნიშანი იყო გამოსახული.

ის ქალწულს ეკუთვნოდა, ჩემი ნიშანი კი ლომი გახლდათ. სიბრაზე და გაურკვევლობა ერთმანეთში აიზილა და იქიდან გამოქცევა მომინდა.

– ეს ჩემი არ არის, – ვუთხარი და თვითონაც, რა თქმა უნდა, მიხვდა, რომ ასეთი რეაქცია მექნებოდა. იმასაც მიხვდა, რომ თავის მართლებას აზრი არ ჰქონდა, არ დავუჯერებდი. ვიცი, რომ ათუკას ერთი გოგო უყვარდა, მაგრამ ის დაშორდა და როცა ერთმანეთი გავიცანით, ჯერ კიდევ იმ გრძნობას ებრძოდა, თუმცა მერე მომეჩვენა, რომ ნელ-ნელა გაუარა და ყურადღება მთლიანად ჩემკენ ჰქონდა მომართული.

გული ძალიან მეტკინა. ეს მერამდენედ არ მიმართლებს სიყვარულში-მეთქი, ვფიქრობდი და ვტიროდი. გარდა ამისა, ძალიან მენანებოდა იმ სიხარულით აღსავსე ახალი წლის დათმობა, რომელსაც ერთად უნდა შევხვედროდით.

ნუ წახვალო, ჩაიბურტყუნა, მაგრამ არ მოვუსმინე. ქურთუკი ჩავიცვი, მაგიდიდან ხელსაწმენდები ავიღე და ჯიბეში ჩავიტენე, მერე ჩანთა მხარზე გადავიკიდე, შამპანურის ბოთლს ხელი დავავლე და წამოვედი.

ორი სართული გიჟივით რომ ჩავირბინე, ოდნავ გონს მოვეგე და ლიფტთან ავიტუზე – კიდევ თორმეტი სართულის ფეხით ჩავ­ლას ლიფტის გამოძახება ვამჯობინე.

ლიფტის კართან ვიღაც ახალგაზრდა იდგა ხელში ყუთით. ლიფტში ერთად შევედით. სანამ ქვემოთ ჩავიდოდით, სარკეში საკუთარ გამოსახულებას ვაკვირდებოდი, ცრემლებისგან თვალებთან მაკიაჟის შავი ლაქები მეტყობოდა და არცთუ სახარბიელოდ გამოვიყურებოდი. უცხო ადამიანთან მეუხერხულა, რას იფიქრებს-მეთქი, თუმცა თანამგზავრი ყურადღებას არ მაქცევდა. როგორ ჩანს, თავის ფიქრებში იყო გართული.

უცებ ლიფტმა უცნაურად დაიღრჭიალა და გაჩერდა. სრული ბედნიერებისთვის ესღა მაკლდა. როგორც კი გავაცნობიერე, რომ ახალი წლის შეხვედრა ლიფტში მომიწევდა, ღილაკებზე თითის გამალებით დაჭერა და კარზე ბრახუნი ავტეხე.

ბიჭიც აყვირდა, მაგრამ უშედეგოდ, ჩვენი არავის ესმოდა. ყველა, ალბათ, სახლში იყო მოკალათებული და თორმეტი საათის დადგომას ელოდა. როცა მივხვდით, რომ ამ ღამეს ლიფტიდან გასვლა არ გვეღირსებოდა, ბედს დავემორჩილეთ.

ბიჭმა ყუთი დადო, ქურთუკი გაიხადა, ძირს დააგდო, აქ მალე დაცხება და ფეხზე დგომითაც დავიღლებითო. რას ვიზამდი, იატაკზე მოვკალათდი. უცბად საკუთარი თავი ძალიან შემეცოდა და ისევ გული ამომიჯდა. ბიჭმა ჩემი დამშვიდება სცადა. როცა ცოტა დავწყნარდი, გამეცნო, ბესო მქვიაო და ხელი ჩამომართვა.

ბესო სასიამოვნო მოსაუბრე გამოდგა. იმავე კორპუსის მობინადრე ყოფილა, რომელშიც ჩემი აწ უკვე ყოფილი შეყვარებული ცხოვრობდა. თურმე ათუკას შორიდან იცნობდა. ავდექი და მოვუყევი იმ საღამოს ამბები. იმან თავისი მიამბო. გულახდილი საუბარი გამოგვივიდა. თურმე ბესო მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, შეთავსებით რამდენიმე სამსახურში მუშაობდა და ზოგჯერ ღამღამობით საკუთარი მანქანით ტაქსაობდა კიდეც.

ამ საუბარში ვიყავით, რომ თორმეტი საათიც დადგა. როცა გარედან სროლისა და ფეიერვერკის ხმა შემოგვესმა, ორივემ მობილურ ტელეფონებს დავხედეთ.

ბესომ ჩემი შამპანური გახსნა. ახალი წლის შემოსვლა დავლოცეთ და აღმოვაჩინე, რომ ყველაფრის მიუხედავად, თავს კარგად და ბედნიერად ვგრძნობდი.

მერე ბესომ თავისი ყუთი გახსნა და იქიდან ხაჭაპურები ამოიღო. ბებიაჩემთან უნდა გადამეტანაო, მითხრა, ოთხმოცი წლისაა და თვითონ ვეღარ აცხობსო. მშვენიერი ახალი წელი გამოგვივიდა-თქო, ვიცინოდით. მოკლედ, ერთმანეთის გაცნობით ორივე კმაყოფილი ვიყავით.

როცა ხაჭაპური და შამპანური გამოგველია, ქალაქობანას თამაში დავიწყეთ, ესეც რომ მოგვბეზრდა, ანეკდოტების მოყოლა დავიწყეთ, მერე გამოცანებზე გადავედით. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ჩახუტებულებს ჩაგვეძინა. დილის რვა საათზე ლიფტის კარი გაიღო და მეზობლებმა ამ ერთობ საინტერესო მდგომარეობაში გვიპოვეს.

ამ ამბის შემდეგ ჩემი და ბესოს ურთიერთობა გაგრძელდა. ლიფტის კაბინიდან გამოსულები ერთმანეთს უკვე ახლობელ ადამიანებად ვთვლიდით. საუკეთესო ახალი წელი გვქონდა, იმიტომ, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ.

დღეს ბესო ჩემი მეუღლეა, ორი შვილი გვყავს და მესამეს ველოდებით. ჩემი ქმარი ისევ რამდენიმე ადგილას მუშაობს, საღამოობით კი მანქანას ტაქსის ტრაფარეტს ადგამს და გვიანობამდე მგზავრებს დაატარებს. ამ ყველაფერს ჩვენი ოჯახის, ჩვენი პატარების კეთილდღეობისთვის აკეთებს.

მე მეტი არაფერი დამრჩენია, რომ ღმერთს მადლობა შევწირო და შვილებს მოვუარო. ამ ახალ წელს საჩუქრად დიდი ტელევიზორი მომიტანა, სანამ მე ვმუშაობ, შენ რომ არ მოიწყინოო.

რაც შეეხება ათუკას. ახლა ის უბრალოდ მეზობელია და როცა შემთხვევით ერთმანეთს ვხვდებით, კეთილ სალამს ვაძლევთ ერთმანეთს.

აი, ასეთი მაგარი ამბებიც ხდება ახალ წელს.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ანა ყარალაშვილი, კვირის პალიტრა

Previous Post

გაიცანით ანი ჟღენტი, 8 წლის იყო, როდესაც მისი მშობლები საშინელ ავტოავარიაში დაიღუპნენ… სრულიად მარტო დარჩა უპატრონოდ… მაგრამ ღმერთმა მას დაუჯერებელი სიურპრიზი გაუკეთა

Next Post

მან ორი კვირა იცხოვრა ქორწინებაში და შოკირებული იყო! ამბავი, რომელიც ახალდაქორწინებულებს გადახდათ

inew

Related Posts

იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…
საზოგადოება

იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…

11 January 2023
ერთი შეხედვით ეს პატარა გოგონას ჩვეულებრივი ფოტოა… მაგრამ ამ ფოტოს წყალობით ის ნამვილი ვარსკვლავი გახდა და მილიონობით ადამიანმა გაიცნო
საზოგადოება

ერთი შეხედვით ეს პატარა გოგონას ჩვეულებრივი ფოტოა… მაგრამ ამ ფოტოს წყალობით ის ნამვილი ვარსკვლავი გახდა და მილიონობით ადამიანმა გაიცნო

23 December 2022
გოგონამ თავისი კივილით ყველა გააღვიძა… მშობლები ბავშვის ოთახისკენ გაიქცნენ, თუმცა ერთი წუთის შემდეგ მათ გონება დაკარგეს…
საზოგადოება

გოგონამ თავისი კივილით ყველა გააღვიძა… მშობლები ბავშვის ოთახისკენ გაიქცნენ, თუმცა ერთი წუთის შემდეგ მათ გონება დაკარგეს…

23 December 2022
მამა შვილთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.. ფოტოზე ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ დაწერილმა კომენტარმა კი, ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა..
საზოგადოება

მამა შვილთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.. ფოტოზე ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ დაწერილმა კომენტარმა კი, ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა..

23 December 2022
ახალგაზრდა დედამ მოყვა, თუ რა მეთოდით ზრდიდა შვილს… რამდენიმე საათში მას უკვე 3 მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავდა.. ორიგინალური მიდგომა, რომელიც დიდ ყურადღებას იმსახურებს
საზოგადოება

ახალგაზრდა დედამ მოყვა, თუ რა მეთოდით ზრდიდა შვილს… რამდენიმე საათში მას უკვე 3 მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავდა.. ორიგინალური მიდგომა, რომელიც დიდ ყურადღებას იმსახურებს

23 December 2022
მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემმა ცხოვრება დამინგრია ყველაფერში მაინც საწყალ დედაჩემს ვადანაშაულებ..
საზოგადოება

მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემმა ცხოვრება დამინგრია ყველაფერში მაინც საწყალ დედაჩემს ვადანაშაულებ..

23 December 2022
Next Post
მან ორი კვირა იცხოვრა ქორწინებაში და შოკირებული იყო! ამბავი, რომელიც ახალდაქორწინებულებს გადახდათ

მან ორი კვირა იცხოვრა ქორწინებაში და შოკირებული იყო! ამბავი, რომელიც ახალდაქორწინებულებს გადახდათ

Stay Connected test

  • 121 Followers
  • 67.7k Followers
  • 188k Subscribers
  • 23.7k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

27 October 2022
„შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

„შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

27 October 2022
5 უძლიერესი ორ სიტყვიანი ლოცვა, რომელიც ძილის წინ აუცილებლად უნდა თქვათ

5 უძლიერესი ორ სიტყვიანი ლოცვა, რომელიც ძილის წინ აუცილებლად უნდა თქვათ

27 October 2022
ქმარმა გაიგო, რომ ცოლი ღალატობდა და მას დაბადების დღეზე შოკისმომგვრელი სიურპრიზი მოუწო

ქმარმა გაიგო, რომ ცოლი ღალატობდა და მას დაბადების დღეზე შოკისმომგვრელი სიურპრიზი მოუწო

24 November 2022
ნუ გაუწყრებით შვილებს, ნაცვლად ამისა დალოცეთ ისინი, ისე როგორც ილია გვმოძღვრავს: ”მშობლებსა და შვილებს შორის სიმშვიდე არ არის…”

ნუ გაუწყრებით შვილებს, ნაცვლად ამისა დალოცეთ ისინი, ისე როგორც ილია გვმოძღვრავს: ”მშობლებსა და შვილებს შორის სიმშვიდე არ არის…”

29
პროდუქტები, რომლებიც წონის დაკლებაში მაქსიმალურად დაგეხმარებათ

პროდუქტები, რომლებიც წონის დაკლებაში მაქსიმალურად დაგეხმარებათ

4
საკვები, რომელიც დიაბეტის დროს ქვენს ორგანიზმს ძალიან დაეხმარება

საკვები, რომელიც დიაბეტის დროს ქვენს ორგანიზმს ძალიან დაეხმარება

2
ალუბლის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები, რომლებიც შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ

ალუბლის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები, რომლებიც შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ

0
იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…

იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…

11 January 2023
ერთი შეხედვით ეს პატარა გოგონას ჩვეულებრივი ფოტოა… მაგრამ ამ ფოტოს წყალობით ის ნამვილი ვარსკვლავი გახდა და მილიონობით ადამიანმა გაიცნო

ერთი შეხედვით ეს პატარა გოგონას ჩვეულებრივი ფოტოა… მაგრამ ამ ფოტოს წყალობით ის ნამვილი ვარსკვლავი გახდა და მილიონობით ადამიანმა გაიცნო

23 December 2022
გოგონამ თავისი კივილით ყველა გააღვიძა… მშობლები ბავშვის ოთახისკენ გაიქცნენ, თუმცა ერთი წუთის შემდეგ მათ გონება დაკარგეს…

გოგონამ თავისი კივილით ყველა გააღვიძა… მშობლები ბავშვის ოთახისკენ გაიქცნენ, თუმცა ერთი წუთის შემდეგ მათ გონება დაკარგეს…

23 December 2022
მამა შვილთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.. ფოტოზე ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ დაწერილმა კომენტარმა კი, ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა..

მამა შვილთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.. ფოტოზე ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ დაწერილმა კომენტარმა კი, ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა..

23 December 2022

Recent News

ADVERTISEMENT

Browse by Category

  • Uncategorised
  • კულინარია
  • მთავარი
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ურთიერთობები
  • ჯანმრთელობა

© 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Don`t copy text!